”გაერთიანებული ქართული ბანკის” თანამშრომლის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა.
მისი მკვლელობისათვის რამდენიმე კაცი იხდის სასჯელს, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს თბილისში სხვადასხვა ადგილას გამართულ საპროტესტო აქციებზე მივიდა, ეს მკვლელობა გახსნილი არ არის. გირგვლიანთან ერთად აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ მოკლულ ბუტა რობაქიძესა და ზურა ვაზაგაშვილსაც იხსენებდნენ.
ავლაბარში, პრეზიდენტის ჯერ კიდევ მშენებარე რეზიდენციასთან, დღეს ხმაური იყო. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სამი წლისთავი რესპუპლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სწორედ აქ აღნიშნეს. ”შემდეგი შეიძლება შენ იყო”, ”არა ძალადობას”, ”გვახსოვს” - დიდი შავი ასოებით ეწერა პლაკატებზე. რეზიდენციის გალავანზე კი შავლენტებშებმული ვარდები და მიხაკები იყო მიმაგრებული. ”გაფრთხილებთ, სიჩუმე სიცოცხლისთვის სახიფათოა” დაარქვეს აქციას და სიჩუმეც დაარღვიეს:
[გიორგი პაპელიშვილი] ”ჩვენ უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდება და რომ ჩვენ გვახსოვს სანდრო გირგვლიანი. მისი ოჯახის წევრები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდება ის ადამიანი. მოვედით აქ, შევამკეთ შავი ლენტებით და ყვავილებით ის ადგილი, საიდანაც დაიწყო ეს მკვლელობა.”(სტილი დაცულია)
ეს გიორგი პაპელიშვილია, ახალი მემარჯვენეების ახალი თაობის წევრი. მის მსგავსად, რეზიდენციასთან შეკრებილი ადამიანების გზავნილი პრეზიდენტის მისამართით ასეთი იყო:
[თიკო ძნელაძე] ”ჩვენ ამ აქციით გვინდა,პირველ რიგში, პრეზიდენტ სააკაშვილს და შემდეგ მის მთავრობას შევახსენოთ, რომ ეს დღე, ეს ადამიანი, ეს ფაქტი არასდროს არ დაგვავიწყდება და ქართველი ახალგაზრდების თუ საზოგადოების ნაწილი ყოველთვის იარსებებს, რომელიც ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს ამ საქციელზე პასუხს.” (სტილი დაცულია)
სანდრო გირგვლიანი 3 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, მოკლეს. ინციდენტი დაიწყო ლესელიძის ქუჩაზე, შარდენ ბარში, სადაც შსს-ს თანამშრომლებსა და გირგვლიანს შორის შელაპარაკება მოხდა.
სანდრო გირგვლიანი, მეგობართან, ლევან ბუხაიძესთან, ერთად, ლესელიძის ქუჩიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი გირგვლიანის ნაწამები ცხედარი ოქროყანის სასაფლაოზე აღმოაჩინეს. გირგვლიანის მკვლელობისათვის ამჟამად სასჯელს იხდიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ავთანდილ აფციაური, გია ალანია, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე.
თუმცა დღევანდელ, უკვე პარლამენტის წინ გამართულ, აქციაზე, წარწერის ქვეშ ”მკვლელები” იმ ადამიანების ფოტოები ჰქონდათ გამოფენილი, ვინც ”შარდენ ბარში” მომხდარ ამბავს შეესწრო, ვინც, აქციის მონაწილეების აზრით, მკვლელობის დამკვეთებს ხელი დააფარა. კერძოდ, დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, თაკო სალაყაია, ვანო მერაბიშვილი, გურამ დონაძე და ვასილ სანოძე.
პარლამენტის წინ მიტანილ შავ ქვებზე მკვეთრი წითლით ეწერა მათი პოლიციელების მიერ მოკლული ბიჭების სახელები - სანდრო, ზურა, ბუტა. სანთლებიც იქვე დაანთეს.ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ასეთ დღეებს ადვილად არ ივიწყებენ:
დაჩი ცაგურია, წევრი მოძრაობისა ”7 ნოემბერი” , ფიქრობს, რომ დღეს თუ არა ხვალ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება:
[დაჩი ცაგურია] ”უნდა იცოდნენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ არასოდეს ვაპატიებთ მათ ამ საშინელ დღეს და იმას, რაც მათ ჩაიდინეს.გავიდა რამდენიმე წელი და თითქოს ეს მათ ეპატიათ, მაგრამ სინამდვილეში ეს მათ არასოდეს ეპატიებათ, მე ამის პირობას ვიძლევი. გავა კიდევ ცოტა ხანი, აღარ იქნებიან ისინი ხელისუფლებაში და პასუხს აგებენ ყველას წინაშე. აუცილებლად დაისჯებიან და არ ეგონოთ, რომ მათი თავგასულობა დაუსჯელი დარჩება.”(სტილი დაცულია)
ჟურნალისტ ირმა ინაშვილისათვის ეს დღე ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის დღეა:
[ირმა ინაშვილი] ”ეს არის დღე, რომელიც სიმბოლურად მიგვანიშნებს ახალი თაობის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ბრძოლაზე ამ ხელისუფლების მხრიდან. მიზანმიმართულად კლავდნენ ამ ადამიანებს ქუჩაში. 80 ასეთი ფაქტი არსებობს, როდესაც პატრულმა ყველა კანონის დარღვევით ქუჩაში მოახდინა ბიჭების ლიკვიდაცია. ეს დღე არის გახსენება ამ ადამიანების და პროტესტი ძალადობისა და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანაშია.”(სტილი დაცულია)
დღეს აქციაზე თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. მათი ერთ-ერთი წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის, თქმით, მსგავსი საპროტესტო აქციები მანამ გრძელდება, სანამ რეალური მკვლელები პასუხს არ აგებენ:
[ჯაბა ჯიშკარიანი] ”ეს იქნება საწყისი, პირველი ღონისძიება ამ წელს და ვაპირებთ, რომ არა მარტო მე, არამედ მთელი საქართველოს ახალგაზრდები დავდგეთ იქ, რასაც ჰქვია სიმართლის სადარაჯო, სანამ სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის, ვალერი ფხაკაძის მკვლელები არ დაისჯებიან.” (სტილი დაცულია)
აქციაზე იყო მისული პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამაც, სოსო რობაქიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადები ისევ არსებობს და რომ ხვალ მათი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს:
[სოსო რობაქიძე] ”ეს არის საშინელი დღე. დღეს სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ეს სიკვდილის ბრიგადები, რომლებიც მუშაობდნენ იმ პერიოდში, ისევ არსებობენ და ისევ გაიღვიძებენ მალე. მაგრამ არ შევარჩენთ არაფერს. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებ, არ გავჩერდებით.”
რუსთაველზე დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც გამოჩნდნენ, იყვნენ სანდრო გირგვლიანის ახლობლები და, უბრალოდ, ის ადამიანები, ვისთვისაც ეს დღე ხელისუფლების მხრიდან ძალადობასთან ასოცირდება და ვინც ფიქრობს, რომ საქმე დღემდე გამოძიებული არ არის. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციაზე არ გამოჩენილან.