ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა ალიანსის აპრილის სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
- აპრილის დამდეგს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგსა და მის მოსაზღვრე გერმანიის ქალაქ კელში ჩრდილოატლანტიკური კავშირი თავისი შექმნის მე-60 წლისთავს აღნიშნავს. მაგრამ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრა უწინარესად იმით იყო საყურადღებო, რომ მასზე გადაწყდა, განახლდეს რუსეთთან ალიანსის სრულმასშტაბიანი ურთიერთობა.
ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში შეხვედრები საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ შეჩერდა. არსებულ პირობებში რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელიაო - განაცხადა შარშან, 19 აგვისტოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. მაშინ მან ისიც აღნიშნა, რომ ნატოსა და რუსეთის ურთიერთობის მომავალი დამოკიდებული იქნებოდა რუსეთის კონკრეტულ მოქმედებებზე, რაც მედვედევის მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდებოდა.
დღეს, მინისტერიალის გახსნაზე გამოსვლისას, ნატოს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს თემას:
[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა]: "ჩვენ სულაც არ ვმალავთ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ჯერაც რჩება სერიოზული უთანხმოებები, კერძოდ საქართველოს საკითხში. ამასთანავე, ვაღიარებთ, რომ რუსეთთან ბუნებრივი საერთო ინტერესებიც გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ავღანეთი; სხვა ასეთი სფეროებია ანტიტერორისტული საქმიანობა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა."
ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა მინისტერიალის მონაწილემ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა, რომლის თქმით, რუსეთთან დიალოგის განახლება ნატოელ მოკავშირეებს საშუალებას მისცემს, რუსეთს უშუალოდ მიმართონ პრეტენზიებით და მას საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ. მილიბენდის ფრანგმა კოლეგამ ბერნარ კუშნერმა კი თქვა:
[ბერნარ კუშნერის ხმა] "ნატოსა და რუსეთს შორის ოფიციალური ურთიერთობა, მათ შორის მინისტრების დონეზე, უნდა განახლდეს სტრასბურგისა და კელის სამიტის შემდეგ, ზაფხულის დადგომამდე."
თუმცა, დიალოგის განახლებას ბრიუსელის შეხვედრის ყველა მონაწილე როდი უჭერდა მხარს. ზოგის აზრით, მოსკოვთან სრულმასშტაბიანი ურთიერთობის განახლების დრო ჯერ არ დამდგარა. აი, რა უთხრა ჟურნალისტებს მინისტერიალის დაწყებამდე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიგაუდას უსაცკასმა:
[ვიგაუდას უსაცკასის ხმა]: "ვფიქრობ, უბრალოდ ნაადრევია ოფიციალური დიალოგის განახლება. ჩემი აზრით, სამიტამდე დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ და რუსეთს მოვუწოდოთ, რიგ საკითხებში უფრო მეტად წამოვიდეს თანამშრომლობაზე."
ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიცია ცნობილია. ის პირველად მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოხატა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას კომპიუტერული ტერმინი "reset" იხმარა, რაც ხელახლა დაწყებას, ან, თუ გნებავთ, სუფთა ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს. ეს თებერვალში მოხდა. ამ ორიოდე დღის წინ კი კომპიუტერული ტექნოლოგია პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც მოიშველია:
[ბარაკ ობამას ხმა] "ჩვენსა და რუსებს შორის კარგად ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მე ვთქვი, რომ ჩვენ ხელახლა უნდა დავიწყოთ, გნებავთ - "გადავტვირთოთ" რუსეთთან ურთიერთობა."
დღეს, ბრიუსელში გამოსვლისას, ბარაკ ობამას ეს სიტყვები ოდნავ სახეცვლილად გაიმეორა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მან თქვა, რომ დადგა დრო, ნატომ რუსეთთან ურთიერთობა ხელახლა დაიწყოს. მაგრამ, რაც განსაკუთრებით არის აღსანიშნავი, კლინტონმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს უკრაინისა და საქართველოსთვის. შემდეგ კი დასძინა: ნატოს წევრებმა არასოდეს უნდა აღიარონ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და არ უნდა შეეგუონ რუსეთის განზრახვას, საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციონ ის სახელმწიფოები, რომელთაც ეს არ სურთ.
მოკლედ, ვაშინგტონი ირწმუნება, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ ნიშნავს ინტერესებით ვაჭრობას. თუმცა, როგორც მიმომხილევლები აღნიშნავენ, ნატოს გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობა განაახლოს, ზოგისთვის ხელსაყრელი იქნება, ხოლო ზოგისთვის - ნაკლებად. უდავოდ გაიოლდება რუსეთისა და შუა აზიის გავლით ავღანეთში მოქმედი ნატოს ძალების მომარაგება საკვებითა და არასამხედრო დანიშნულების აღჭურვილობით. გარდა ამისა, შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით მოიხსნის ბარიერს ირანის საკითხზე თანამშრომლობის საქმეში.
მაგრამ, როგორც ლიტვის საგარეო უწყების ზემოთ მოყვანილი განცხადებითაც გამოჩნდა, ამ ენთუზიაზმს ვერ იზიარებენ ნატოს აღმოსავლელი წევრები. საქართველოში გაჩაღებული ომი ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებმა აღიქვეს სიგნალად იმისა, რომ რუსეთის ექპანსიონიზმი განახლდა.