საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს ამ დღეებში საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა რუსულ პრესაში.
,,გზა გეგმის გარეშე” - ასეთი სათაური აქვს ”ვრემია ნოვოსტეის” სტატიას, რომელშიც ხაზგასმით, შავი შრიფტით არის გამოყოფილი სიტყვები: ,, როგორც ჩანს, კიევი და თბილისი არ მიიღებენ ნანატრ სამოქმედო გეგმას ნატოში გაწევრიანებისთვის”.
შემდგომ კი პუბლიკაციაში მოტანილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის სიტყვები: ,, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად სხვა გზებია დასაძებნი”.
კონდოლიზა რაისის სწორედ ეს სიტყვებია პერიფრაზირებული გაზეთ ”კომერსანტის” პუბლიკაციის სათაურში: ,, უკრაინა და საქართველო ნატოში სხვა გზით შევლენ”...,,დღეს ბრიუსელში, - წერს გაზეთი, - განხილული იქნება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები. უკვე ცნობილია, რომ სამოქმედო გეგმას კიევი და თბილისი არ მიიღებენ, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში ინტეგრაციის დაჩქარებას.
გაზეთი წერს, რომ ამ ქვეყნებისთვის მოულოდნელად გაჩენილმა პერსპექტივებმა რუსეთის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. და ისინი ერთბაშად ნატოს წესდებისა და მეპის პროცედურების მხურვალე დამცველები გახდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ განაცხადა, რომ ნატოს არ შეუძლია თავის რიგებში გააწევრიანოს ქვეყნები, რომელთაც სამოქმედო გეგმა არა აქვთ მიღებული.
ამავე დროს, ვკითხულობთ გაზეთში, ,, რუსეთში კვლავ დაიწყეს საუბარი ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის საფრთხის შესახებ. ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა ბი-ბი-სისათვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა რომ, ალიანსში შესვლის შემთხვევაში, უკრაინის სახელმწიფოს დაშლა ემუქრება. ”კომერსანტს” პოლიტიკის ექსპერტის ანდრეი სერენკოს სიტყვები მოჰყავს: ”საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის წავიდეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ანექსიაზე. უკრაინის დაშლის შესახებ განცხადებები შემთხვევითი არ არის, - ამბობს ექსპერტი, - იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მეპს მიიღებს, მოსკოვმა შეიძლება ძალოვანი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს და ყირიმს, რომლებიც ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან”. მოსკოვის სასარგებლოდ იმუშავა გაზის ახალმა კრიზისმაც. მეზობელზე ზეწოლის გარდა, მას უნდა შეეხსენებინა ევროპისათვის, თუ ვინ არის გაზის უმთავრესი მიმწოდებელი.
გაზეთი წერს, რომ პროფილაქტიკური ზომები საქართველოს წინააღმდეგაც იყო მიღებული. ეფესბემ გააფრთხილა რუსეთის მოსახლეობა, რომ ქართული სპეცსამსახურები ტერაქტების სერიას ამზადებენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, წერს ”კომერსანტი”, რომ საქართველოდან მომდინარე ტერორისტული საფრთხე სავსებით შეიძლება იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ როგორც ახალი სამხედრო ოპერაციის საბაბი.
გაზეთი წერს, რომ რუსეთის მიერ მიღებულმა ამ წინასწარმა ზომებმა თითქოს შედეგიც მოიტანა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო და უკრაინა მზად არ არინ ალიანსის წევრობისათვისო. ამაზე ევროპელი ჩინოვნიკების ნაწილიც ალაპარაკდა. და კუბაში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: ,, ,,კმაყოფილი ვარ, რომ გონებამ გაიმარჯვაო”.... ამრიგად, - ასკვნის სტატიის ავტორი, - მოსკოვი ბრიუსელის ფორუმის პერსპექტივებს მშვიდად უყურებს.
,,თუმცა ამერიკელები ამ პრობლემის გადაწყვეტას მარტივად მიუდგნენ: რაკი რუსეთი მეპის წინააღმდეგია, ისინი თბილისისა და კიევის ინტეგრაციას მეპის გარეშე მოახდენენ”, - მოჰყავს პოლიტიკის ექსპერტის ანდრეი სერენკოს სიტყვები გაზეთ ”კომერსანტს”.