ყაზახეთში მიმდინარეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია. ეუთოს, ანუ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 56 ქვეყნის,
მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები ასტანაში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ე.წ. გაყინულ კონფლიქტებზე.
ყაზახეთი ის ქვეყანაა, რომელიც 2010 წელს ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობას შეუდგება. ამ გადაწყვეტილებამ იმთავითვე გამოიწვია დისკუსია, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა, რადგან ბევრს ეჭვი ეპარება დემოკრატიული ფასეულობებისადმი ასტანის ერთგულებაში. კვირას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნისას, ასამბლეის პრეზიდენტმა გორან ლენმარკერმა ყაზახეთის ლიდერებს შეახსენა დაპირება, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ითვალისწინებს.
[ლენმარკერის ხმა] “მინისტრთა ბოლო შეხვედრაზე მადრიდში ყაზახეთმა გააკეთა რამდენიმე განცხადება დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმებზე. გვჯერა, რომ ყაზახეთი განაგრძობს მუშაობას, რათა დაპირებები, რომლებიც ყაზახეთისაგან მადრიდში მოვისმინეთ, შეასრულოს კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და სხვების რეკომენდაციების გათვალისწინებით”.
“გამჭვირვალება” მთავარ, საკვანძო ცნებად შეიძლება ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი სესიის მთავარი თემად შეარჩიეს “გამჭვირვალება ეუთოში”. რაც შეეხება გორან ლენმარკერის მიერ ნახსენებ შეხვედრას მადრიდში (შარშანდელ შეხვედრას), იქ ყაზახეთმა ივალდებულა წინსვლა დემოკრატიული რეფორმების გზაზე და პირობების შექმნა თავისუფალი მედიისთვის, ვიდრე 2010 წელს შეუდგებოდეს ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობას.
მაგრამ გამოხდა ხანი და ყაზახეთში რაიმე საყურადღებო რაფორმა არ განუხორციელებიათ, მაშინ როცა გასაკეთებელი ბევრია ქვეყანაში, სადაც, მაგალითად, არჩევნებს ერთხელაც არ დაუმსახურებია ეუთოს დადებითი შეფასება.
როგორც კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ყაზახეთის პრეზიდენტის გამოსვლამ ცხადჰყო, მის ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, დიალოგი რელიგიებს, კულტურებს შორის. რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს, მათ ასე აყალიბებს პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი: [ნაზარბაევის ხმა] “ჯერ ერთი, ეს არის ისეთი სამართლებრივი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომლის საფუძველზეც შეიქმნება პარლამენტი არანაკლებ ორი პარტიის მონაწილეობით. მეორე - უკეთესი პირობების შექმნა პოლიტიკური პარტიების ოფიციალური რეგისტრაციისთვის. იმავდროულად ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური პარტიების შექმნა და მათი მოქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს კონსტიტუციას. მესამე - საარჩევნო პროცესის საპროცედურო მომენტების სრულყოფა, მეოთხე - მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მუშაობის მარეგულირებელი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის აუცილებლობა. ამასთან, სახელმწიფომ თვალი უნდა მიადევნოს იმას, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობა არ იქცეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის, სოციალური, რელიგიური ტოლერანტობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის მიზეზად”.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტ ნაზარბაევის ამ გამოსვლასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მასმედიის შეზღუდვაა, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა...
დაბოლოს, ეუთოს საპარლამენტოს სესიის კიდევ ერთ, საყურადღებო გამოსვლაზე - ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდა ყაზახეთს. [დე ბრიშამბოს ხმა] “მჯერა, რომ ყაზახეთის მთავრობა და პარლამენტი შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს”.
იქვე ბრიშამბო შეეხო ე.წ. გაყინულ კონფლიქტებს. მისი თქმით, ეუთო აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას: [დე ბრიშამბოს ხმა] “თუ გახსოვთ, როცა საქმე აფხაზეთს ეხება, ეუთო კი არა, გაეროა ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მცდელობაზე. მაგრამ ეუთოს ნაკისრი აქვს პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის საკითხში და მასზე საპარლამენტო ასამბლეას, რასაკვირველია, სურს ყურადღების გამახვილება, რათა ვიხილოთ პროცესი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზის მოსაძებნად”.
სხვა საკითხები, რომლებზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეები ასტანაში 3 ივლისამდე იმსჯელებენ, მოიცავს წყლის რესურსების მართვას, ტრეფიკინგს, მიგრაციას.
ზოგადად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი მიზანია საპარლამენტთაშორისო დიალოგი ეუთოს სივრცეში დემოკრატიული რეფორმების ხელშესაწყობად.