ჩეხეთის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება, რაც ამ ქვეყნის პარლამენტში სამშაბათს 24 მარტს გამართული კენჭისყრის შედეგია,
ევროკავშირისთვის რთულ პერიოდს ემთხვევა. ჩეხეთის რესპუბლიკა (როგორც ცნობილია, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე) ახლა მთავრობის მოვალეობის შემსრულებლით უნდა გაუძღვეს 27-წევრიან ბლოკს გლობალური საფინანსო კრიზისის პირობებში. რას მოასწავებს ჩეხეთის მთავრობის მარცხი ევროპული პოლიტიკისთვის?
გაზვიადება იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩეხეთში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებამ მორიგი კრიზისის პირას მიიყვანა ევროკავშირი. ოპოზიციას ჩეხეთში გარკვევით აქვს ნათქვამი, რომ მთავრობას შეუძლია ბოლომდე, ანუ ივნისის ჩათვლით შეასრულოს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელის როლი. ევროკავშირის ყოველდღიური მუშაობა ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩეხი ოფიციალური პირები ბრიუსელში განაგრძობენ თავმჯდომარეობას ევროკავშირის შეხვედრებზე, რომელთა დღის წესრიგიც წინასწარ, დიდი ხნით ადრეა განსაზღვრული.
უნდობლობაგამოცხადებული მთავრობის ლიდერი, ახლა უკვე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მირეკ ტოპოლანეკი ირწმუნება, რომ პარღაში პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირისთვისა და მასში ჩეხეთის თავმჯდომარეობისთვის არაფერი იცლვება. [ტოპოლანეკის ხმა] “ამას არ ექნება გავლენა თავმჯდომარეობაზე, რადგან მჯერა, როგორც აღვნიშნე კიდეც ევროპის პარლამენტში საინაუგურაციო მიმართვით გამოსვლისას, რომ შევეცდებით დისკუსიების გაძღოლასა და კომპრომისის მიღწევას”. ეს სიტყვები ტოპოლანეკმა ოთხშაბათს წარმოთქვა ევროპის პარლამენტში, სტრასბურგში.
დღესვე ევროკომისიის პრეს-მდივანმა პია არენკილდე ჰანსენმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ისევე ეფექტიანად გაუძღვება ევროკავშირს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.
როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ჩეხეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მართლაც არ უქმნის რაიმე უშუალო საფრთხეს ევროკავშირის ფუნქციონირებას, მაგრამ უთუოდ ხელს შეუწყობს დაპირისპირებას, რომელსაც ესათუ ის საკითხი იწვევს ბლოკის წევრებში...
ზოგადად, ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის განმარტებით, დიდი ქვეყნები მუდამ ცდილობენ ისარგებლონ შანსით საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად; ამას გარდა, ევროკავშირის ძველი წევრები სკეპტიკურად უყურებენ ახლებს; განსხვავებულია პოზიციები ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობის საკითხშიც.
პარიზში დაფუძნებული სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის მრჩევლის, ფრანსუა ეისბურის შეფასებით, ჩეხეთის მთავრობის პრობლემებს შესაძლოა, გარკვეული ძვრები მოჰყვეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში: მეტი გავლენა მოიპოვონ დიდმა ქვეყნებმა, ან იმ 16 ქვეყნის ჯგუფმა, რომელთაც საერთო ფულადი ერთეული, ევრო აქვთ შემოღებული. [ეისბურის ხმა] “სერიოზული საკითხების უმრავლესობაზე იმუშავებენ ან ევროზონის კონტექსტში, ან “დიდი ოთხეულის” კონტექსტში - ვგულისხმობ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, პლუს ევროზონას და ევროკომისიას. ეს არ არის კარგი სიახლე და ეკონომიკური კრიზისის ყოველ დღე გაუარესების ფონზე, ეს საქმეს კიდევ უფრო გაართულებს”. ჩეხეთის რესპუბლიკა ევროზონაში არ შედის.
ბრიუსელში მოღვაწე პოლიტოლოგის, ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოს სარა ჰაგემანის განმარტებით, ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ არის სფეროები, რომლებშიც ძლიერი ლიედრის გარეშე, შესაძლოა პრობლემამ იჩინოს თავი: [ჰაგემანის ხმა] “ყოველდღიური მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფებში და დაბალ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რასაკვირველია, გაგრძელდება, მაგრამ მისაღებია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც და ისეთი ვითარება, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინ გაუძღვება ამ პროცესს და როგორ გაკეთდება საქმე - ცოტა არ იყოს, ხელისშემშლელია”.
ჩეხეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შედეგად შესაძლოა გართულდეს მზადება ისეთი ფორუმებისთვის, როგორიცაა აშშ-ევროკავშირის სამიტი 5 აპრილს პრაღაში, ან პრაღაშივე 7 მაისისთვის დაგეგმილი სამიტი, რომელზეც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში შემავალი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) ლიდერებიც შეიკრიბებიან.
თუმცა, როგორც წეღან უკვე ითქვა, ჩეხეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გამო ევროკავშირში რაიმე კრიზისზე ლაპარაკი გაუმართლებლად მიაჩნიათ. ასეა თუ ისე, ჩეხეთი არ არის ევროკავშირის პირველი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, რომელსაც მთავრობის შეცვლა მოუწია. იგივე მოხდა დანიაში 1993 და იტალიაში 1996 წელს ისე, რომ ევროკავშირს არ მიყენებია რაიმე სახის გრძელვადიანი ზარალი.