ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოს ბაზარზე
ნავთობის ფასის არნახული შემცირების პროცესი მიმდინარეობს. ნავთობი ახლა თითქმის სამ-ნახევარჯერ იაფი ღირს, ვიდრე ღირდა დაახლოებით ოთხი თვის წინ. ამის მიზეზად გლობალური ფინანსური კრიზისი დასახელდა, რამაც საწვავზე მოთხოვნილების შემცირება გამოიწვია. ეს მსოფლიო პროცესები საქართველოს ბაზარზე სხვადასხვაგვარად აისახა. კერძოდ, საწვავის ფასი მცირდება, მოთხოვნა კი იზრდება. რა ცვლილებები გამოიწვია საქართველოში მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებამ?
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე, ბენზინსა და დიზელის საწვავზე ფასის შემცირება ის ეკონომიკური ცვლილებაა, რომლის გამო საქართველოს მოსახლეობა უკმაყოფილებას არ გამოთქვამს. პირიქით, ავტომობილის მფლობელები მოხარულნი არიან საწვავის ფასის თითქმის ორჯერ შემცირებით. აი, რა განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ერთ-ერთმა მათგანმა:
[მოქალაქის ხმა] „მე მგონი, ეს ყველასთვის შვების საფუძველი არის, განსაკუთრებით მძღოლებისთვის. მე, პირადად, თუკი ადრე ვერიდებოდი დიდ მარშრუტებზე სიარულს, ახლა ასე აღარ არის.“ (სტილი დაცულია)
საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მოხმარების ზრდის შესახებ საუბრობს „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა“ კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. მისი განცხადებით, ყველაზე პოპულარული 91 ოქტანობის მქონე ბენზინის ფასი თითქმის ორჯერ შემცირდა და ის გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ღირდა ოთხი წლის წინ:
[ვანო მთვრალაშვილის ხმა] „რომ არა ლარის დევალვაცია, ჩვენ საცალო ქსელში კიდევ 15 – 20 პროცენტით იაფი პროდუქტი გვექნებოდა. ანუ, მთლიანობაში, ბაზარზე საწვავის ფასი არის მნიშვნელოვნად დაკლებული. რა თქმა უნდა, მოხმარება გაიზარდა, რაც ქალაქში მანქანების რაოდენობით შეიძლება განვსაზღვროთ.“(სტილი დაცულია)
ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის შემცირებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა შემოსავლების კლება არ გამოუწვევია:
[ვანო მთვრალაშვილის ხმა] „როდესაც იმპორტი ხორციელდება, კომპანიებს აქვთ დატოვებული მოგების მარჟა და ის არ იცვლება. შესაბამისად, მათი მოგებაც არ შემცირებულა.“(სტილი დაცულია)
ასე არ ფიქრობს კავკასიის სოციალურ და ეკონომიკურ კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. მისი განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა მოგება კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს ბაზარზე არსებული არასრულფასოვანი კონკურენციის გამო:
[დავით ნარმანიას ხმა] „აქ ბაზარზე არიან დიდი მოთამაშეები, რომლებიც მონოპოლისტური კონკურენციის ელემენტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთში შეთანხმება და ფასი დაიჭირონ. ქვეყანაში არ არის ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ამას გააკონტროლებდა, ანუ ფასი ხელოვნურად ხომ არ არის გაზრდილი, და დაიცავდა მომხმარებელთა უფლებებს.“ (სტილი დაცულია)
მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ნავთობპროდუქტების ფასი მაინც მცირდება და ეს თანდათან სხვა პროდუქციისა და მომსახურების ფასის შემცირებასაც იწვევს.