8 მაისიდან ენგურსიქითა და აქეთა საქართველოს შორის პირობითი საზღვრის კონტროლს რუსეთი კისრულობს. რუსი მესაზღვრეები საქართველოს შიგნით 168 კილომეტრიან პერიმეტრზე დგებიან. ეს მონაკვეთი კოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან იწყება და გალის რაიონის დასახლებულ პუნქტ ფიჩორთან სრულდება. მისიის განსახორციელებლად აფხაზეთში რუს მესაზღვრეთა დამატებითი კოლონები შედიან.
ეს არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ფსბ-ს, კონტროლქვეშ მყოფი ძალები. რუსეთის სასაზღვრო ძალები პირდაპირ ფსბ-ს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, იმის შესახებ, თუ რა მისიის განხორციელებას იწყებს რუსეთი საქართველოში, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, განცხადება სოხუმში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა იური ზვირიკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვრის მოწყობას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გენერალ-მაიორმა ხაზგასმით თქვა, რომ ამ ” საზღვრის” მოწყობისთვის აფხაზეთში რუს მესაზღვრეთა კოლონები 30 აპრილს მოსკოვში გაფორმებული შეთანხმების თანახმად შედიან. იგულისხმება შეთანხმება საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის - დე ფაქტო მეთაურებთან გააფორმა.
აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის - კოდორის ხეობიდან მოყოლებული, გალის რაიონის გასწვრივ - რუსეთი ახლა უკვე საკუთარი სასაზღვრო ძალებით დგება. აფხაზეთის ლეგიტიმური დევნილი მთავრობის ცნობით, წუხელ მთელი ღამის მანძილზე გადაადგილდებოდა რუსეთის სამხედრო ტექნიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამხედრო ტექნიკის და მასთან ერთად რუსეთის ცოცხალი ძალების გადაადგილება სამხედრო ვერტმფრენებიდან კონტროლდებოდა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, ეს დამატებითი ძალები შევიდნენ გალის რაიონის სოფლებში: საბერიო, ჩეგალი, ნაბაკევი, ოტობაია..
რუსეთი გადავიდა აფხაზეთის რუსეთთან სრული ასიმილაციის გეგმის ბოლო ფაზაზე, - განაცხადა აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ. მისი თქმით, რუსეთი ემზადება აფხაზეთის ტერიტორიის მისაერთებლად და აფხაზეთში თავისი ქმედებებით სწორედ ამის განსახორციელებლად ემზადება.
განცხადება აფხაზეთში რუსეთის ბოლო მანევრებთან დაკავშირებით აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაურმა მალხაზ აქიშბაიამაც გააკეთა. მან თქვა, რომ გალის რაიონში რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განთავსება დესტაბილიზაციის მაღალი რისკის შემცველია. აქიშბაიამ ხაზგასმით თქვა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესი ქმნის უაღრესად ნეგატიურ ფონს საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ.
არადა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მართალია, მან და კლინტონმა ვერ შეძლეს სამხრეთ კავკასიის საკითხში პოზიციების შეჯერება, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად. ხოლო რას გულისხმობს აქ რუსეთი კონკრეტულად? რა შედის მის გეგმაში? - საქართველოს შიგნით საზღვრების გავლება და ”საზღვარზე” რუსი მესაზღრეების გამაგრება, მეზობელი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო ბაზების შექმნა, საქართველოს წყლებში სამხედრო საზღვაო ფლოტის შეყვანა და გაძლიერება... ნატოს პროგრამით ”პარტნიორობა მშვიდობისათვის”, თბილისთან ახლოს დაწყებული მრავალეროვნული სწავლებების გამო ღია მუქარა... ამ წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ითქვა. მოვიყვანთ ნატოში რუსეთის წარმომადგენლის დმიტრი როგოზინის ბოლო შეფასებას, რაც მან ”რია ნოვოსტის” თბილისის ოფისში შემდგარ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობისას გააკეთა.
”ეს წვრთნები ამ დროს შანტაჟად გამოიყურება. ზოგიერთი მას აღიქვამს როგორც პოლიტიკურ ნაბიჯს, უფრო პოლიტიკური სულის მქონე გადაწყვეტილებას, ვიდრე სამშვიდობო წვრთნებს”, - თქვა როგოზინმა. უფრო მეტიც, მან ნატოს მრავალეროვნულ წვრთნებს საქართველოში უაზრო და პროვოკაციული უწოდა.
ზუსტად იმ დღეს, როცა სოხუმში რუსმა გენერალ-მაიორმა გამოაცხადა, რომ რუსეთი თავად კისრულობს საქართველოს შიგნით გავლებული საზღვრის კონტროლს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი. ამ მიმართვით დმიტრი მედვედევი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და ამბობს:
” ძვირფასო ვეტერანებო და პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, გულწრფელად გილოცავთ დიდ დღესასწაულს - გამარჯვების დღეს! ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა რუსულ-ქართული მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და გმირული ფურცელია. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, რომ რეიხსტაგზე დროშა საბოლოო გამარჯვების ნიშნად რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს... ვიტოვებ იმედს, რომ ორ სულიერად მონათესავე ხალხს სულიერი სიახლოვე დაეხმარება შეთანხმებულად განავითარონ ურთიერთხელსაყრელი და პარტნიორული ურთიერთობა.”
როგორ ესახება ამის მიღწევა რუსეთის პრეზიდენტს? ის ამბობს, რომ რუსეთი არასდროს დაელაპარაკება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ რუსეთისთვის იქნება საინტერესო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორების გზების განხილვა ნებისმიერ სხვა ხელისუფლებასთან. ამ პირობის შეხსენებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დმიტრი მედვედევმა ქართველ ხალხს მშვიდობა, სიკეთე და, რაც მთავარია, თანაძმობა უსურვა - და ეს მას მერე, რაც აგვისტოში მოხდა და რაც ხდება დღეს, როცა საქართველოში 168 კილომეტრიან ზოლზე რუსი მესაზღრეები საბოლოო მიზნის მისაღწევად დგებიან.