ენგურის ხიდი აგვისტოს ომამდე ჩაიკეტა. ომის შემდეგ კი პირობითი საზღვარი ენგურს იქითა და აქეთა საქართველოს შორის საგულდაგულოდ გამაგრდა.
აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების პირისპირ გალის რაიონის ქართული მოსახლეობა ადრინდელზე გაცილებით მეტად უმწეო დარჩა. გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ამბავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ გამოიტანენ აფხაზეთში სტუმრობის შემდეგ. ბოლო ცნობა კი არის ის, რომ გალის რაიონში მდგომარეობა ურთულესია. ამის შესახებ განცხადება სოხუმისა და გალის რაიონის მონახულების შემდეგ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ გააკეთა. გალის რაიონის ქართველებს სეპარატისტული რეჟიმი აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებს.
გალის რაიონის მოსახლეობას აფხაზური პასპორტების ასაღებად ამოწურული ვადა გაუხანგრძლივდა. 20 მარტიდან გალის რაიონის სრული პასპორტიზაციის პერიოდად ახლა უკვე 20 აპრილამდე დარჩენილი დრო დაითქვა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრ, აბსოლუტურად დაუცველ საქართველოს მოქალაქეებს ულტიმატუმი წაეყენა. 20 აპრილამდე ისინი ან დათანხმდებიან უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღონ აფხაზური პასპორტები, ან მოუწევთ პასუხისგება სეპარატისტული რეჟიმის წესებით. ეს წესები კი ასეთია: 20 აპრილის შემდეგ გალის რაიონში ვისაც არ აღმოაჩნდება აფხაზეთის პასპორტი, პირველ ჯერზე ჯარიმას გადაიხდის და თუ მეორე ჯერზეც დაუდასტურდება პასპორტის უქონლობა, 3 დღიანი პატიმრობა მოუწევს. ჩვენ სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაწერილი წესები აღვნიშნეთ, მაგრამ ენგურს იქით საქართველოში დაუწერელი წესებიც მოქმედებს. არსებობს ცნობები, რომ გალის რაიონის მოსახლეობას აშინებენ, ემუქრებიან, ფიზიკური ზეწოლით აიძულებენ მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა. ამ ადამიანების დასაცავად სეპარატისტულ რეჟიმზე ზემოქმედების ბერკეტები მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააჩნიათ.
[პაატა დავითაიას ხმა] ”საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ევროკავშირის ჩარევით და გაერიოს ჩარევით, რათა ეს პროცესი შეჩერდეს.” (სტილი დაცულია)
ამბობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციიდან, პაატა დავითაია. მის მიერ ნახსენები პროცესის შეჩერება რთულია. თუმცა რამდენად წავა სეპარატისტული რეჟიმი გალის რაიონის მოსახლეობის იძულებისთვის გადამჭრელი ზომების მიღებაზე - ფართომასშტაბიან რეპრესიებზე? არის ვარაუდი, რომ სოხუმი ფართომასშტაბიან რეპრესიებს მაინც ერიდება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ასე ხსნის 20 მარტს ამოწურული ვადის 20 აპრილამდე გაგრძელებას:
[გივი თარგამაძის ხმა] ”ერთი თვით გადაწევა ნიშნავს, რომ გადამჭრელ ზომებზე წასვლა მარიონეტულ რეჟიმს და ოკუპანტებს მაინც უჭირთ. რაც შეეხება იძულების წესით პასპორტების დარიგებას, ასეთი ფაქტები არის და აქ გამოსავალი არის ის, რომ ეს არ არის პასპორტი, ეს არის ფარატინა ქაღალადი. ”(სტილი დაცულია)
მაგრამ გალის რაიონის მოსახლეობას აიძულებენ მიიღოს ფარატინა ქაღალდი. ”ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც ართულებს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას”, - აცხადებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობა კი ჯერჯერობით ისეთია, როგორიც ჩანს. ახლახან სოხუმში - შემდეგ კი გალის რაიონში - იმყოფებოდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები. უკან, თბილისში დაბრუნების შემდეგ გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობას მან ურთულესი უწოდა. სემნებიმ აღნიშნა, რომ გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ომის შემდეგ, როცა შეუძლებელი გახდა ენგურის ხიდით სარგებლობა. ” ენგურს გაღმა-გამოღმა დარჩენილი ადამიანები ერთმანეთთან ვეღარ ურთიერთობენ, ვეღარ გადააქვთ პროდუქტები. წარმოიდგინეთ იმ მასწავლებლების მდგომარეობა, რომლებიც მდინარის ერთ ნაპირას ცხოვრობენ და მეორე ნაპირზე მუშაობენ” - ასე აღწერა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრობლემა თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორობა ევროკავშირმა იტვირთა.. ევროკავშირის დამკვირვებლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან განლაგდნენ, თუმცა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობის საშუალება არა და არ ეძლევათ. ევროკავშირი არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ, როგორც მისი წარმომადგენელი აღნიშნავს, ვითარების სიმძიმის მიუხედავად, აუცილებელია ურთიერთობისთვის არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება. ამ აუცილებლობის კარნახით იყო სემნები სოხუმში, სადაც მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა უსაყვედურა ევროკავშირის პოზიციის გამო, არ ცნოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და არ მისცეს ევროპის ქვეყნების ვიზები აფხაზეთის მოქალაქეებს. სწორედ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებს ბაღაფში გალის რაიონის ქართველობას. ვადა, როგორც უკვე ვთქვით, 20 აპრილამდეა. თბილისში იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ორაგნიზაციების ზეწოლა სოხუმს აიძულებს პირდაპირ ძალადობაზე არ წავიდეს.