მიმდინარე კვირაში რადიო „ჰერეთს“, რომელიც ლაგოდეხიდან მაუწყებლობს, ათი წელი შეუსრულდა.
როგორც „ჰერეთი“ იუწყება, ქვეყანაში განვითარებული პროცესის გამო დაბადების დღის პომპეზური აღნიშვნა დროებით გადაიდო, თუმცა ახალ სამაუწყებლო სეზონს ათი წლის რადიო განახლებული ფორმატითა და ვებ–გვერდით შეხვდება. სექტემბრიდან რადიოსადგური მსმენელს ახალ ამბებს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შესთავაზებს. „ჰერეთის“ მაუწყებლობა მთელ კახეთსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილს ფარავს. დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია.
საქართველოში განვითარებულ კონფლიქტს ფორმატის შეცვლით უპასუხა „გურიის მოამბემაც“: ბოლოხანს გაზეთი კვირაში ორჯერ გამოდის, რადგან, სარედაქციო ჯგუფის აზრით, საზოგადოების მოთხოვნა ინფორმაციაზე ერთიორად გაიზარდა. გაზეთში ქვეყნდება მასალა იმის შესახებ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ გურიაში 5 ათასს გადააჭარბა. მათი დიდი ნაწილი ფოთიდან არის გამოქცეული, ნაწილი გორიდან ან ცხინვალის რეგიონიდანაა; აქვე აფარებენ თავს რუსული აგრესიის გამო სენაკიდან, ზუგდიდიდან და ხობიდან წამოსული ადამიანები.
„გურიის მოამბე“ აქვეყნებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კონფლიქტის დროს დაზარალებულ ოჯახებს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანაში დაეხმარება. ამავე გაზეთიდან შეიტყობთ, რომ, ლანჩხუთის სამხედრო კომისარიატის ცნობით, დაღუპულია ორი ლანჩხუთელი – ვასილ სმირნოვი და რუსლან წულაძე, დაჭრილია 13 მებრძოლი.
გაზეთი ”ბათუმელები“ აქვეყნებს ვახტანგ კომახიძის სტატიას, სათაურით: „ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე“. სტატიაში გაანალიზებულია საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული საბრძოლო მოქმედებების წინაპირობები, მოთხრობილია კონფლიქტის ისტორია და გამოთქმულია ვერსიები მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. წერილში განხილულია კონფლიქტთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე თემები, რისი ინიციატორიც ქართულ მედიასივრცეში, რადიო ”თავისუფლებასთან“ ერთად, გაზეთი ”ბათუმელები“ აღმოჩნდა.
იგივე გაზეთი აქვეყნებს საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კომენტარს, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარები დღეს გორის რაიონის 31 და ქარელის რაიონის 10–მდე სოფელში დგანან.
გაზეთ ”ბათუმელებში“ ქვეყნდება ეთერ თურაძის სტატია 23–ე ბატალიონის სერჟანტის როინ შავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შავაძე, ბრძოლიდან დაბრუნებული, მეორე დღესვე – 16 აგვისტოს – ნიღბიან სპეცრაზმელებს დაუკავებიათ.„თვითმხილველების თქმით, სპეცოპერაციის დროს ნიღბიანები იძახდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეს აკავებდნენ. საღამოს შავაძე ოჯახის წევრებმა მორგში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სერჟანტი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-რეალიზაციისთვის დააკავეს, ხოლო მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა. ახლობლების მტკიცებით, შავაძე სასტიკად იყო ნაწამები.“ გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ ოჯახის ინტერესების დაცვა არც ერთმა ადვოკატმა არ ისურვა და რომ დაკრძალვაზე თანამებრძოლებმა მისვლაც ვერ გაბედეს. ერთადერთი ინფორმაცია, რომლის მოძიებაც ჟურნალისტმა პროკურატურაში შეძლო, ისაა, რომ შავაძე გაქცევის მცდელობის გამო მოკლეს და ახლა პროკურატურა იძიებს, რამდენად აუცილებელი იყო ამ ღონისძიების გატარება. გარდაცვლილის მეუღლე კი ადასტურებს, რომ ცხედარი ტყვიებით იყო დაცხრილული, მას ყველა თითი, მკლავები და ფეხები გადამტვრეული ჰქონდა. სტატიაში აღწერილი გარემოებები მკაფიო ეჭვს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ სერჟანტ შავაძის დაკავებაც, მისი წამებაც და სიკვდილიც სერიოზულ კანონდარღვევებს უკავშირდება ძალოვანების მხრიდან.
დღეისათვის ბოლო ცნობა ისაა, რომ მომავალ კვირაში რეგიონალური გაზეთები საზაფხულო არდადეგებს დაასრულებენ და გაცილებით მეტ ინფორმაციას შესთავაზებენ საზოგადოებას.