საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ ღამემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდად, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
4 აგვისტოსვე განსხვავებული ცნობა გაავრცელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა.. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბულია .. რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - სროლას, ადამიანის დაღუპვის ფაქტებს - ეხმაურებიან საქართველოს გარეთ.. დე ფაქტო რესპუბლიკაში სიტუაციის ბოლოდროინდელი ესკალაცია დაგმო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტაბსიმ. მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
ცხინვალის რეგიონის ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ევაკუაცია მიმდინარეობს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებით, 4 აგვისტოს ცხინვალიდან დაახლოებით 800 ბავშვი უნდა გაეყვანათ.. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარების გამწვავების გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფება საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი. .”ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რასაც სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და დნესტრისპირეთის თანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს”, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურმა.. აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განიხილეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობა .. ამავე სხდომაზე სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მუდმივი კონტაქტი აქვს თავის ოს კოლეგასთან, ედუარდ კოკოითისთან. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავების მომიზეზებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას ბერლინში გერმანიის ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე:
[სერგეი ბაღაფშის ხმა} ” არ ვაპირებთ დიალოგს არც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფთან, არც საქართველოსთან მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთში ხოცავენ ჩვენს ძმებს, როცა გენოციდის პოლიტიკა იყო და რჩება საქართველოს იარღად. ”
სერგეი ბაღაფშის ეს განცხადება რუსეთის ტელევიზიებმა გაავრცელეს.. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ბერლინის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარის თქმა არის იმ დიდი სცენარის ნაწილი, რომელიც სამშვიდობო პროცესის განახლების გაჭიანურებას ითვალისწინებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ სოხუმში მიღებული გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
[გრიგილ ვაშაძის ხმა] ”ბერლინში წასვლაზე აფხაზთა მხარემ ნამდვილად განაცხადა უარი და იმიტომ, რომ არაფერი აქვთ იქ ჩასატანი. საერთაშორისო თანამეგობრობა სთავაზობს მათ კონფლიქტის მოწესრიგებას იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა რამდენჯერმე. ამაზე აფხაზებმა ან ლოგიკურად უნდა დაასაბუთონ თავიანთი უარი, ან უნდა დათანხმდნენ. არც ერთი შეუძლიათ და არც მეორე, ლოგიკური პასუხი არა აქვთ და მოსკოვიდან არა აქვთ ინსტრუქციები. ” (სტილი დაცულია)
მოსკოვის შეშფოთება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მზარდი დაძაბულობის გამო გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმ გაუზიარა სატელეფონო საუბრისას. გავრცელებული ცნობებით, ამ საუბრისას კარასინიმ შექმნილი დაძაბულობის მიზეზად საქართველოს მხარის მიერ ძალის არაპროპროციულად გამოყენება დაასახელა და თბილისს მოუწოდა გაიაზროს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძალისმიერი სცენარის მიხედვით მოვლენების განვითარებას.. ქართველი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარების ესკალაციით მოსკოვი ცდილობს ამოწუროს ოფიციალური თბილისის მოთმინების რესურსი. მისივე თქმით, რამდენიც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ვითარების ესკალაციაში თბილისის დადანაშაულებას, ევროპაში კარგად იციან, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული საომარი მოქმედებების განახლებით, რადგან დეკემბერში ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას ელოდება.