აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინაუგურაციამდე ერთი დღეღა რჩება. ობამას ოჯახი სულ მალე თეთრ სახლში გადავა საცხოვრებლად
და ბარაკ ობამას მეუღლეს, მიშელ ობამასაც, შეერთებული შტატების პირველი ლედის როლთან შეგუება მოუწვეს. ეს როლი კი მარტივი სულაც არ არის...
აშშ-ის პირველი ლედის ფუნქციები და მოვალეობები არსადაა აღწერილი. ეს მოვალეობები მრავალი წლის მანძილზე ყოველგვარი წესების გარეშე ყალიბდებოდა. პირველი ლედობა ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტის არაოფიციალურ მრჩევლობას, ამასთან, გარკვეულწილად, საზოგადო მოღვაწის ტვირთსაც. პირველი ლედი, როგორც წესი, უნდა შეეგუოს კრიტიკას, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რამდენად მოდურად აცვია ან რამდენად მოხდენილი ვარცხნილობა აქვს.
კარტი მარტონი, ავტორი წიგნისა პრეზიდენტების ქორწინებების შესახებ, ამბობს, რომ თეთრი სახლი სულაც არ არის მოხერხებული ადგილი საკუთარ კარიერაზე მზრუნველი ქალბატონებისთვის.
ავიღოთ ჰილარი კლინტონის მაგალითი. წარსულში აშშ-ის პირველი ლედი მალე სახელმწიფო მდივნის პოსტს დაიკავებს. აი, რას ამბობდა ის 2004 წელს, ტელეკომპნია PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში: ზრდასრულ ასაკში პირველად ვიყავი მოხალისე, მოხალისე, რომელსაც 24 საათი უნდა ემუშავაო. ჰილარი კლინტონი ყურადღებას ამახვილებს ერთ მომენტზე, როცა მისმა პრეზიდენტმა მეუღლემ ის საჯაროდ მოიხსენია ჯანდაცვის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ. საზოგადოების რეაქცია მაშინ მწვავე იყო, ჰილარი კლინტონი მკაცრად გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ის მეტისმეტად შორს შეიჭრა პოლიტიკურ სარბიელზე და პირველი ლედისთვის "შემოფარგლულ" ტერიტორიაზე დაბრუნება მოუწოდეს.
ჩერი ბლერმა - ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მეუღლემ ლონდონის გაზეთ "ტაიმსში" გამოაქვეყნა რჩევები მიშელ ობამასადმი. ჩერი ბლერი, ოთხი შვილის დედა და მოქმედი პროკურორი, წერს: "ეს ირონიაა. დღეს ყველა თანასწორობაზე ლაპარაკობს. არადა, ჩვენზე დაქორწინებული პოლიტიკური ლიდერები მიჰყვებიან საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, მათი მეუღლეები კი სხედან ოფისებში და იძულებული არიან, თავიანთი შეხედულებები თავისთვისვე შეინახონ."
ფაქტია, რომ არც ერთ ამერიკელ პირველ ლედის არ მოუსურვებია მუშაობა თეთრი სახლის იქით. მაგრამ ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის მეუღლეს, მიშელ ობამას, ჯერჯერობით უარი არ უთქვამს თავის სამსახურზე. ის ამბობს, რომ მისი სამომავლო საქმიანობის უმთავრესი მიმართულება იქნება დედობა და ზრუნვა გოგონებზე - მალიასა და საშაზე. მაგრამ ხალხი ცნობისმოყვარეა. ხალხს მომავალი პირველი ლედის პრიორიტეტების შესახებ იმაზე მეტი აინტერესებს, ვიდრე მიშელ ობამა ამბობს.
მოვიშველიოთ ისევ იმ ქალბატონის ნათქვამი, რომელმაც აშშ-ის პირველი ლედობაც გამოსცადა და ახლა სახელმწიფო მდივნობისთვის ემზადება:
[ჰილარი კლნტონის ხმა] "ისტორიას ახსოვს ძალიან ძლიერი და გავლენიანი პირველი ქალბატონები, ისინი ერეოდნენ ქმრების ადმინისტრაციების საქმიანობაში, მაგრამ ეს კულისებში ხდებოდა."
ჰილარი კლინტონის მიერ ნახსენებ ძლიერ და გავლენიან პირველ ქალბატონებს შორის ნენსი რეიგანიც იგულისხმება. ცნობილია, რომ ის აქტიურ ზედამხედველობას უწევდა პრეზიდენტი ქმრის უახლოეს გარემოცვას. ცნობილია ისიც, რომ მისი ხელი რონალდ რეიგანის მრჩეველთა წრეში მომხდარ საკადრო ცვლილებებშიც ერია.
"პრეზიდენტს გვერდით სანდო ადამიანი სჭირდება" - ამბობს აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში. "მე ვუსმენდი ჩემს ქმარს. ზოგჯერ ვყვიროდით, ზოგჯერ ვიცინოდით. ვლაპარაკობდით და მან იცოდა, რომ მე მის მონაყოლს არსად გავიმეორებდი”- ასე იხსენებს ბარბარა ბუში თავის პირველ ლედობას.
მიშელ და ბარაკ ობამებს ძალზე თბილი ურთიერთობა აქვთ. მიშელ ობამას მიიჩნევენ ადამიანად, რომელსაც შეუძლია ბარაკი რეალობაში დააბრუნოს. 2004-ში, დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის წინ, იმ სიტყვისა, რომელმაც ობამა ვარსკვლავად აქცია, მიშელმა ქმარს უთხრა, არაფერი შეგაშელოს, ბიჭოო.
ჯერჯერობით არავინ იცის, იქნება თუ არა მიშელ ობამა ნოვატორი პირველი ლედი, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ის სიმყუდროვეს შეუქმნის.