19 აგვისტო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ემოციური აღმოჩნდა რუსულ-ქართული ომის 10 დღიან ისტორიაში.
სამშაბათს საქართველოსა და რუსეთის მხარემ სამხედრო ტყვეები გაცვალეს პატარა სოფელ იგოეთთან, რომელიც მეხუთე დღეა ქართული და რუსული სამხედრო დაპირისპირების ერთგვარ გამყოფ ხაზს წარმოადგენს.
პრინციპით ”ყველა ყველაში”, საქართველომ 5 რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ სამხედრო მფრინავები მაიორი იგორ ზინოვი და პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მალკოვი, რომლებიც ტყვედ 9 აგვისტოს ჩავარდნენ, მას შემდეგ, რაც მათი საფრენი ბომბდამშენები ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ცხინვალის მისადგომებთან ჩამოაგდო. გაცვლის წინ რადიო ”თავისუფლება” იგორ ზინოვსა და ვიაჩესლავ მალკოვს გაესაუბრა.
[იგორ ზინოვი და ვიაჩესლავ მალკოვი]
მდინარე ლეხურას ხიდზე ტყვეთა გაცვლა 10 წუთს გრძელდებოდა. რუსეთმა საქართველოს 15 ტყვე გადმოსცა. მათგან 13 სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. თუმცა საქართველოს სამხედრო პოლიციამ მხოლოდ ორი წუთით მოგვცა საშუალება გავსაუბრებოდით ერთ ქართველ სამხედრო ტყვეს, მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალ გოჩა ჩაჩანიძეს, რომელიც ტყვედ 11 აგვისტოს ცხინვალთან ახლოს ჩავარდა. რუსი ოფიცრების მსგავსად, გოჩაც ამბობს, რომ ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალში მას ნორმალურად ექცეოდნენ.
[გოჩა ჩაჩანიძე]
ტყვეთა გაცვლის დასრულების შემდეგ სოფელ იგოეთთან რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. პირველად რუსების დროებით პოსტთან საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მივიდა, რომელმაც რუს სამხედროებს საპროტესტო წერილი გადასცა.
ფადი ასლის თქმით, პალატა გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან:
[ფადი ასლის ხმა] ”საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარდაჭერას გამოთქვამს ქვეყნის მოსახლეობისა და ხელისუფლებისადმი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რუსული აგრესია და ზეწოლა ვერ შეაშინებს და დაუკარგავს საქართველოში მუშაობის სურვილს ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებს. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყანაში ინვესტირებას, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა.”
განაცხადა რუსული ტანკების გრუხუნის ხმაზე ფადი ასლიმ. იგოეთთან გამაგრებულმა რუსმა სამხედროებმა ძალიან მშვიდად მოისმინეს ძვირფას კოსტუმში გამოწყობილ და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე უცხოელის მიმართვა. მაგრამ როდესაც მდინარე ლეხურას ხიდზე ორასამდე ახალგაზრდაც გამოჩნდა, ქართული ეროვნული დროშებით და სკანდირებით ”რუსეთო, შეჩერდი”, რუს კაპიტანს, სლავიკას, აშკარად შეშფოთება დაეტყო.
[სლავიკა] ”ჩვენ ისედაც გაჩერებულები ვართ. აი, ხუთი დღეა ერთ ადგილას ვდგავართ გაუნძრევლად.”
[ქალის ხმა] ”ისინი ამბობენ, რომ უნდა წახვიდეთ.”
[სლავიკა] ”უნდა წავიდეთ? ესე იგი მალე წავალთ. მორჩა და გათავდა.
ტოლიკ, მოდი აქ, მთელი ოცეული აქეთ გადმოიყვანე, ჩქარა. ”
მიუხედავად რუსული ოცეულის გამოძახებისა, საქმე დაპირისპირებამდე არ მისულა. ქართველი სტუდენტების მშვიდობიანი აქცია მალე დაიშალა, თუმცა ლეხურას ხიდზე, რუსეთის საგუშაგოსთან მდგარი მოსახლეობა დიდხანს ატარებდა ერთგვარ აღმზრდელობით მუშაობას რუს სამხედროებთან, რომლებიც დღემდე ბრაზობენ და ვერ გაუგიათ, თუ რატომ უწოდებენ მათ ქართველები ოკუპანტებს:
[რუსი ოფიცერი] ”თქვენ ამბობთ, რომ ოკუპანტი ვარ? გინდათ, რომ გაგიშვათ ოსური სოფლებისკენ?”
[ქართველი] ”მე თავისუფლად შევალ ოსურ სოფლებში. თქვენ კი რატომ დგახართ ჩემს მიწაზე?”
[რუსი ოფიცერი] ”ჰოდა, იმიტომაც ვდგავარ აქ, რომ სისხლი არ დაიღვაროს. მე თქვენ შეურაცხყოფას არ გაყენებთ და თქვენც ნუ მომაყენებთ შეუარაცხყოფას.”
[ქართველი] ”არ გაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ ეს ჩვენი მიწაა.”
[რუსი ოფიცერი] ”არც არავინ ამბობს, რომ არ არის.”
[ქართველი] ”მაშინ რატომ მოხვედით? ვინ დაგიძახათ?”
[რუსი ოფიცერი] ”მე თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.”
სალაპარაკო რუს ოფიცერს, ცხადია, რუსეთის ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეს; საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც ნელ-ნელა მოთმინებას კარგავს და ვერ გაუგია, თუ რატომ აჭიანურებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას.