”სამხედრო ”თამაშობების” ჩატარება საქართველოში თავზარდამცემია”. ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “იზვეტია”. ეს სიტყვები ნატოში რუსეთის მუდმოვ წარმომადგენელს, დმიტრი როგოზინს ეკუთვნის.
“იზვესტიასთან” ინტერვიუში მან განაცხადა: “პარტნიორების არგუმენტი, რომ სამხედრო წრთვნები დიდი ხანია დაგეგმილია, ჩვენ ხელს არ გვაძლევს. რადგან ეს გეგმები მანამდე ლაგდებოდა, სანამ საქართველოში სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ხალხი დაიღუპებოდა. თანაც ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ნატო თავის მოკავშირედ მიიჩნევს. ეს ისეა, როგორც ერთ ანეკდოტში: ,,ჩხუბი შეუკვეთეთ? - არა - არადა, ყველაფერი გადახდილია”. ”სამხედრო თამაშობების ჩატარება საქათველოს ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც მოხდა, - თავზარდამცემია”- უთხრა როგოზინმა “იზვესტიას”.
მისივე თქმით, 7 მაისს დაგეგმილი რუსეთ-ნატოს თათბირი გენერალური შტაბის ხელმძღვანელების დონეზე არავითარ შემთხვევაში არ შედგება. “ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეხვედრის ჩატარებას მანამდე, სანამ ჩვენი პარტნიორები არ უპასუხებენ ფუნდამენტურ პოლიტიკურ შეკითხვებ,” უთხრა როგოზინმა “იზვესტიას”.
დღევანდელი რუსული პრესის მთავარი თემა დმიტრი მედვედევის ფინეთში ვიზიტი იყო. “ვედომოსტი” წერს, რომ მედვედევმა ეს ვიზიტი იმისთვის გამოიყენა, რომ ევროპას წინადადებით მიმართოს.
გაზეთის მიხედვით, ფინეთის მთავრობას გადაეცა საბაზისო დოკუმენტი ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც, როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ენერგეტიკული ურთიერთობების საყრდენი უნდა გახდეს 1991 წლის ენერგეტიკული ქარტიის სანაცვლოდ. გაზეთი წერს, რომ ახალი ამ დოკუმენტში არის ენერგორესურსების გაფართოებული სია. ახლა ეს მხოლოდ ნავთობი და გაზი კი არ არის, არამედ ბირთვული საწვავი, ელექტროენერგია და ქვანახშირია. რუსეთი ასევე გამოდის წინადადებით, გაიზარდოს ქვეყნების სია და მასში წამყვანი ენერგომოთამაშეები შევიდნენ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი და ნორვეგია.
“ვრემია ნოვოსტეი” წერს: “რუსეთის ხელისუფლება დარწმუნებულია იმაში, რომ ახალი დოკუმენტი ყველას უნდა აძლევდეს ელს. ამის მიუხედვად, რუსეთი ამ დოკუმენტისთვის საბრძოლველად ემზადება.”
“კომერსანტის” მიხედვით კი, ენერგოქარტიის შეცვლის თაობაზე რუსეთის ეს ინიციატივა არის იანვარ-მარტში გაზის ბაზარზე განვითარებული მოვლენების შედეგი რუსეთსა და უკრაინას შორის მორიგი გაზის ომის დროს. ამიტომ, რუსეთის ძირითადი წინადადებები იმაში მდგომარეობს, რომ ენერგორესურსების ტრანზიტს მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე მიმწოდებლები და მომხმარებლები უნდა აკონტროლებდნენ.
,,ტრანზიტული ქვეყნები მომსახურების ფუნქციას ასრულებენ, არ არის საჭირო ტრანზიტისგან დამოუკიდებელი მოთამაშის შექმნა” - მოჰყავს, ,,კომერსანტს” დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორის სიტყვები, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.
გაზეთი ასევე მიიჩნევს, რომ ქარტიის შეცვლა რუსეთისთვის არის შესაძლებლობა, დაამუხრუჭოს ევროპის კავშირის ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც უკვე ხორციელდება. “ამის მიუხედავად დასაშვებია,” წერს კომერსანტი, “რომ ქარტიის შეცვლის საქმეში მხარდაჭერის რაღაც შანსები რუსეთს მაინც ჰქონდეს.”
გაზეთი ”გაზეტა” კი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაინც და მაინც არ აქვთ იმედი სწრაფი და დადებითი რეაქციისა ევროპის კავშირის მხრიდან.