13 მარტს თბილისში, რიყეზე, გაიმართა „საკანი N5“–ის ნებაყოფლობითი პატიმრის, გიორგი გაჩეჩილაძის, კონცერტი, რომელიც დასრულდა წინასწარ გამოცხადებული საპროტესტო აქციით „თან წაიღე“.
კონცერტი–აქცია ისეთ პოლიტიკურ მომენტს დაემთხვა, რომელიც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
„საკანი N5“–ის პატიმარმა, მომღერალმა და მსახიობმა გიორგი გაჩეჩილაძემ საკუთარ დაბადების დღეზე, როგორც თავად განაცხადა, „კონცერტი აჩუქა ქართველ ხალხს“. კონცერტი ფორმით ორიგინალური იყო, რადგან მომღერალი სცენაზე აღმართულ რკინის გისოსებიან საკანში იჯდა და იქიდან უმღეროდა თუ ესაუბრებოდა საზოგადოებას. კონცერტის შემდეგ კი, მისივე თხოვნით, რიყეზე შეკრებილი ადამიანები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ და პარლამენტის შენობის წინ დაყარეს შინიდან წამოღებული უსარგებლო ნივთები, რათა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თან წაიღოს ეს პირობითი ნაგავი, როდესაც საკუთარ პოსტს დატოვებს.
რიყეზე გამართულ კონცერტს საგანგებო ფუნქცია ჰქონდა, მიმდინარე პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებით. 9 აპრილს გამოცხადებულ საპროტესტო მიტინგამდე თითქმის ერთი თვით ადრე სწორედ ამ კონცერტს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე: მიიჩნევდა თუ არა თავის სამოქალაქო მოვალეობად თბილისის მოსახლეობა, გამოეხატა მხარდაჭერა ნებაყოფლობითი პატიმრის მიმართ. ამ კითხვაზე პასუხი, იმავდროულად, იქნებოდა პასუხი კითხვაზე, რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტული მუხტი, რომლის გარეშე ერთი თვის შემდეგ დაგეგმილი სახალხო მოძრაობა, უბრალოდ, აზრს დაკარგავს.
კონცერტის სამოქალაქო ხასიათს ისიც ადასტურებდა, რომ „უცნობის“ სიმღერების მოსასმენად რიყეზე მივიდნენ არა იმდენად ახალგაზრდები, რამდენადაც, შუახნის და ასაკოვანი ადამიანები – ქალები და, უმეტესად, მამაკაცები.
ამ კონცერტი–აქციის შეფასება, ალბათ, ორგვარად შეიძლება: ერთი მხრივ, ღონისძიებამ გაამართლა, როგორც პროტესტული მუხტის გამოხატვის შესაძლებლობამ; მეორე მხრივ, აქცია ვერ იქცა იმ მოვლენად, რომელიც თბილისში ცხოვრების ჩვეულ რიტმს შეუცვლიდა მოქალაქეებს და შიშს ჩაუნერგავდა ხელისუფლებას.
გასათვალისწინებელია, რომ „მაესტრო“ საკაბელო ტელევიზიაა და თბილისის მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. „უცნობის“ უხილავი პარტიის წევრები კი, ძირითადად, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მის ცხოვრებას საკანში თვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით ადევნებენ. თუმცა 13 მარტს რიყეზე გამართულმა კონცერტმა–აქციამ უეჭველად დაადასტურა, რომ პროექტმა „საკანი N5“ თავისი არსებითი ფუნქცია უკვე შეასრულა: შექმნა საინფორმაციო სივრცე, რომელმაც პროტესტულად განწყობილი საზოგადოება გააერთიანა; თითოეულ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში თავს მარტო და დაუცველად გრძნობდა ხელისუფლების პირისპირ, დაანახვა, რომ მის გვერდით სხვებიც არიან, მათ შორის, ყველასათვის პატივსაცემი ადამიანები. მეორე მხრივ, ისიც ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია, პატარა ტელეკომპანია ეფექტიანად დაუპირისპირდეს საინფორმაციო მანქანას, რომელიც რამდენიმე დიდ ტელეკომპანიაზე დაყრდნობით მუშაობს.
ამიტომ უფრო მკაფიოდ რიყის აქციის როლი მაინც მომავალში შეფასდება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საზოგადოება მზად არის, სერიოზული პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, იტყვიან, რომ ამის ნიშნები რიყის აქციაზე გამოჩნდა. იმ შემთხვევაში კი, თუ დადასტურდება, რომ საპროტესტო მუხტი არც ისე ძლიერია და მოსახლეობა, არსებითად, ეგუება ამჟამინდელ ხელისუფლებას, ამის მაგალითადაც 13 მარტის აქცია–კონცერტს გაიხსენებენ. ასე რომ, კითხვები – როგორც რაოდენობით, ასევე, მნიშვნელობით – ჯერჯერობით, ისევ აღემატება პასუხებს.