გუშინ, მთელი საღამოს განმავლობაში, სახელმწიფო დროშებით მოკაზმული მანქანები თბილისის ქუჩებში მოძრაობდნენ და მოსახლეობას ამხნევებდნენ.
საპროტესტო მიტინგზეც მხოლოდ გამამხნევებელი სიტყვები ისმოდა. შესაძლოა, ახლა მხოლოდ ხმამაღალი პატრიოტული განცხადებების დროა და ჯერ ძალიან ადრეა მოვლენებში ჩაღრმავება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე დღეს სწორედ ამას შევეცდები.
ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ხშირად იმეორებენ, რომ მათ ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა 21–ე საუკუნეში იმგვარად მოქცევა, როგორც რუსეთის სახელმწიფო ექცევა საქართველოს და ქართველ ხალხს.
ამ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული რუსეთის გეოპოლიტიკური ამოცანები. მათ იციან რუსეთის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვარშავის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები ჰეგემონად და მსოფლიო წესრიგის მოკარნახედ ჩამოყალიბდა; ხოლო რუსეთი მსოფლიოს ერთ–ერთ რიგით სახელმწიფოდ გადაიქცა. შესაბამისად, რუსეთი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე გაფართოებას და რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა, ერთგვარად დათრგუნული იყო ბოლო ოცი წლის მანძილზე საკუთარი გავლენის შესუსტებით მსოფლიო პროცესებზე. თუმცა ამბიცია, რომელიც გაფართოების დოქტრინას ეყრდნობოდა, არასოდეს შემცირებულა. რუსი ფილოსოფოსები და პოლიტოლოგები ღიად წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპირწონე „მეორე ცენტრი“ უსათუოდ შეიქმნებოდა ან ევროპაში, ან ჩინეთში, ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამიტომ, რუსეთის სახელმწიფო თავის ერთ–ერთ უპირველეს ამოცანად მიიჩნევდა, ძველი გავლენები დაებრუნებინა როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, ისე უკრაინაზე.
როდესაც ვაჟა ლორთქიფანიძე სახელმწიფო მინისტრი იყო, მას საჯარო შეხვედრებზე არაერთხელ უთქვამს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს სჭირდება არა თავისთავად, არამედ როგორც უაღრესად ქმედითი ბერკეტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამგვარი ხედვა გულისხმობდა, რომ როგორც კი რუსეთს საშუალება მიეცემოდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი საქართველოს სახელმწიფოზე გავლენის აღსადგენად გამოეყენებინა, უკან არ დაიხევდა და დიდი ხნის მიზნის შესრულებას დაუზარებლად შეეცდებოდა.
წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც კარგად ესმოდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იყო არა სამხედრო ოპერაციით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მოლაპარაკებებით. ჰუმანიტარულ მოსაზრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენადაც ქართულ სახელმწიფოს არ გაუჭირდებოდა ომი აფხაზებთან და ოსებთან, ზუსტად იმდენადვე გაუჭირდებოდა ფართომასშტაბიანი ომის წარმოება რუსეთის ფედერაციასთან.
სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ მან გადაწყვიტა საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ბუნებრივად იფიქრა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკება უკვე ჩავლილი და წარმატებით ჩატარებული იყო. ამიტომაც, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ექსპერტებიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, ძირითადად, იმაზე მსჯელობდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო პოლიტიკურ არენაზე ისეთი, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რაც ვერ ხერხდებოდა ერთი თვის ან ერთი წლის წინ, შესაძლებელი გახდა სწორედ ახლა – 2008 წლის აგვისტოში.
ამ კითხვას პასუხი დღემდე არ გასცემია. ფაქტია, რომ პოლიტიკური გარანტიები ან არ არსებობდა, ან არსებობდა, მაგრამ ვერ იმუშავა. შედეგად, მივიღეთ ვითარება, როდესაც პრესისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (ციტატა): „საქართველოს პრეზიდენტის მიერ 10 აგვისტოს დილის ხუთ საათზე გაცემული ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეწყვიტეს ცეცხლი ცხინვალის რეგიონში. საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად იქნა გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან“.
ამ რეალობის მიუხედავად, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა არ დაუსრულებია. ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები ცდილობენ, ომი 6 აგვისტოს სტატუს კვოს აღდგენით დამთავრდეს. ეს, ჯერჯერობით, მიუღწეველი ამოცანაა, რადგან რუსეთის ხელისუფლებას ომის დასრულების სურვილი საერთოდ არ გააჩნია, რასაც არც მალავს. საზოგადოებისთვის უცნობია, რა პირობებს აყენებს რუსეთის ხელისუფლება დაბომბვების შეწყვეტის სანაცვლოდ და რამდენად მისაღებია ეს პირობები საქართველოს სახელმწიფოსთვის.
დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს გარემოში, სადაც არის დიდი ხმაური (განსაკუთრებით, ღამღამობით), დიდი მრისხანება და ბევრი კითხვა, რომლებზე პასუხიც, შესაძლოა, არასოდეს გახდეს ცნობილი.