სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დღეს

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დღეს გაამხილა, რომ მისმა ქვეყანამ თურქ შუამავლებს
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დღეს გაამხილა, რომ მისმა ქვეყანამ თურქ შუამავლებს
გადასცა ისრაელთან სამშვიდობო წინადადებების დოკუმენტი, და ახლა ის ისრაელის პასუხს ელის პირისპირ შეხვედრის გამართვამდე. ასადის თქმით, ამ დოკუმენტით პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის საფუძველი უნდა შეიქმნას, და ახლა ის ისრაელის მხრიდან ელის მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენას. ამ დრომდე მოლაპარაკება თურქი შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობდა. ასადი ამ განცხადებით გამოვიდა სამიტზე, სადაც საფრანგეთის, თურქეთის და კატარის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევის გზებზე მსჯელობენ.