ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები კვლავ თბილისშია. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ნინო გელაშვილი მას 1 მაისს, შეხვედრებს შორის გაესაუბრა.
- ყოველ ჯერზე, როცა ჩამოდიხართ, ამბობენ, რომ ეს არის სემნების მორიგი მცდელობა მხარეებს დიალოგისკენ უბიძგოს. რას იტყოდით ამ ვიზიტისას?
- არ ვიტყოდი, რომ ეს არის მორიგი მცდელობა, ან ახალი მცდელობა. ეს არის ჩემი, ევროკავშირის თავმჯდომარის, ევროკომისიისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი და კოლექტიური მცდელობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ვითარება დამაკმაყოფილებლად მოგვარდეს. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც დემონსტრაციები დაიწყო, შევძელით სასარგებლო როლის შესრულება. ჩვენი გზავნილები, რომლებსაც აქეთ-იქით ვაწვდიდით მხარეებს, სასარგებლო აღმოჩნდა. დღესაც გვაშფოთებს ის, რომ მხარეები არ ურთიერთობენ ერთმანეთთან ისე, როგორც ეს დაძაბულ ვითარებას შეეფერება. თუკი რაიმე სახით ამის გამოსწორება შეგვიძლია, მზად ვართ ეს გავაკეთოთ. ვფიქრობ, შევასრულეთ გარკვეული როლი ზოგიერთი ისეთი ვითარების განსამუხტავად, რომელსაც შეეძლო მოვლენების მცდარი გზით წაყვანა. კვლავაც მჯერა, რომ ჩვენი მცდელობის შედეგად, შესაძლებელი იქნება ქუჩაში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ პროცესში გადატანა. ამისათვის საჭირო იქნება ორივე მხარის მიერ გვარიანი პოლიტიკურინ ნების გამოჩენა და გარკვეულწილად უკან დახევაც, რაც ადრეც აღვნიშნე. მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს არა პრეზიდენტის გადადგომაზე. ამას აზრი არ ექნება... თუმცა, ოპოზიციას შეუძლია კვლავაც მისდიოს ამ მოთხოვნას ყველა კანონიერი გზის გამოყენებით. ...მაგრამ, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს ინსტიტუციონალურ საკითხებზე, მმართველობის საკითხებზე და ა.შ.
- ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერისგან გვესმის, რომ მზად არიან დიალოგისთვის ამა, თუ იმ პირობით. ვინ არის მზად დიალოგისთვის ხელისუფლებიდან? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- ამის შესახებ ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა განაცხადა, პრეზიდენტმა, პარლამენტის სპიკერმა და ა.შ., რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ თავად ვესაუბრე ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან ყველას - არა, მაგრამ ბევრს, პრეზიდენტის ჩათვლით.
- პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ, თუკი ოპოზიციის ერთ ნაწილს, ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს არ სურს ხელისუფლებასთან დიალოგი, მაშინ ის გამართავს დიალოგს საზოგადოებასთან და ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც ამისთვის მზად იქნება. ასეთ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება უგულებელყოფს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ახლა ქუჩაშია, რა იქნება შედეგი?
- რასაკვირველია, აქ საჭიროა ბალანსის მოძებნა, რაც მოითხოვს კეთილი ნების გამოჩენას ორივე მხარისგან. საჭიროა ოპოზიციამაც მიიღოს დიალოგში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება, რისი გაკეთებაც მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მთავრობა, რასაკვირველია, უნდა ეცადოს ამისთვის პირობების შექმნას. შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება ოპოზიციის რეაქცია.
- რა არის ის პირობები, რომელთა შექმნითაც ხელისუფლება დიალოგს შეუწყობდა ხელს? ოპოზიციის გასაგონად თქვენ უკვე განაცხადეთ, რომ მან დროებით გვერდზე უნდა გადადოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა. რაც ეხება ხელისუფლებას...
- მე ვიტყოდი და ვამტკიცებ, რომ ხელისუფლებამ უკვე გამოიჩინა გარკვეული კეთილი ნება იმისათვის, რომ გამოეწვია ნდობა იმით, რომ არის ძალიან თავშეკავებული მიმდინარე დემონსტრაციების მიმართ.
- რას იტყოდით შემთხვევებზე, რომელთა უმრავლესობა ჯერაც გამოუძიებელია?
- ნებისმიერი შემთხვევა, რასაკვირველია გამოძიებული უნდა იყოს. ეს აბსოლუტურად მართალია. ეს უნდა გაკეთდეს. და, შეიძლება, სხვა რამეებიც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ”არავინ უნდა გააზვიადოს იმ ნაბიჯების მნიშვნელობა, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებისთვის არის საჭირო. არ არის საჭირო მოლაპარაკებების დაწყებისთვის პირობებზე საუბარი. თუკი პირობებზე იქნება საუბარი და ერთ პირობას მეორე დაემატება, მოლაპარაკებებამდე ვერ მივალთ. ღია საკითხებისადმი მიდგომა ორგვარი შეიძლება იყოს - მათზე მსჯელობა შეიძლება მოლაპარაკებებამდე, ან მოლაპარაკებებისას. ვფიქრობ, ყველა საშუალება უნდა გამოინახოს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს პირობების გარეშე და ინსტიტუციონალური საკითხების გარდა უნდა განისაზღვროს უფრო სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხებიც, რომლებასც შეიძლება ყურადღება დაეთმოს.
- ვრცელდება ინფორმაცია ევროკავშირის შუამავლის როლში შესაძლო ხილვაზე. თუკი ეს აუცილებელი იქნება დიალოგისთვის, შესაძლებელიან ევროკავშირმა შუამავლის როლი ითამაშოს?
- საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები არსებითაც საქართველოს საქმე უნდა იყოს. ევროკავშირი მზად არის აიღოს ასეთი როლი, თუკი ეს იქნება მოლაპარაკებების მონაწილე მხარეების მოთხოვნა. ამ პროცესში მე არ განვიხილავ ევროკავშირს - აქტიური, ოფიციალური შუამავლის როლში. საკითხი ასე არ დგას, მაგრამ ევროკავშირი შეიძლება იყოს - ხელშემწყობი, შიკრიკი, მეთვალყურე და ა.შ.. გარკვეულწილად. ამ კვირების განმავლობაში მსგავს სამუშაოს კიდეც ვასრულებთ. თუმცა, ჩვენი შემდგომი როლი, თუკი მოლაპარაკებები დაიწყება, მოლაპარაკებათა მაგიდასთან მსხდომებმა უნდა გადაწყვიტონ.
- ასეთი რამ შესაძლებელია საჭირო გახდეს ნდობისთვის...
- დიახ, მაგრამ ოფიციალური შუამავალი არ არის საჭირო ნდობისთვის. არ არის საჭირო ასეთი აქტიური ჩართვა. ასეთ საჭიროებას ვერ ვხედავ და იმ სახის ჩარევამ - შედარებით პასიურმაც, როგორსაც მე ვხედავ, შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ნდობის გაჩენაზე.