გლობალური პოლიტიკის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა პერიოდულმა გამოცემამ, შეერთებულ შტატებში გამომავალმა “Foreign Policy”-მ
– ”საგარეო პოლიტიკამ” - რომელიც 1970 წელს ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, სემუელ ჰანტინგტონმა დიპლომატ უორენ დემიან მანშელთან ერთად დააარსა, და რომელსაც ახლა ავტორიტეტიანი ”საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდი” გამოსცემს - რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ე.წ. ”არშემდგარი სახელმწიფოების” ყოველწლიური ანგარიში. კვლევამ, მთლიანად, 177 ქვეყანა მოიცვა - თუმცა ჟურნალში გამოქვეყნებული ”არშემდგარი სახელმწიფოების” სია მხოლოდ 60 ქვეყნისგან შედგება. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც კვლევის ავტორებმა ყველაზე არასტაბილურ, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მდგარ სახელმწიფოებად მიიჩნიეს. სიის პირველ ოცეულს - ყველაზე კრიზისულად მიჩნეულ ქვეყნებს - სათავეში სომალი უდგას; შემდეგ მოდიან სუდანი, ზიმბაბვე, ჩადი, ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ავღანეთი. მეორე ოცეულში, რომელიც ”საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებს” მოიცავს, შეხვდებით იემენს, ნეპალს, კენიას, უზბეკეთს, სირიას, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, ეგვიპტეს და სხვა ქვეყნებს. მესამე ოცეულში მოხვედრილი ქვეყნები ”კრიტიკულ ზღვართან მიახლოებულებად” განისაზღვრა, და სწორედ ამ ქვეყნებში მოხვდა საქართველოც – რუანდასთან, თურქმენეთთან, მოლდავეთთან, ირანთან, ისრაელთან, ბელორუსიასთან ერთად. საქართველოს კვლევის ავტორებმა სიაში 56-ე ადგილი მიაკუთვნეს. რას ნიშნავს ”არშემდგარ სახელმწიფოთა” ჩამონათვალში ასეთი მაჩვენებლის ქონა და, ზოგადად, რა კრიტერიუმს ემყარება ეს კლასიფიკაცია? ამ საკითხებზე სასაუბროდ სალომე ასათიანმა ვაშინგტონში დაურეკა ჟურნალ “Foreign Policy”-ს წამყვან რედაქტორს და კვლევის თანაავტორს, კეროლაინ ო’ჰარას. პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ამერიკელ ექსპერტს დაუსვა, სწორედ კვლევის ზოგად მეთოდოლოგიას ეხებოდა - კეროლაინ ო’ჰარას პასუხი ასეთი იყო:
კეროლაინ ო’ჰარა: ეს არშემდგარი სახელმწიფოების შესახებ მეოთხე ანგარიშია, რომელიც ჟურნალმა “Foreign Policy”-მ მშვიდობის ფონდთან ერთად შეიმუშავა. უნდა ითქვას, რომ ანგარიშის სათაური, შესაძლოა, დამაბნეველი იყოს - ჩვენ მხოლოდ იმ სახელმწოფოებს არ ვაანალიზებთ, რომლებსაც უკვე შეიძლება ”არშემდგარი” ეწოდოს. ჩვენი ანგარიში მოიცავს სახელმწიფოებს, რომლებსაც ასეთად ქცევის საშიშროება ემუქრებათ. ჩავთვალეთ, რომ პირებს, ვინც მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს, ამგვარი კლასიფიკაცია სჭირდებოდათ: ანგარიში, რომელიც სუსტ სახელმწიფოებს წლიდან წლამდე დააკვირდებოდა, აღრიცხავდა მათ პროგრესსა თუ უკუსვლას, შეისწავლიდა, რამდენად შეძლეს ამ სახელმწიფოებმა მოცემული წლის პრობლემებთან გამკლავება. სწორედ ამ მიზნებს ისახავს ჩვენი ანგარიში. კონფლიქტის საშიშროების პირას მდგარ ქვეყანას საკმაოდ რთული და, ამავე დროს, ზედმიწევნით სამართლიანი მეთოდოლოგიით ვაანალიზებთ. არასტაბილურობას 12 სხვადასხვა მაჩვენებლით ვზომავთ. ეს მოიცავს სამხედრო სფეროს, ეკონომიკას, პოლიტიკურ ვითარებას, სახელმწიფოს ცხოვრებაში არსებულ კონფლიქტებს, ლტოლვილების პრობლემის არსებობას, ელიტების დანაწევრების ხარისხს. ყველა ამ ფაქტორს ვაანალიზებთ და საბოლოო მაჩვენებელი აქედან გამოგვყავს. ყოველწლიური კლასიფიკაციაც სწორედ ამ გზით მიიღება.
რადიო ”თავისუფლება”: ამ წლის ანგარიშში საქართველოს 56-ე ადგილი აქვს მინიჭებული - რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი?
