ბოლო ერთი წელიწადია, ნაციონალური მოძრაობის ერთიანმა გუნდმა რღვევა დაიწყო და რაც დრო გადის, პროცესი მით მეტად ჩქარდება.
თანდათან პრესაშიც იზრდება იმგვარი სტატიების რაოდენობა, რომლებიც გუნდიდან წასულებს შეახსენებენ, რომ თავს დიდ საფრთხეში იგდებენ.
მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში, პირველად 2003 წლის შემოდგომიდან, პრესა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ტელევიზია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ისაა, რომ რეალური პოლიტიკური პროცესის შესახებ ტელევიზიით ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება. საერთო ეროვნული ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკა, მთლიანობაში, ისევ ხელისუფლების პროპაგანდას ემსახურება.
სხვაგვარად იქცევიან გაზეთები. დღეს პრესაში წაიკითხავთ ყველაფერს – ტყუილს და მართალს - პოლიტიკური პროცესის და ამ პროცესში მონაწილე პირების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ კანონით მინიჭებულ თავისუფლებას პრესა სრულად იყენებს.
ერთი მთავარი ხაზი, რომელსაც გაზეთები მიჰყვებიან, იმ ინფორმაციის გავრცელებაა, რომ ხელისუფლების ბანაკიდან წამოსულ ამა თუ იმ პირს დაიჭერენ. ზოგჯერ ამ მოსაზრებას ჟურნალისტები მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ, ზოგჯერ კი კითხვის ნიშნებს ურთავენ. რაც მთავარია, იმის მიუხედავად, რამდენად დასაბუთებულია ეჭვი ვინმეს შესაძლო დაჭერის შესახებ, ინფორმაცია პირველ გვერდზე, დიდი ასოებით ქვეყნდება. თანაც, ეს არ არის რომელიმე ერთი ან ორი გაზეთის მიერ აჩემებული თემა. ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა გაზეთში ეწერა, რომ, შესაძლოა, დაიჭირონ ბადრი ბიწაძე, ეროსი კიწმარიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ვასილ მაღლაფერიძე. ისიც ეწერა, რომ ირაკლი ალასანიას პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან აიყვანენ. „ალია“ კი ეჭვგარეშე იტყობინებოდა, რომ დაიჭირეს „სილქ როუდ ჯგუფის“ ლიდერი გიორგი რამიშვილი, რომელიც, სინამდვილეში, არ დაუჭერიათ.
დემოკრატიის ახალ ტალღას სრულებით არ შეესაბამება ის სულისკვეთება, რომ თუკი ვინმე სახელისუფლო გუნდს გაემიჯნა და ხმა ამოიღო, ყველას ციხეში ჩასვამენ. ჯერჯერობით არც ფაქტები იძლევა მომავლის ასეთი ხედვის საშუალებას. რატომ გაჩნდა ქართულ პრესაში მუქარა რეპრესიების შესახებ, ძნელი სათქმელია. ან ამგვარ სტატიებს დაინტერესებული პირები აფინანსებენ საზოგადოების დაშინების მიზნით, ან ჟურნალისტები მეტისმეტად უპასუხისმგებლოდ იქცევიან და სრულებით ვერ აფასებენ მიმდინარე პოლიტიკური მომენტის მნიშვნელობას.
საქმე ისაა, რომ დღეს ცვლილებების მოლოდინია და ხელისუფლება ამას სხვებზე უკეთ აცნობიერებს. უკვე გამოიკვეთა მთავარი გზავნილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მოიფიქრეს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. ეს არის აქცენტის გაკეთება ხალხის სოციალურ დახმარებაზე. ლაპარაკით რომ სწორედ ამაზე ილაპარაკებს პრეზიდენტიც და მისი გარემოცვაც, უკვე ცნობილია. მაგრამ, სინამდვილეში, შეუძლებელია სოციალური პრობლემების მოგვარებაზე გაწელილმა საუბრებმა გადაფაროს ის მოლოდინი, რაც არსებობს სწრაფ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც ჯერ არც კი ჩამოსულა საქართველოში, ნდობის რეიტინგით უსწრებს საქართველოს პრეზიდენტს. ამ პირობებში ხელისუფლებამ ან ნებით უნდა დაუშვას სხვა პოლიტიკური ძალების და სხვა ლიდერების გაძლიერება, ან შიშის სინდრომის სერიოზულ გაღრმავებაზე უნდა იფიქროს; თავისუფლების გზა ან უნდა გახსნას, ან ბოლომდე ჩაკეტოს.
სწორედ ამ გზაჯვარედინზე მართებს მედიას საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე დგომა. იმის მაგივრად, რომ პრესაში მაინც იბეჭდებოდეს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე; იმის მაგივრად, რომ ასპარეზი ეთმობოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჰუმანიზმის სხივს შეიტანენ საზოგადოებაში; იმის მაგივრად, რომ გაზეთები იმ გზას ანიჭებდნენ უპირატესობას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების დანერგვაზე გადის, ყოველდღე სხვადასხვა გაზეთში ვკითხულობთ დიდ–დიდ სათაურებს ამა თუ იმ პირის შესაძლო დაჭერის შესახებ. ეს ინფორმაცია გაცილებით მავნეა, ზოგადად, საზოგადოებისთვის, ვიდრე იმ კონკრეტული ადამიანისთვის. გამოდის, ყველამ, ვინც უკმაყოფილოა, პირი უნდა აიკრას და საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები თავისთვის შეინახოს. ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, თავს უნდა გაუფრთხილდნენ.
იმის მიუხედავად, აცნობიერებს თუ არა ამას თბილისური პრესა, მისი ერთ–ერთი მთავარი აქცენტი სწორედ საზოგადოების დაშინებას და დათრგუნვას ემსახურება. სიტყვის თავისუფლება ფუჭად იხარჯება და გაზეთები ამ გზაზე ნებსით დგანან თუ უნებლიეთ, დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს.