რა წინადადებებით ეწვია საქართველოს - შემდეგ კი რუსეთის დედაქალაქს
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი... როგორ მიიღეს თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების სამეტაპიანი გეგმა.
საუბარს გასული კვირის რამდენიმე მოვლენის ჩამოთვლით დავიწყებ: ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით ”კავკასია 2008” . სწავლების ერთ-ერთ მიზნად დასახელდა რუსი ჯარისკაცების მომზადება მეზობელი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მშვიდობის იძულებით დამყარებისთვის, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების 5000 კაცით გაზრდის თაობაზე. გადაწყვეტილების მოტივებს შორის საქართველოს წინაშე საფრთხეების ზრდაც დასახელდა.
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დიპლომატებთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც შეეწინააღმდეგება ნატოს აღმოსავლეთით, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოების ხარჯზე გაფართოებას... ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახელისუფლებო წრეებში კიდევ ერთხელ გამოთქვეს სინანული იმის გამო, რომ რუსეთში ასე აშინებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროსთან, ანუ ნატოსთან, დამეზობლება..
მაგრამ რუსეთში, რუსული ტერმინით, ” ახლო საზღვარგარეთში” არსებული პრობლემების მოგვარებაში სხვისი აქტიური ჩარევაც აფრთხობთ.. თუმცა ამ ”სხვად” გასულ კვირაში მსოფლიოს ის დიდი ევროპელი მოთამაშე გამოიკვეთა, რომელსაც თითქოსდა სხვებზე მეტად შეუძლია რუსეთთან ურთიერთგაგების მიღწევა - გერმანია, რომელიც აპრილში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე იყო საქართველოსა და უკრაინისთვის map-ის - ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მინიჭებისა. სწორედ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამართა გასულ კვირაში შეხვედრები ჯერ საქართველოში, თბილისსა და გალში, შემდეგ კი რუსეთში, მოსკოვში. შეხვედრების მიზანი იყო გერმანიის მიერ ინიცირებული სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმის განხილვა, რის შემდეგაც შტაინმაიერმა თქვა ის, რაზე მეტიც მოსალოდნელი არ ყოფილა:
[ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა] "ეს მოგზაურობა დავიწყეთ რეალიზმის გრძნობით აღჭურვილებმა და უილუზიოდ. მაქსიმალურად ვეცადეთ, მზად ვყოფილიყავით მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც გავმართეთ ჩვენს თანამოსაუბრეებთან საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში და აქ, მოსკოვში. მშვენივრად ვიცით, რომ ჩიხში შესულ კონფლიქტში შეუძლებელია ერთ დღეში მიაგნო გამოსავალს. ამიტომ ჩვენი წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩიხიდან გამოსავალი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეძებოთ."
რეალიზმის გრძნობით აღჭურვილთა მოგზაურობა იმ სამფაზიანი გეგმის განსახილველად შედგა, რომლის ავტორებიც აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის ხედვებს, დოკუმენტის სამუშაო ტექსტის მიხედვით, ორ მხარეს - საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და, როგორც შტაინმაიერმა თქვა,აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო მმართველებს - სთავაზობენ, მოლაპარაკებებს კი -მოსკოვსაც. ”სამუშაო ტექსტში რუსეთი ნახსენებიც არ არის, თითქოსდა ის არც იყოს თამაშში მონაწილე , ფაქტორი, მით უფრო მხარე ”, - აღნიშნა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა.. ჩვენ მას ვთხოვეთ აეხსნა ეს თითქოსდა უცნაური ტაქტიკა, აეხსნა, რატომ არ არის ნახსენები მხარეებისთვის შეთავაზებული გეგმის სამუშაო ვარიანტში რუსეთი, მაშინ როცა გეგმასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
[ალექსანდრე რონდელის ხმა] ” რეალობაა ეს და გერმანიამ ძალიან კარგად იცის, რომ რეალური მოთამაშე რუსეთია, გერმანია რუსეთის, სტრატეგიული პარტნიორი თუ არა, ყველაზე აქტიური ევროპელი პარტნიორია. ამიტომ მას უნდა, დიპლომატიურად ისე შეაპაროს რუსეთს ეს გეგმა, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური და არ გამოვა ასე. ჩვენს ხარჯზე არ გამოვა. ” (სტილი დაცულია)
პრობლემის მოწესრიგების პროცესის ინტერნაციონალიზაცია რომ ხდება, ახალი აქტიური დასავლელი შუამავალი რომ იკვეთება, ძალიან კარგია, ფიქრობს ალექსანდრე რონდელი, თუმცა ეთანხმება აზრს, რომ გერმანიის სამეტაპიანმა გეგმამ, წარმატებისა და წინსვლის შემთხვევაში, შესაძლოა გვერდზე გადასწიოს, მაგალითად, მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის საკითხი. მაგრამ ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ გერმანიის სამეტაპიანი გეგმა სერიოზული კორექტივების გარეშე წარმატებული ვერ იქნება.
აფხაზეთში რუსეთის ბოლოდროინდელმა აგრესიულმა ქმედებებმა დასავლეთს დაანახვა, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთი არის არა ნეიტრალური, არამედ დაინტერესებული მხარე. საქართველოს ხელისუფლების მთელი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის მხარედ აღიარების მიღწევაზე იყო ორიენტირებული... ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იყო ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე ბაროზოს წინადადება ეგრეთ წოდებული კვარტეტის შექმნის თაობაზე, რაც გასულ კვირაში რადიო ”თავისუფლების” ყოველკვირეული პროგრამის ”სადისკუსიო მაგიდასთან” ერთ-ერთმა სტუმარმა, პოლიტიკური რისკების მკვლევარმა ბაკურ კვაშილავამ, გაიხსენა:
[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”კვარტეტში რა იგულისხმება: რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს ძალიან დაძაბული ვითარება, რომელიც შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ საუბარია საქართველოსა და რუსეთზე და არა საქართველოსა დ კონფლიქტურ რეგიონებზე და კვარტეტი ეს იქნება: საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან შემდგარი ოთხთა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ამ პრობლემებზე. და ამას მოჰყვა შტაინმაიერის გეგმა, რომელშიც აფხაზეთი მოხსენიებულია ცალკე მოთამაშედ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთოდ არ არის ნახსენები.”(სტილი დაცულია)
”ტექსტში არ არის ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის მისი ყველაზე პოზიტიური ელემენტიო”, - თქვა რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბრისას მოგვიანებით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გალში, გაეროს ოფისში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ტექსტი საჯარო არ არის. შტაინმაიერმა კი აფხაზეთში გამგზავრებამდე თბილისში ხაზგასმით თქვა, რომ გერმანიის ინიციატივების მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტის ისეთ მოგვარებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
დეესკალაცია, დემილიტარიზაცია, განვითარება - ძალიან მოკლედ ასე ახასიათებენ გერმანიის სამეტაპიან გეგმას.. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მისი პირველი ფაზა გულისხმობს მხარეთა მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყებას. მეორე ფაზა - ეკონომიკურ-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას და ბოლო ფაზაზე დგება სტატუსის საკითხი. გეგმა თბილისში არ დაუწუნებიათ. გამოითქვა იმედი, რომ შემდგომი მუშაობის პროცესში მოხდება მასთან საქართველოს სამშვიდობო გეგმის მოთხოვნების შეთავსება. სოხუმმა გეგმა უარყო. მოსკოვში გერმანიის ინიციატივებს, მთლიანობაში, მართებული უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხისთვის დევნილთა დაბრუნების საკითხის მიბმა გაუმართლებელია.
”დაბრუნება არარეალურია, ჯერ საჭიროა ვითარების ჩაწყნარება, დიალოგის დაწყება, მხარეთა შორის ნდობის აღდგენა” - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილმა ურცხვი და ბარბაროსული უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ” ლავროვის განცხადება აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების არარეალურობასთან დაკავშირებით სრულ წინააღმდეგობაშია კოლექტიური სამშვიდობო ძალების მოქმედ მანდატთანაც, რაც მშვიდობის დამცველებს ავალდებულებს როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვისთვის თვალყურის დევნებას, ისე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნის უზრუნველყოფას.”
და ისევ სოხუმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სერგეი შამბამ დევნილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა:
[ სერგეი შამბას ხმა] ”თუ ვილაპარაკებთ დევნილებზე, თუ საქართველოს მხარე დაჟინებით მოითხოვს განხილულ იქნეს დევნილთა დაბრუნების საკითხი, ჩვენ მოვითხოვთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვას. ეს იქნება ერთი ადგილის ტკეპნა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: თუ არის სერიოზული წუხილი აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ვილაპარაკოთ დაძაბულობის განმუხტვაზე,,,”
”აფხაზეთის სტატუსი კი აფხაზეთის მოსახლეობამ უკვე განსაზღვრა, ამ თემაზე მსჯელობას არ ვაპირებთ და ამიტომაც არ მივიღებთ არანაირ გეგმას საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის შემოთავაზებით”, - ამბობს შამბა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთის მთელი მოსახლეობის სახელით არ უნდა ლაპარაკობდეს:
[ ალექსანდრე ლომაიას ხმა] ” რეგიონის სახელით საუბრობენ ადამიანები, ვინც რეგიონის მოსახლეობის ოთხი მეხუთედი რეგიონიდან გააძევა. ბუნებრივია, ეს იცის ყველამ. ამიტომ ერთ-ერთი ხმა არის სეპარატისტები ხმა, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი ხმა რეგიონის. მოსკოვის პოზიციის შეცვლა არის გადამწყვეტი.” (სტილი დაცულია)
ეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ რადიო ”თავისუფლებისთვის ” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლამდე. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ უკვე მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე კი გამოიკვეთა, რომ მოსკოვი პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თავისმა რუსმა კოლეგამ აუხსნა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დევნილების დაბრუნების საკითხის დაკავშირება და ამ ორი საკითხის სამეტაპიანი გეგმის პირველ ფაზაში მოქცევა მართებული არ არის... მოსკოვში შტაინმაიერს სოხუმში მოსმენლი პირობები გაუმეორეს: ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთახმების გაფორმება და კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანა.. სოხუმსა და მოსკოვში ერთნაირად, ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში მიიჩნევენ შესაძლებლად დიალოგის დაწყებას, რაც ჩიხური მდგომარეობიდან პროცესის გამოსაყვანად არის აუცილებელი. საკითხისადმი ასეთ დამოკიდებულებას ოფიციალური თბილისი არ ეთამხმება.
”ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება ხელოვნური თემაა, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ძალიან დაჩქარებული პროცესი” ,- ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მიაღწიოს აფხაზეთში დევნილთა უპირობო დაბრუნებას - ამ ეტაპზე გალისა და ოჩამჩირის რაიონებში - და შექმნას საამისო პირობა: კონფლიქტის ზონის ამ ნაწილში რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია საერთაშორისო სამოქალაქო საპოლიციო ოპერაციით ჩაანაცვლოს..
გასული კვირის მოგზაურობისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა შეხედულება, ყველა პოზიცია მოისმინა... ასე რომ, საინტერესოა რას შეცვლიან ავტორები აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების სამფაზიან გეგმაში.