კეროლაინ ო’ჰარა: დიახ, შარშანდელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ჩვენს კლასიფიკაციაში ოდნავ გაუარესდა - მან 58-დან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუარესებას. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი იყო. მე ვიტყოდი, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მეტად შარშანდელი ნოემბრის მოვლენებმა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ დააზარალა. ქვეყნის ეკონომიკა კარგად ვითარდება და წელიწადში, თუ არ ვცდები, დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში იზრდება, რაც ძალზე შთამბეჭდავია – ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ. მაგრამ, ჩვენი დაკვირვებით, ეკონომიკის ამგვარი ზრდის დადებითი შედეგები მოსახლეობაზე თანაბრად არ ნაწილდება. ისმის ბრალდებები, რომ პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვან პოსტებზე ხალხს პირადი მეგობრობის ნიშნით აწინაურებს, და არა კვალიფიკაციის მიხედვით. ამდენად, ერთ-ერთი ინდიკატორი, რომელიც კვლევისას მივიღეთ, არათანაბარი განვითარება იყო. წინა წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ამ თვალსაზრისით გაუარესდა.
რადიო ”თავისუფლება”: იქნებ მაინც დაგვიზუსტოთ - თქვენს კლასიფიკაციაში საქართველოს 56-ე ადგილი არ ნიშნავს, რომ ის ”არშემდგარ სახელმწიფოთა” შორისაა; ეს მხოლოდ ამგვარ სახელმწიფოდ ქცევის საფრთხეს აჩვენებს. ასეა?
კეროლაინ ო’ჰარა: დიახ, სწორედ ასეა. ჩვენ მხოლოდ წლიდან წლამდე პროგრესს ვზომავთ. საქართველოსთან მიმართებით მთავარი პრობლემა მაჩვენებლის მცირედი გაუარესება იყო. არის თუ არა საქართველო არშემდგარი სახელმწიფო? რასაკვირველია, არა. ემუქრება თუ არა მას ამგვარი საშიშროება? დიახ, ნაწილობრივ. რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა, სეპარატისტული რეგიონების პრობლემა - ყველა ამ ფაქტორს 2009 წლის ანგარიში ძალიან დეტალურად შეისწავლის.
რადიო ”თავისუფლება”: და მაინც, ბევრს ალბათ გააკვირვებს საქართველოს ხილვა ამ სიაში. ბოლო წლებში საქართველო ხშირად ცხადდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ. ამასთან, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამ 60 ქვეყნის ჩამონათვალში არ მოხვედრილა - რუსეთი, მაგალითად; ან სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოები: სომხეთი და აზერბაიჯანი; თუმცა ბევრი, ალბათ, ეჭვქვეშ დააყენებდა მოსაზრებას, რომ, მაგალითად, პოლიტიკური ინსტიტუტები იქ საქართველოზე მეტად განვითარებულია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორ აიხსნება თქვენი კლასიფიკაციით მიღებული სურათი?
კეროლაინ ო’ჰარა: ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს საწყისი პოზიცია სუსტი იყო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. თუმცა, ბევრი რამ იქ კვლავაც მყიფედ რჩება და, შესაბამისად, იქ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. საქართველოს მაჩვენებლის ოდნავი გაუარესება წლიდან წლამდე მიღებულმა სხვადასხვა ინდიკატორმა გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ რუსეთის მაჩვენებელი არც ისე შორსაა საქართველოსგან. რუსეთი, უბრალოდ, პირველ 60 ქვეყანაში არ მოხვდა და მას ამიტომ ვერ ვხედავთ გამოქვეყნებულ სიაში.
რადიო ”თავისუფლება”: ანგარიშის შედგენისას, რომელ გამოკვლევებს ითვალისწინებდით? მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო გამოკვლევაში მსოფლიო ბანკმა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა უწოდა ეკონომიკური პროგრესისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშეწყობის გამო. საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს დადებითად გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. როგორც შევიტყვე, კვლევის დროს ოთხ ძირითად ინდიკატორს აანალიზებთ: სოციალურს, ეკონომიკურს, პოლიტიკურსა და სამხედროს. ამ ოთხიდან რომელში იყო საქართველოს მაჩვენებელი ისეთი სუსტი, რომ ამით სხვა სფეროებში მიღწეული წარმატება გადაიფარა?
