საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოთქვა სიტყვები,
რომლებიც საზოგადოების და მედიის განხილვის თემად იქცა: „მე ვიქნები ყველა იმ ბიზნესმენის პირადი მეგობარი, ვინც 100 და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ყველა ასეთ ბიზნესმენს მოვუნათლავ შვილს და ჩავიხუტებ გულში.“
თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაში ჩამოყალიბებული სხვა პრიორიტეტები ლეგიტიმურს ხდის კითხვას: მართლაც სურს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ისეთი ქვეყნის აშენება, რომელშიც მოქალაქეები ღირსეულ სამუშაოს მოიპოვებენ და ოჯახის რჩენას საკუთარი შრომით შეძლებენ?
ცნობილმა მეცნიერმა რიჩარდ პაიპსმა დიდი მონოგრაფია მიუძღვნა იმ საკითხის კვლევას, რომ კერძო საკუთრება პირდაპირ კავშირშია თავისუფლების განცდასთან. სწორედ კერძო საკუთრების მფლობელ ადამიანს უმძაფრდება თავისუფლების მოთხოვნილება. და რაც მეტად დაცულია კერძო საკუთრება სახელმწიფოს მხრიდან, მით მაღალია თავისუფლების ხარისხი.
თავისუფლება კი, სხვა ასპექტებთან ერთად, არჩევნებში აზრის თავისუფლად გამოხატვას და საკუთარი არჩევანის დაცვას გულისხმობს. ამიტომ არის, რომ მყარი დემოკრატიული გამოცდილების მქონე ქვეყნებში კერძო საკუთრებაც დაცულია, არჩევნებიც სამართლიანად ტარდება და სამუშაო ადგილიც თითქმის იმდენია, რამდენიც - მუშაობის მსურველი. ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებს კი, პირველ რიგში, ის ახასიათებს, რომ ხელისუფლებას ყოველთვის წინასწარ აქვს დაგეგმილი არჩევნების შედეგები, რისი მიღწევაც ორი ფაქტორის თანხვედრით არის შესაძლებელი: პირველი არჩევნების გაყალბებაა, მეორე – მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შთაგონება, ხმა სწორედ მმართველ პარტიას მისცენ. რაგინდ უცნაურად ჟღერდეს, ბუნებრივია და ჩვენს ქვეყანაშიც ასე ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის ნებაყოფლობით მიმცემი ადამიანების უმრავლესობა გაჭირვების ზღვარზე ან ამ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, როგორ უნდა მოიმადლიეროს ის ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე შიმშილის პირას არიან. სწორედ ეს ცოდნა ჩანს პრეზიდენტის საჩუქრებში: მასწავლებლებს, რომელთა ხელფასი ყველა შესაძლო ზღვარს ქვემოთაა და ორას ლარს არ აღემატება, ახალი წლიდან 25 ლარი დაემატათ; პენსიონერებს პენსია ხუთი ლარით გაეზარდათ; სოფლებს გარკვეული თანხა გადაეცათ; ხუთლარიანი დაზღვევის დიდი ნაწილი სახელმწიფომ თავად იტვირთა; ხოლო კახეთის სოფლებსა და ქალაქებში თითო ტომარა „გვარჯილის“ დარიგება დაიწყო, რაც თითოეულ ოჯახისთვის აგრეთვე პრეზიდენტის პირადი საჩუქარია.
იმავდროულად, პრეზიდენტი მეგობრობას და ჩახუტებას სთავაზობს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც, თუნდაც, 100 სამუშაო ადგილს შექმნიან.
სინამდვილეში, ყველა ბიზნესი პრეზიდენტთან პირადი მეგობრობით ვერ განვითარდება. ბიზნესი ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტებს ღრმად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბიზნესის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა გამოიწვევს ადამიანების დასაქმებას, მყარ ხელფასებს, კერძო საკუთრების გაჩენას ბევრ ოჯახში და თავისუფლების მოთხოვნილების ზრდას. თუ პრეზიდენტები ყაბულს არიან მათ ქვეყანაში ცხოვრობდნენ მართლაც თავისუფალი ადამიანები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს, ცხადია, ასეთი პრეზიდენტები მხარს უჭერენ ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. მაგრამ ეს ყველაფერი შეუთავსებელია არჩევნების გაყალბებასთან, ერთი ტომარა „გვარჯილით“ ან პურის ფქვილით ადამიანების ხმების მოპოვებასთან ან, თუნდაც, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დაშინებასთან.
ამიტომ სულ ორი გზა არსებობს. პირველია: ბიზნესის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო საკუთრების დაგროვება, თავისუფლების მოთხოვნილების გაჩენა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ცვლა საზოგადოების პოლიტიკური ნების შესაბამისად. მეორე გზაა: ღატაკი მოსახლეობის სიმრავლე, განათლების დაბალი დონე, კერძო საკუთრების უქონლობა, უმუშევრობა, საჩუქრების და ფულის ჩამორიგება, დაშინება–დათრგუნვა, წინასწარ დაგეგმილი შედეგით არჩევნების დასრულება და ხელისუფლების შენარჩუნება ყოველი მორიგი არჩევნების შემდეგ.
თან ბიზნესმენებისთვის სამუშაო ადგილების შეკვეთა და თან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საკუთარი კალთის ქვეშ სიღატაკეში შენარჩუნება ერთმანეთს სრულებით არ შეესაბამება. ქვეყნის ცხოვრების წესი ან სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის პრეზიდენტის კალთიდან გამოსვლა უნდა იყოს, ან პრეზიდენტის მიერ სოფლებისთვის, ოჯახებისა და ადამიანებისთვის პირადი საჩუქრების ჩამორიგება. ჩვენს ქვეყანაში სიტყვით – პირველია, საქმით კი – მეორე.