მიმდინარე თვეში, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის საშუალებით სცადეს დასავლეთევროპელებისა და ამერიკელების დამოკიდებულების დადგენა
მსოფლიოში უსაფრთხოების მიმართ. ეს საკითხი წამოიჭრა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით და ამდენად, კვლევის შედეგები უშუალოდ ასახავს რუსეთის ინტერვენციის ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე. სექტემბერშივე საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლიეს რუსეთშიც.
სამ შედეგზე გავამახვილებდი ყურადღებას: ერთია ის, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, გაცილებით მეტი ევროპელი აღიქვამს რუსეთს იმ ქვეყნად, რომელიც ყველაზე მწვავე საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მსოფლიოში - ანუ, მეტ საფრთხეს, ვიდრე დავუშვათ ირანი, ერაყი ან ჩრდილოეთი კორეა.
მეორე: რუსეთში მწვავე საფრთხის დანახვის მიუხედავად, დასავლეთ ევროპელების უმრავლესობა გადაჭრით ეწინააღმდეგება სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას და სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას, თუ სამხედრო ჩარევა საჭირო გახდა ნატოს წევრი აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების დასაცავად.
და მესამე: თვით რუსეთში, საქართველოს წინააღმდეგ ფართომსაშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, მკვეთრად იმატა კრემლის კურსის მხარდაჭერამ.
ეს შედეგები - ერთი მხრივ დასავლეთში, მეორე მხრივ რუსეთში საქართველოს მოვლენებზე გამოხმაურების სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა.
ერთი გამოკვლევა ჩატარდა გაზეთ “ფაინენშალ ტაიმსის” დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ “ჰარისის” მიერ. 3-15 სექტემბერს გამოკითხეს 6000-ზე მეტი ადამიანი საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიასა და აშშ-ში.
რაც შეეხება გამოკითხვას რუსეთში, ის ორმა ცენტრმა ჩაატარა - “საზოგადოებრივი აზრის ფონდმა” და “ლევადამ” ასევე საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.
დავიწყოთ დასავლეთში ჩატარებული გამოკითხვით: შეკითხვა სულ 15 იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ყველა საყურადღებოა საქართველოსთვის ან საქართველოთი დაინტერესებული ადამიანისთვის. მაგრამ რამდენიმე მაინც განსაკუთრებით საგულისხმოად შეიძლება ჩაითვალოს, თუნდაც პირველი შეკითხვა: საქართველოში რუსეთის მოქმედება რამდენად ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას? ამ შეკითხვის პასუხად, გამოკითხულების, სულ ცოტა, მესამედი ამბობს, რომ რუსეთის მოქედება უკიდურეს საფრთხეს, ან ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის ევროპისთვის.
საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრ “ჰარისის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის საყურადღებო შეკითხვაა ასევე, რამდენად მიზანშეწონილია რუსეთისადმი ევროკავშირის დამოკიდებულების, ან მასთან თანამშრომლობის შეცვლა. გამოკითხული ამერიკელების, ისევე როგორც ფრანგების ნახევარი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთთან თანამშრომლობის მასშტაბის შეკვეცას, მაშინ როცა გერმანიასა და იტალიაში ასე ფიქრობს სულ 34 პროცენტი. იტალიასა და გერმანიაშივე არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მომხრეებისა - საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.
ამას გარდა, გერმანიაში ყველაზე მეტმა გამოკითხულმა უპასუხა უარყოფითად შეკითხვას, ემხრობა თუ არა ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას. გერმანიის შემდეგ, მოწინააღმდეგეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში - გერმანიაში 35, იტალიაში 23 პროცენტია ნატოში საქართველოას და უკრაინის მიღების წინააღმდეგ, მაშინ როცა ბრიტანეთში მოწინააღმდეგეა სულ 13 პროცენტი, შეერთებულ შტატებში 9.
უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ქვეყანაში, გამოკითხულების ყველაზე დიდი ჯგუფი ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნეიტრალურია - არც ემხრობა, არც ეწინააღმდეგება ასეთ პერსპექტივას.
საყურადღებოდ მომეჩვენა, რომ, თუ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების მიმართ ნატოს წევრ ქვეყნებში მთავარ მოწინააღმდეგეებად ითვლებიან გერმანია და საფრანგეთი, შინ საზოგადოებრივი აზრის მხრივ ვითარება განსხვავებულია: ნატოს გაფართოებას საქართველოს და უკრაინის ხარჯზე თითქმის ორჯერ მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს გამოკითხულ გერმანელებს შორის, ვიდრე საფრანგეთში გამოკითხულებიდან.
