მოლდავეთში არჩევნების შედეგებს ხელახლა დათვლიან

არჩევნებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

მოლდავეთში ხელახლა დაითვლიან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა გამოცხადებას კიშინიოვში მღელვარება მოჰყვა. საკონსტიტუციო სასამართლომ კვირას დააკმაყოფილა პრეზიდენტ ვლადიმირ ვორონინის თხოვნა შედეგების ხელახლა დათვლის თაობაზე. სასამართლომ ამისათვის 9 დღე გამოყო. ოპოზიციის მომხრეები კი ხელახალი არჩევნების გამართვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 5 აპრილს ჩატარებული კენჭისყრა გაყალბებული იყო. ოფოციალური შედეგებით, არჩევნებში კომუნისტურმა პარტიამ ხმათა თითქმის 50 პროცენტი მოიპოვა, და 101-დან 60 საპარლამენტო მანდატს დაეპატრონა.