აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პირობითი საზღვრის ჩაკეტვამ პირველ ეტაპზე ყველაზე მტკივნეული პრობლემა აბიტურიენტებს შეუქმნა:
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და გალის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ ეძლევათ საშუალება გადმოკვეთონ ენგურის ხიდი გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად... საქართველოს მხარე ამ ფაქტს ახალგაზრდებთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად განიხილავს და რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
ენგურის გასწვრივ, გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის, პირობითი საზღვარი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებების საბაბით, 2 დღის წინ გადაკეტა. აფეთქება კონფლიქტის ზონაში, უკვე რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოსთან, 2 ივლისსაც მოხდა. მსხვერპლი არ არის. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურები დამნაშავეებს უშედეგოდ ეძებენ და ბოლო დღეებში მომხდარ აფეთქებებში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.. რის საფუძველზე გამოითქმის ასეთი ბრალდება? - ჰკითხა რადიო ”თავისუფლებამ” 2 ივლისს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. ” დამადასტურებელი მასალა არ გვაქვს, თუმცა ლოგიკას საქართველოს სპეცსამსახურებისკენ მივყავართ”, - ასეთი იყო პასუხი.
სერგეი შამბას ვკითხეთ ისიც, როდემდე შეიძლება იყოს დაკეტილი ენგურის ხიდი.
[ სერგეი შამბას ხმა] ” არ ვიცი, სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ სიმშვიდე იქნება, ეს ღონისძიება მოიხსნება. ის დროებითი ხასიათისაა. ”
დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში გადმოსულებს უკან, გალის რაიონში, დასაბრუნებლად კონკრეტული ვადა მისცა. ვადა 3 ივლისს იწურება. ამის შემდეგ ენგურის ხიდზე გალის მიმართულებით აღარავის გაატარებენ.. პირიქით, გალის რაიონიდან ზუგდიდის მიმართულებით გადმოსვლა კი აკრძალულია, მათ შორის იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც, ბევრ სხვა ახალგაზრდასთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. გამოცდები 3 ივლისს იწყება. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გვითხრა, გალის რაიონიდან 200-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული და აქედან 100-ზე მეტმა ენგურსაქეთა საქართველოში გადმოსვლა ვერ მოასწრო . ”მიმდინარეობს მოლაპარაკება და ველოდებით მის შედეგსო” , - გვითხრა მაია მიმინოშვილმა. სერგეი შამბამ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ აბიტურიენტების თაობაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება არ ყოფილა.. ჩვენ მას ვკითხეთ, მიეცემათ თუ არა გალელ აბიტურიენტებს გამოცდებში მონაწილეობის საშუალება :
[სერგეი შამბას ხმა] ” ჯერჯერობით, ასეთ სიტუაციაში, ისინი ვერ შეძლებენ, რადგან არავის გაუთვალისწინებია, რომ მათი პრობლემა ცალკე უნდა გადაწყვეტილიყო. ”
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში, როგორც უკვე ვთქვით, 3 ივლისს იწყება.. გალის რაიონში მყოფი აბიტურიენტების მდგომარეობასთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილი ამბობს:
[მაია მიმინოშვილის ხმა] ” თუ დღეს ვერ გადმოვლენ და ამას 4 ივლისისთვის მოახერხებენ, ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სხვა ნაკადთან ერთად. თუ არადა, მერე, სამწუხაროდ, დაგვიანებული იქნება და ამის გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ. ”
აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში - კერძოდ, დევნილობაში მოქმედ განათლების სამინისტროში - აცხადებენ, რომ გალის რაიონში ადგილი აქვს ზეწოლას იქ ჩარჩენილი აბიტურიენტების ოჯახის წევრებზე, რათა ახალგაზრდებმა ნებაყოფლობით თქვან უარი საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე.. გალის რაიონის აბიტურიენტებისთვის შექმნილი პრობლემა ბავშვების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებად შეაფასა საქართველოს განათლების მინისტრმა გია ნოდიამ. ” მინდა მივმართო ყველა კეთილი ნების ადამიანს, ვისაც აქვს გავლენა სეპარატისტებზე, აუხსნან მათ, რომ ეს არის არაჰუმანური აქტი”, - ასეთი განცხადება გააკეთა გია ნოდიამ .
ოფიციალური თბილისი უარყოფს ყოველგვარ კავშირს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლო დღეებში მომხდარ აფეთქებებთან. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აფეთქებები უკანონო ბიზნესში გავლენის განაწილებისთვის ბრძოლის შედეგი უნდა იყოს, რაშიც რუსი მაღალჩინოსნებიც უნდა იყვნენ გარეულნი. ”ასეთ სიტუაციაში სეპარატისტული რეჟიმი კარჩაკეტილობასა და იზოლაციას ირჩევს, რისი გამოხატულებაცაა მიმოსვლის აკრძალვა გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის”, - დაასკვნის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ...
რადგან აფხაზეთში რუსეთის ცალმხრივ, საქართველოსთან შეუთანხმებელ, ქმედებებს ბოლო არ უჩანს, თბილისში არ გამორიცხავენ, რუსეთი წავიდეს სოხუმში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნაზეც. გავრცელებული ცნობებით, წარმომადგენლობა სოხუმში, სერგეი ბაღაფშის ადმინისტრაციის შენობაში, უნდა განთავსდეს. რადიო ”თავისუფლებამ” 2 ივლისს სერგეი შამბას ჰკითხა, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ცნობა და, თუ ასეა, როდის აპირებენ სოხუმში რუსეთის წარმომადგენლობის გახსნას: ”დაზუსტებით ჯერ არ ვიცით”, - ასეთი იყო პასუხი. ” თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამს და სოხუმში წარმომადგენლობას გახსნის, ამით კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, - მიაჩნიათ საქართველოს ხელისუფლებაში.. გავრცელებული ცნობებით კი, სოხუმში რუსეთის წარმომადგენლობის გახსნაზე მოსკოვის მერს, იური ლუჟკოვს, ელოდებიან.