თუ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჯერ მხოლოდ წინასაომარი ვითარებაა, სამაგიეროდ, მხარეები უკვე დიდი ხანია იმყოფებიან სასტიკ საინფორმაციო ომში.
საკითხავი ისაა, იგებს თუ აგებს ამ ომს საქართველო, რომელმაც 90-იან წლებში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო და მარტოდმარტო აღმოჩნდა სამხედრო საფრთხეების პირისპირ.
ომს რამდენიმე ფაზა აქვს - დიპლომატიურ-საინფორმაციო და სამხედრო. საქართველოს შემთხვევაში, დიპლომატიურ და საინფორმაციო ფრონტზე ომი გამოცხადებულია და ამ რეჟიმში ქვეყანა დიდი ხანია რაც იმყოფება. ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, ამ ომში ერთ მხარეზეა საქართველო, მეორეზე კი - თვითაღიარებული რესპუბლიკები და რუსეთი, თავისი დიდი საინფორმაციო რესურსით. თუმცა, ლაშა ტუღუშის დაკვირვებით, რუსული მედია ვეღარ ახდენს გავლენას საერთაშორისო საზოგადოებაზე და, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, საქართველოც საინფორმაციო ომში უკეთ გამოიყურება:
[ლაშა ტუღუში] ”ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იწერება, არის უფრო ობიექტური, უფრო ჩახედული ადამიანების მიერ გაკეთებული და გათვლილი არის უფრო მეტად მომზადებულ პუბლიკაზე. ანუ იგრძნობა მეტი ცოდნა მსოფლიოში საქართველოსთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)
ამ მოსაზრებას ეთანხმება ჟურნალისტი და ექსპერტი ნინია კაკაბაძე, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს უკეთესი პოზიცია ექნებოდა რუსეთთან საინფორმაციო დაპირისპირებაში, მას რომ უფრო გათვლილი და სამშვიდობო ნაბიჯები გადაედგა კონფლიქტებში მცხოვრები ადამიანების გულის მოსაგებად და, რუსეთთან საინფორმაციო ომში აყოლის ნაცვლად, უპირატესობა სახალხო დიპლომატიისათვის მიენიჭებინა:
[ნინია კაკაბაძე] ”ჩვენი ეს საინფორმაციო პოლიტიკა და სახალხო დიპლომატია უნდა იყოს ზედმიწევნით მშვიდობიანი, რომ მივაღწიოთ მიზანს. ანუ ადრესატი ჩვენი პოლიტიკისა უნდა იყოს აფხაზი ხალხი და ასევე ოსეთში, ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხი. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და, ძირითადად, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჩანს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.”
მაგრამ სახალხო დიპლომატია დუმს, როდესაც ქვემეხები ისვრიან. შესაბამისად, საინფორმაციო ომის რეჟიმში ცხოვრობს ქართული ტელეკომპანიების უმრავლესობა. მათი გამოშვებების ნახევარზე მეტი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარ მოვლენებს ეთმობა. რუსული საინფორმაციო არხებისაგან განსხვავებით, ქართული მედია აგრესორად და ბოლოდროინდელი ესკალაციის ავტორად სეპარატისტულ რეჟიმებს და რუსეთს მიიჩნევს. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის წამყვანი ტელეჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საინფორმაციო ომის ჟანრიდანაა. თუმცა ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა მას არათუ საერთაშორისო, არამედ შიდა აუდიტორიისთვისაც კი არ მიაჩნია საკმარისად:
[დავით კიკალიშვილი] ”მე ერთი რამე მაშინებს - ეს საინფორმაციო ომი ქვეყნის შიგნით არ წავაგოთ. საზოგადოებაში მეტი კონსოლიდაცია არის საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვინდა ჩვენ ცხინვალისგან და სოხუმისგან. და, აქედან გამოდინარე, ყველამ ერთად, თუ საბრძოლველია, უნდა ვიომოთ, თუ სალაპარაკოა, უნდა ვილაპარაკოთ.”(სტილი დაცულია)
ინფორმაცია კი შიდა აუდიტორიისათვის არასაკმარისი ან ცალმხრივია. აგვისტოს თვეში ქართულმა ტელევიზიებმა საგრძნობლად შეამცირეს საინფორმაციო ეთერი. გადაცემათა ბადიდან ამოღებულია ანალიტიკური გადაცემა, სადაც შექმნილ ვითარებას კვალიფიციური ექსპერტები უნდა აფასებდნენ. ზოგჯერ კი საქმე აბსურდამდე მიდის. ტელევიზიების საინფორმაციო სიუჟეტებში ექსპერტების როლში გვევლინებიან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები, რომელთა მონათხრობს თუ დავუჯერებთ, ქვეყანა არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ რეალურ და სისხლისმღვრელ ომში იმყოფება:
[სოფლის მცხოვრები] ”ძალიან ძლიერი სროლები იყო. ყველანაირი იარაღებიდან ისროდნენ: მძიმე ტექნიკიდან, რა ვიცი, მინომიოტები, ჰაუბიცები, გრამატომიოტები, ყველაფერს ისროდნენ...პულემიოტები, აგეესები. რა ვიცი, სეტყვასავით მოდიოდა ტყვია.” (სტილი დაცულია)