ევროკავშირისა და ეუთოს თხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ კომპანია „იტერა-საქართველოს” შუამდგომლობა დააკმაყოფილა
და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანხმობა მისცა ბუნებრივი აირის მიწოდების საქმიანობის განხორციელებაზე. ქართული მხარის მიერ აღდგენილია მაგისტრალური გაზსადენის ცხინვალის განშტოებაც, რაც „იტერა-საქართველოს” ცხინვალის რეგიონისათვის გაზის მიწოდების საშუალებას მისცემს. კომპანია „იტერა” აწარმოებს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან”, რათა რეგიონისთვის საჭირო გაზის მოცულობა რუსეთიდან შემოიტანოს. ისე კი რუსული „იტერა-საქართველო” სამხრეთ ოსეთისთვის ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად მზად არის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაზის მისაწოდებლად ყველაფერი მზად არის, ქართული მხრიდან ამისთვის ნებართვაც არსებობს, გადასაწყვეტია მხოლოდ გაზის მოცულობის საკითხი, რის შემდეგაც მიწოდება განახლდება.
მეორე რუსული კომპანია _ „ინტერ რაო ეესი” „ენგურჰესთან” დაკავშირებით საქართველოსთან გაფორმებული მემორანდუმის ანალოგიურ შეთანხმებას აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობასთანაც გააფორმებს. ამის შესახებ სოხუმში მყოფმა „ინტერ რაო ეესის” ხელმძღვანელმა ევგენი დოდმა განაცხადა. მისი თქმით, „ენგურჰესი" და აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ობიექტი, პირველ რიგში, აფხაზეთის საკუთრებაა. რაც შეეხება საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს, მისი თქმით, მემორანდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ასე რომ, საქართველოში მოქმედმა ორივე რუსულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც დამოუკიდებელ ერთეულებად განიხილავენ.
სეპარატისტული რეგიონების თემა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისრის, ბენიტა ფერერო-ვალდნერის ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო. არც არის გასაკვირი _ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ევროკომისია ყველაზე მსხვილი დონორია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს დახმარებას, ამჟამად თბილისში ყოფნისას ბენიტა ფერერო-ვალდნერმა დააზუსტა ის პირობები, რომლითაც საქართველო ევროპისგან დახმარებას მიიღებს. მისი თქმით, დემოკრატიული რეფორმები იმ პოლიტიკურ პირობებს შორისაა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ევროკავშირი საქართველოს 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც შეთანხმებაა იმაზე, თუ როგორ დაიხარჯება ეს დახმარება, რაც ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური პირობები, რომელთა ხილვაც ევროკავშირს სურს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამ შეთანხმებას," - განაცხადა მან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ვიცე-პრემიერმა მაცნობა და დამიდასტურა, რომ მიმდინარეობს რეფორმების ახალი ტალღა კანონმდებლობის კუთხით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ რომ ამგვარი საკანონმდებლო რეფორმა პრაქტიკულად იქნეს განხორციელებული და შეეხოს სასამართლო სისტემას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მედიის თავისუფლებას და შეკრების თავისუფლებას, და ასევე გვინდა ვიხილოთ უკეთესი დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის," - დასძინა მან.
დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ევროკომისრის თქმით, ასევე არის კიდევ ერთი პირობა - დახმარების თანხები არ უნდა დაიხარჯოს სამხედრო მიზნებისთვის. „ჩვენ არ გვინდა, რომ თუნდაც ერთი ევრო დაიხარჯოს სამხედრო სფეროზე და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია," - განაცხადა მან.
ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის მთავარ პრინციპებზე, რომელიც მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ დეკემბრის დასაწყისში გაახმოვანეს. აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელიც ვრცელდება საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, მოლდოვასა და უკრაინაზე, მიზნად ისახავს ამ ქვეყნებში ევროკავშირის პოლიტიკური ჩართულობის განახლებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა ასოცირებული შეთანხმებების პერსპექტივები, ეკონომიკური ინტეგრაცია და გამარტივებული სავიზო პირობები ევროკავშირთან. ევროკავშირსა და ამ ექვს სახელმწიფოს შორის სამიტი 7 მაისს არის დაგეგმილი.
