ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების ერთი ნაწილი საერთო გეგმებზე საუბრობს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი
შემდგომი მოქმედების ტემპსა და სამოქმედო ნაბიჯებზე თანხმდება. მაგრამ, იმავდროულად, არსებობს ზოგიერთი მინიშნება იმის შესახებ, რომ ოპოზიციური ძალები კი არ ერთიანდებიან, არამედ ორ ბანაკად იყოფიან.
საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ორი ბანაკის კონტურები გამოიკვეთა. ერთ–ერთი ბანაკის ბირთვი ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსია, მათ ახალ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ერთად. ფორმალური ერთობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე დავით გამყრელიძემ საჯაროდ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობას არ მიიღებს და მხარს ირაკლი ალასანიას დაუჭერს. როგორც თავად ირაკლი ალასანია აცხადებს ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, დღევანდელი ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ საკუთარი ნება უნდა გამოხატოს. „მაგრამ მედიის ასეთი შეზღუდვის პირობებში დრო იქნება იმისთვის საჭირო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოყალიბდეს. ამიტომ ვამბობ, რომ სწრაფად მაინც არ მოხდება ეს ცვლილება“, – განმარტავს ირაკლი ალასანია.
აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „საკან N5“–ში სტუმრობისას ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოვლენების განვითარების სრულიად ნორმალურ გზად აფასებდა. თუ ალიანსის სხვა წევრების ინტერვიუებსაც ყურადღებით გავეცნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი აყალიბებს ბანაკს, რომელსაც, პირობითად, „ნელი ცვლილებების ბანაკი“ შეიძლება დავარქვათ და მის უპირობო ლიდერად ირაკლი ალასანია მივიჩნიოთ.
თუმცა ოპოზიციის წიაღში არიან ძალები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის არც დროისა და არც შანსის მიცემას აღარ აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი არალეგიტიმური პრეზიდენტი უპირობოდ უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს. ბანაკს, რომელსაც, პირობითად, „სწრაფი ცვლილებების ბანაკი“ შეიძლება ვუწოდოთ, საფუძველი სალომე ზურაბიშვილმა ჩაუყარა. ამ ბანაკში, ალბათ, ყველა პარტია უნდა ვიგულისხმოთ, ალიანსისა და ლეიბორისტების გარდა. გასული კვირის ბოლოს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. ამით მან დაადასტურა, რომ ნებაყოფლობით დათმო „სწრაფი ცვლილებების ბანაკის“ ლიდერობა.
ვინ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სწრაფი ცვლილებების მომხრეა, მოვლენების განვითარების ერთადერთ შესაძლო სცენარად საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს, გამალებით ქმნის საკუთარ პარტიას მთელი საქართველოს მასშტაბით, რადიკალურ განცხადებებს აკეთებს და საკუთარ თავს ერთ–ერთ რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატად მიიჩნევს? ცხადია, საუბარია ნინო ბურჯანაძეზე, რომელიც შეავსებს კიდეც „სწრაფი ცვლილებების ბანაკის“ ლიდერის ნიშას. მართალია, მას დღეს საზოგადოება ნაკლებად ენდობა, მაგრამ როგორც კი საქმე ქმედებამდე მივა და სწორედ ბურჯანაძე გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საზოგადოების პროტესტული ნაწილის მოთხოვნებს თუ მოლოდინებს შეესაბამება, მისი რეიტინგი სწრაფად აიწევს.
ერთი მხრივ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დიდ რისკზე მიდის, როდესაც „სწრაფი ცვლილებების ბანაკს“ უდგება სათავეში, რადგან ეს ნიშნავს, რომ მალე იგი ხელისუფლების პირისპირ აღმოჩნდება და, შეიძლება, მასთან შეხლისას სამუდამოდ დაიზიანოს პოლიტიკური კარიერა. მეორე მხრივ, ნინო ბურჯანაძისთვის „სწრაფების“ ბანაკის ლიდერობა ერთადერთი შანსია, საზოგადოების პროტესტული ნაწილის სათავეში მოექცეს, მასთან ერთად დაუპირისპირდეს და აჯობოს მიხეილ სააკაშვილს.
ამ პირობებში ირაკლი ალასანიას ორი გზა რჩება: ან უარყოს ნელი ცვლილებების ტაქტიკა და „სწრაფების“ ბანაკს შეუერთდეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, სააკაშვილის გარდა, ბურჯანაძესთანაც მოუხდება დაპირისპირება და ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა; ან მეორე გზა ისაა, რომ ალასანიამ პროტესტის პირველი ტალღა გადაატაროს და, იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძე ფიცხელ ბრძოლაში დამარცხდება, ასპარეზზე გამოვიდეს როგორც ნელი, სისტემური ცვლილებების მომხრე და უალტერნატივო ლიდერი.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უახლოესი თვეები მართლაც საინტერესო იქნებოდა თვალყურის მისადევნებლად და ანალიზისთვის, საქმე ჩვენს საერთო სამშობლოს და მის სასიცოცხლო რისკებს რომ არ ეხებოდეს.