წეღან ვახსენეთ, რომ დასავლეთევროპელების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება თავისი ქვეყნის მონაწილეობას სამხედრო ოპერაციაში ნატოელი მოკავშირის დასახმარებლად, თუ ასეთი რამ საჭირო გახდა.
გამოკვლევაში შეკითხვა ასეა ჩამოყალიბებული: თუ რუსეთი ისეთივე სამხედრო აქციას განახორციელებს ბალტიის სახელმწიფოებში - ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში- როგორც ეს საქართველოში გააკეთა, რამდენად მიემხრობოდით ან შეეწინაააღმდეგეობდით ამ ქვეყნების დაცვაში თქვენი ქვეყნის მონაწილეობას?
პასუხის განმარტებისას ისევ გერმანიის ხსენება მომიწევს, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 50 პროცენტი ეწინააღმდეგება ბალტიისპირელების დაცვაში მონაწილეობას. ბალტიისპირელების დაცვის მომხრეებს შორის კი პირველ ადგილას საფრანგეთში გამოკითხულები იკავებენ 41 პროცენტით.
და ბოლო შეკითხვას რაც შეეხება - ასე ვთქვათ, საკვანძო შეკითხვას: დასავლეთევროპელებსა და ამერიკელებს ჰკითხეს, რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს საფრთხეს გლობალურ სტაბილურობას. და აი, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ რუსეთი დაასახელა გაცილებით მეტმა, ვიდრე აქამდე ასახელებდა: თუ აგვისტომდე გამოკითხული დასავლეთევროპელების სულ 4 პროცენტი მიიჩნევდა რუსეთს უდიდეს საფრთხედ მსოფლიო სტაბილურობისთვის, ახლა ეს მაჩვენებელი 17 პროცენტამდეა გაზრდილი, უსწრებს ირანს (14ი პროცენტი) და ცოტა ჩამორჩება ჩინეთს - (21ი პროცენტი). ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას.
ახლა რუსეთს რაც შეეხება: იქ გამოკითხულების უმრავლესობა ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს კრემლის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით:
[მამაკაცის ხმა] “კაცმა რომ თქვას, ვფიქრობ, რომ რუსეთი აბსოლუტურად სწორად მოიქცა - აჩვენა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი, ვიყოთ სწორი და სამართლიანი.”
[მამაკაცის ხმა] “დროა რუსეთი დაჩოქილი მდგომარეობიდან ფეხზე წამოდგეს. უბრალოდ, საჭიროა საკუთარი ინტერესების დაცვა. საჭიროა იყო საკუთარი ქვეყნის პატრიოტი. შეიძლება ჩვენთან საქმე იდეალურად სულაც არ იყოს, ბევრია ცუდიც, მაგრამ უნდა იყოს რაღაც სიამაყე, რომ სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობ”.
ეს შეფასებები მოსკოვში ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში გამოთქვეს მოქალაქეებმა და მათი პოზიცია ასახავს ძალიან ბევრის აზრს რუსეთში. როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასდროს ყოფილა კრემლის მხარდაჭერა ასეთი ფართო. “საზოგადოებრივი აზრის ფონდის” მაჩვენებლებით, თუ წელს მაისში პრეზიდენტ მედვედევისადმი ნდობა 47 პროცენტს შეადგენდა, სექტემბრის შუა რიცხვებში 57 პროცენტამდე გაიზარდა. ცხადია ეს, მაინც ვერ შეედრება 75 პროცენტს - პრემიერ-მინისტრ პუტინისადმი ნდობის ამსახველ მაჩვენებლს.
იმავდროულად, უარესობისაკენ შეიცვალა რუსების დამოკიდებულება უცხოეთის, განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიმართ. საზოგადოებრივი აზრის კვლევით ცენტრ “ლევადას” ინფორმაციით, გამოკითხულების 67 პროცენტს ცუდი აზრი აქვს ამერიკაზე, მარტო 23 პროცენტის დამოკიდებულებაა დადებითი.
მოსკოვის “კარნეგის ცენტრის” ანალიტიკოს მაშა ლიპმანის განმარტებით, რუსეთში ბოლო წლების ეკონომიკური აღმასვლა და აგვისტოს მოკლე, სამხედრო თავლსაზრისით წარმატებული ომი საქართველოში რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ანიჭებს კმაყოფილების გრძნობას. ამ განწყობას ამყარებს დიდწილად სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული მასმედია. თუმცა, სერიოზული ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში, კრემლისადმი ფართო მხარდაჭერას, შესაძლოა, ბზარი გაუჩნდეს.