ევროპასთან ინტეგრაციის და ქართული ბიზნესის ევროპულ ბაზრებზე დაშვების აუცილებელ პირობად ევროკავშირი რამდენიმე მნისვნელოვანი კანონის, მათ შორის სასურსათო უვნებლობის პაკეტის დაუყოვნებლივ ამოქმედებას მოითხოვს. მიმდინარე კვირას საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას მიეძღვნა შ.პ.ს. „ბიოკოდექსში" გამართული მრგვალი მაგიდა, რომელშიც მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
მრგვალ მაგიდაში მონაწილე ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული მდგომარეობით. „ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე კატასტროფული მდგომარეობაა. სამომხმარებლო ბაზარი მავნე და ფალსიფიცირებული პროდუქციის შეღწევისაგან სრულიად დაუცველია, არ არის დაცული არც უვნებლობის და არც სანიტარული მაჩვენებელი", - ასეთია ექსპერტების დასკვნა, რომელთა გათვლებითაც სამომხმარებლო ბაზრის პროდუქციის 80% უხარისხო და ნორმებთან შეუსაბამოა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2007 წელს საკვები პროდუქტებით მოსახლეობის მოწამვლის 2 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, 2008 წელს ეს ციფრი მხოლოდ 200-ით შემცირდა. თან, ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, სინამდვილეში კი მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა.
მიმდინარე კვირა საკმაოდ აქტიური იყო საბანკო სიახლეების მხრივაც. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანონსირებული ფართო ცვლილებები ქართულ საბანკო სექტორში უკვე დაწყებულია.
სისტემის ორივე ლიდერ ბანკს- “საქართველოს ბანკსა” და “თი-ბი-სი ბანკს”, სავარაუდოდ, ახალი აქციონერები მალე გაუჩნდება. “საქართველოს ბანკში” ევრობანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სესხებიდან 50 მლნ დოლარი სუბორდინირებულ-კონვენტირებად სესხებს წარმოადგენს, რომელიც ორივე დონორს საშუალებას აძლევს, თანხა საქართველოს ბანკის აქციებში გადააკონვერტონ და თითოეულმა ბანკის აქციების 5-5%-ის ოდენობის წილი შეიძინონ. იგივე სქემით, ევრობანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია “თი-ბი-სი ბანკის” აქციონერებიც გახდებიან.
წიან კვირას გაყიდული „სახალხო ბანკის” საკონტროლო პაკეტს კი, როგორც გაირკვა, არაბული “რაკ ჯორჯია ჰოლდინგი” დაეუფლა. არაბული ჰოლდინგი იუწყება, რომ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია “ევრო ოილი”, რომელმაც 15 იანვარს „სახალხო ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა, მისი შვილობილია.
“სახალხო ბანკის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია საქართველოს საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას აპირებს. გეგმებში გათვალისწინებულია საბანკო-საკრედიტო პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობა.
“რაკ ჯორჯია ჰოლდინგი” „რაკიას” საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლობაა საქართველოში. აღნიშნული ჯგუფი გასული წლის დეკემბრიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურის 100%-იანი წილის, ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის”, ასევე მშენებარე “აფთაუნ თბილისის” და “თბილისის ჰეითსის” მინი-ქალაქების და კიდევ ბევრი სხვა წვრილმან-მსხვილმანი აქტივის მფლობელია საქართველოში.
„ორთაჭალჰესის” ახალი მფლობელი კი უკვე შედის თავის კანონიერ უფლებებში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯიამ” სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულა და სრულად დაფარა ჰესის საპრივატიზაციო ღირებულება – 25 მილიონ 250 ათასი დოლარი. ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ცდილობს ჰოსპიტალური სისტემის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე “ბლოკ ჯორჯიაც”. ჩეხურ-ქართული კომპანიის პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველი ჰოსპიტალური ქსელი ჩამოყალიბდება. ინგლისური “იუ-ემ-ი ჯგუფი”, რომელიც საქართველოში კომპანია „ჯენერალ ელექტრიკის" ხელშეწყობით შემოვიდა და ჯანდაცვის ქსელის მართვის გამოცდილება მსოფლიოს 23 ქვეყანაში გააჩნია, „ბლოკ ჯორჯიას” საკუთრებაში მყოფი საავადმყოფოების მართვის თაობაზე მემორანდუმს აფორმებს. პროექტი ჩეხური ბანკის მიერ ფინანსდება. ინვესტიციის ოდენობა, დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს. ეს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალური რეფორმის გადარჩენის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა, ვინაიდან რეფორმის არსებულმა სქემამ, პრაქტიკულად, სრული კრახი განიცადა.