კეროლაინ ო’ჰარა: მე ვიტყოდი, რომ 2007 წელს ყველაზე მეტად საქართველოს პოლიტიკური მაჩვენებელი გაუარესდა. და აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ შარშანდელი შემოდგომის მოვლენები. თუმცა, უკვე მიმდინარე წელს ჩატარებული წარმატებული არჩევნების შედეგად 2009 წლის პოლიტიკური მაჩვენებელი, შესაძლოა, დადებითი იყოს. მაგრამ იდეალური არც ეკონომიკის სფეროში ნაჩვენები შედეგი ყოფილა. იმედია, თუ ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, და ეს ფართო მოსახლეობაზეც აისახება, ეს მაჩვენებელიც გაუმჯობესდება. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ახლა სხვა რამაა: ჩვენს გამოკვლევაში გვაქვს კატეგორია, რომელსაც ”გარეშე ინტერვენციას” ვუწოდებთ, და წელს აფხაზეთში რუსეთის [დამატებითი] ჯარის შეყვანამ, შესაძლოა, შემდეგ ანგარიშში საქართველოს მაჩვენებელი ამ თვალსაზრისით გააუარესოს.
რადიო ”თავისუფლება”: კვლევისას, ითვალისწინებთ თუ არა კონკრეტული ქვეყნის შესაძლებლობას, გაუძლოს გარედან წამოსულ ასეთ ზეწოლას? საქართველოსა და რუსეთის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ბევრი დადებით მიღწევად მიიჩნევს ფაქტს, რომ საქართველომ ეკონომიკურ ზრდას რუსეთის მხრიდან დაწესებული ემბარგოს მიუხედავად მიაღწია. ითვალისწინებთ თუ არა ამგვარ ფაქტორებს თქვენს კვლევაში?
კეროლაინ ო’ჰარა: დიახ, რასაკვირველია ვითვალისწინებთ – ჩვენი ანგარიში ხომ დიდწილად სწორედ იმის გაზომვას ისახავს მიზნად, რამდენად შეუძლია ამა თუ იმ სახელმწიფოს ზეწოლის გაძლება, იქნება ეს გარედან წამოსული ზეწოლა, თუ ქვეყნის შიგნით არსებული. ვფიქრობ, უკანასკნელი 12 თვის მანძილზე საქართველომ ამ თვალსაზრისით მართლაც მიაღწია წარმატებას. შარშან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ხალხი სწორედ იმიტომ შეაშფოთა, რომ ეს ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის უკუსვლად იქნა აღქმული. მაგრამ წელს ჩატარებული წარმატებული არჩევნებით საქართველომ აჩვენა, რომ შეუძლია ამგვარი არასტაბილური პერიოდების შემდეგ ძალების აღდგენა.
რადიო ”თავისუფლება”: არის თუ არა რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის გატარებაც საქართველოს - ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას - შეუძლია იმისათვის, რომ ”არშემდგარ სახელმწიფოდ” ქცევის საფრთხე აღარ დაემუქროს?
კეროლაინ ო’ჰარა: რასაკვირველია, არის. საქართველოს შემთხვევაში, აუცილებელია იმის მიღწევა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი მხოლოდ გარკვეული, ვიწრო ჯგუფის ცხოვრებაზე არ აისახებოდეს. არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს, რაც, როგორც ჩანს, წელს წარმატებით შედგა. აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ როდესაც ხალხი ქუჩაში გადის და პროტესტს გამოხატავს - რაც უნდა იყოს ამის მიზეზი - [სახელმწიფო] ამას არასოდეს უპასუხებს ძალადობით.
რადიო ”თავისუფლება”: ბოლო შეკითხვა უფრო ზოგად ვითარებაზე მინდა დაგისვათ. ”არშემდგარი სახელმწიფოების” შესახებ კვლევას უკვე ოთხი წელია ატარებთ - როგორ იცვლება გლობალური სურათი? შეიძლება ვთქვათ, რომ ვითარება გაუმჯობესების გზაზეა? თუ პირიქით, საქმე გაუარესებასთან გვაქვს?
კეროლაინ ო’ჰარა: მე ვიტყოდი, რომ ვითარება ოდნავ გაუარესდა. წლევანდელმა შედეგებმა ყველაზე ნათლად ის აჩვენა, თუ რაოდენ ზიანდებიან სუსტი სახელმწიფოები კრიზისული პერიოდების დროს. წელს საკვების კრიზისმა ძალიან ბევრი სუსტი სახელმწიფო დააზარალა. როგორც ვთქვით, ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იმის დადგენაა, რამდენად შესწევთ სახელმწიფოებს ამგვარ მოვლენებთან გამკლავების უნარი. იმიტომ, რომ, როგორც ვხედავთ, მაგალითად საკვების კრიზისის დროს შეიძლება ხაზი გადაესვას მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლის საქმეში მიღწეულ პროგრესს. წელს კარგად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც პროგრესის მიღწევას ცდილობენ, შეიძლება ამგვარი მოულოდნელი მოვლენები დაატყდეს თავს, რაც ვითარების მკვეთრ გაუარესებას იწვევს - წყდება პოლიტიკური პროგრესი, ეკონომიკური პროგრესი, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ღარიბი. წელს ეს კარგად გამოჩნდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. წელს ბევრი ქვეყნის მაჩვენებელი გაუარესდა. ზოგადად, წინა წლებში პროგრესი ბევრად უფრო შესამჩნევი იყო.