კვირიდან კვირამდე რეგიონულ მედიას ორი თემა მიჰყვება: მოსახლეობის პრეტენზიები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით და უკმაყოფილება ელექტროენერგიის საერთო
მრიცხველების გამო.
მიმდინარე კვირაში სოციალური თემა გაშუქდა რადიო „ჰერეთში“ და გაზეთში „ჩემი ხარაგაული“. განსაკუთრებით საინტერესოა „ჩემი ხარაგაული“, რომლის ჟურნალისტები მოლითის ტერიტორიული ერთეულის სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი გასაჭირი მოისმინეს და შემდეგ იმ ადამიანებს მიაკითხეს, რომლებსაც იქაური მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრა ევალებათ. გაზეთში გამოქვეყნებულია როგორც მოქალაქეების ნაამბობი, ისე თანამდებობის პირების განმარტებები. სოფელ მოლითის რწმუნებული ტარიელ ფოცხვერაშვილი ზოგად განწყობას გამოხატავს, როდესაც ამბობს: „მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს სოციალური დახმარებები და დასაქმება. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა და თვლის, რომ სოციალური დახმარებების დანიშვნისას სამართლიანობა დაცული არ არის.“ გაზეთის ამავე ნომერში სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების უფროსის მოადგილე ნანული ტაბატაძე განმარტავს, რომ ფულად დახმარებას ის ოჯახი მიიღებს, რომელსაც 51 000 ქულა მიენიჭება, ხოლო ოჯახი, რომელიც 70 000–ზე ნაკლებ ქულას მოიპოვებს, თითოეული წევრისთვის სამედიცინო პოლისის მფლობელი გახდება. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებმა სამ სოფელში არაერთი ადამიანი აღმოაჩინეს, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, მათთვის მინიჭებულ ქულას არ ეთანხმებიან, ზოგ შემთხვევაში კი, დაბალი ქულის მიუხედავად, დახმარების გარეშე არიან დარჩენილნი.
რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტებმა ცადეს, დაედგინათ, რამდენად სამართლიანია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები ინგა და ზაურ ბერიძეების საყვედურები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ. ოჯახი ათსულიანია და, ბერიძეების განმარტებით, 2006 წელს მიღებული სარეიტინგო ქულების მიხედვით, სახელმწიფოსგან დახმარებას უნდა ღებულობდეს. თავად სააგენტომაც დაადასტურა, რომ მრავალშვილიანი ინგა ბერიძე დახმარების მიმღებთა სიაშია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სხვა ინგა ბერიძეა, ასევე ჰერეთისკარში მცხოვრები და ასევე ათსულიანი ოჯახის წარმომადგენელი. ჰერეთისკარში კი ამბობენ, რომ ამ სახელისა და გვარის მქონე სხვა ადამიანი, რომელიც დამარებას საჭიროებდეს, სოფელში არ არსებობს. რადიო „ჰერეთის“ დასკვნით, ოჯახი, რომელიც მძიმედ ავარიულ სახლში ცხოვრობს და შვილებს სკოლისთვის საჭირო ნივთებით ვერ უზრუნველყოფს, დახმარების გარეშეა დარჩენილი. ჟურნალისტების ინფორმაციით, როდესაც რადიოკომპანიის დაინტერესების საფუძველზე ოჯახს კიდევ ერთხელ ეწვია სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელი, მან ბერიძეებს საყვედური უთხრა „ჰერეთთან“ თანამშრომლობისთვის.
როგორც რეგიონალური პრესის მიხედვით ირკვევა, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის მთავარი ყოფითი პრობლემა მაინც ელექტროენერგიის კოლექტიური მრიცხველებია. მიმდინარე კვირაში გაზეთი „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობის გაჭირვებაზე გვიამბობს, გაზეთ ”ბათუმელებში“ კი წაიკითხავთ მასალას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კახაბრის შესახებ. ორივე სტატიაში აღწერილი ვითარება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს – საერთო მრიცხველების გამო, ერთნაირად ბნელში სხედან ის ოჯახებიც, რომლებიც ელექტროენერგიის საფასურს პატიოსნად იხდიან და ისინიც, რომლებიც, უსახსრობის გამო, არ იხდიან და გადახდას არც მომავალში აპირებენ. როგორც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მზია სიხარულიძე წერს (ციტატა): „ურთიერთმტკიცებები, ჩივილები, შემოწმებები, როგორც წესი, ენერგოკომპანიის გამარჯვებით მთავრდება. ერთ ტაფაში მოხვედრილი პატიოსანი და უპატიოსნო გადამხდელისთვის სასჯელი ერთია – სიბნელე!“.
როგორც მიმდინარე კვირის პრესიდან ირკვევა, ზაფხულის პერიოდში საქართველოში ცხოვრება არანაკლებ მძიმეა, ვიდრე წელიწადის სხვა დროს.