საქართველოში სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ”ატლანტიკური საბჭოსა” და ჰარიმანის ინტიტუტის დელეგაცია.
რადიო ”თავისუფლება” ამ რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ დელეგაციის წევრები თბილისის შემდეგ შეხვედრებს სოხუმში გამართავდნენ და შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდებოდნენ და მონაწილეობას მიიღებდნენ ფორუმში, სახელწოდებით ”აფხაზეთის გაყინული კონფლიქტი”. ფორუმი, რომელშიც ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ევროპელი, რუსი და ქართველი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდში” გაიმართა და მისი მსვლელობისას სოხუმში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით აზრის გაზიარება კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელს დევიდ ფილიპსს ვთხოვე .. მას კონფლიქტების შესწავლის სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
დევიდ ფილიპსი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ამერიკის შეერთებული შტატების ”ატლანტიკური საბჭოს” დელეგაციის წევრებთან ერთად 2 დღის მანძილზე სტუმრობდა.. ამერიკელმა ექსპერტებმა იქ შეხვედრები გამართეს როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.. ვიზიტის მიზანი საქართველოს ამბოხებულ რეგიონში არსებული რთული ვითარების ადგილზე გაცნობა იყო... თუ რა თვალით დაინახეს ამერიკელმა მკვლევარებმა აფხაზეთის რეალობა და როგორ ესახებათ კონფლიქტის მოგვარების გზები, აისახა იმ რეკომენდაციებში, რომელთაც ”ატლანტიკური საბჭოსა” და კოლუმბიის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები შესთავაზებენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სექტემბერში.
[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ისინი აპირებენ დოკუმენტის შექმნას, რომელიც გავრცელდება შეერთებული შტატების მაღალ პოლიტიკურ წრეებში და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნის იმათ, ვინც გადაწყვეტილებას ღებულობს შეერთებულ შტატებში. ეს არის მისასალმებელი და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ფონდიც ღებულობს მონაწილეობას ამაში.” (სტილი დაცულია)
მითხრა ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ხელმძღვანელმა ალექსანდრე რონდელმა ფორუმის მსვლელობისას... რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის შთაბეჭდილებებს, სოხუმში გამართული შეხვედრების შესახებ აზრის გაზიარება, როგორც უკვე ვთქვი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარს დევიდ ფილიპსს ვთხოვე:
[დევიდ ფილიპსის ხმა] ”ისინი წინააღმდეგნი არიან საქართველოსთან ნებისმიერი კავშირისა და უარს ამბობენ ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყებაზე მანამდე, სანამ კოდორის ხეობას არ დატოვებენ შეიარაღებული ძალები. უარყოფენ დევნილთა დაბრუნების იდეასაც....საქართველოს მთავრობას ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევაში სდებენ ბრალს. ამასთანავე, აქვთ იდენტობის დაკარგვისა და რუსეთში გათქვეფის შიში. ასე რომ, რთულ მდგომარეობაში არიან. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ აფხაზი ხალხი რთულ მდგომარეობაშია.. მათი მარგინალიზაცია ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესის აღდგენა განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი პროვოკაციულ და კონფლიქტის ესკალაციისათვის სარისკო ნაბიჯებს დგამს. ”
”ატლანტიკური საბჭოსა” და კოლუმბიის უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოში - კერძოდ, აფხაზეთში - კონფლიქტის შესწავლისა და კონფლიქტის გადაწყვეტისადმი ახლებური მიდგომების საძიებლად ჩამოვიდა. დევიდ ფილიპსს ვკითხე, თუ როგორ ესახება გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან თბილისსა და სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ.
[დევიდ ფილიპსის ხმა] ”ჩვენი განხილვის მიზანი სწორედ კონფლიქტის გადაჭრის ახალი გზების ძიებაა. თუ შეიძლება ერთი დიდი დასკვნის გაკეთება, ეს დასკვნა იქნება, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის, კონფლიქტი ყოველდღე გრძელდება. გაყინულია მხოლოდ სამშვიდობო პროცესი. მოსკოვის 16 აპრილის განკარგულებისა და აფხაზეთში სამშვიდობო ძალების დამატებითი კონტინგენტის შეყვანის შემდეგ რეალური ძალადობის რისკი გაიზარდა. რუსეთმა შეუწყო ხელი კონფლიქტის გაყინული მდგომარეობიდან გამოსვლას და მანვე უნდა მიიღოს მონაწილეობა კონსტრუქციულ დიპლომატიაში. ახლა ისინი ქმნიან პრობლემას, მაშინ როდესაც მონაწილეობას უნდა იღებდნენ პრობლემის გადაჭრაში. ”
მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი რუსეთმა შეცვალოს პოლიტიკა და შეასრულოს კონსტრუქციული როლი საქართველოს კონფლიქტების გადაჭრაში? რამდენად შესაძლებელია რუსეთი, რომელიც ქმნის პრობლემებს, გახდეს პრობლემის გადამჭრელი? რუსი ექსპერტის ალექსანდრ მალაშენკოს მოსაზრებას თუ მივყვებით, ძნელი წარმოსადგენია რუსეთმა შეცვალოს პოლიტიკა... მალაშენკოს ვთხოვე შეეფასებინა აფხაზეთში რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები.
[ალექსანდრ მალაშენკოს ხმა] ” როგორ ვაფასებ სარკინიგზო ჯარების შეყვანას? არანაირად.. აბა, რას ელოდით? ეს არის გაგრძელება რუსეთის პოლიტიკისა .. დიახ, ის არ იყო საქართველოსთან შეთანხმებული, მაგრამ რა? რაც ხდებოდა აქამდე, რა, შეთანხმებული იყო? თუნდაც იგივე პასპორტიზაციის პროცესი.. თუ აფხაზეთში რუსეთის ინტერესებზე ვილაპარაკებთ, ინტერესები სხვადასხვაგვარია. არის სახელმწიფო ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს აქვს ამბიცია შეინარჩუნოს კავკასიაში დერჟავნიკული პოზიცია და არის ფინანსური ინტერესები იმ ადამიანების, რომლებიც ამ პოლიტიკას ლობირებენ.. აფხაზეთში ყველაფერი გაყიდულია: პლაჟები, დასასვენებელი სახლები... რატომ უნდა დაიკარგოს ეს ყველაფერი? - ამაშია ინტერესი.. ”
რუსი ექსპერტების ამ და სხვა მოსაზრებებს 19 ივნისს ” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში” ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ექსპერტები ისმენდნენ. ფორუმისა და ამერიკელი ექსპერტების აფხაზეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას ალექსანდრე რონდელმა რადიო ”თავისუფლებას ” უთხრა: დასავლეთში, როგორც იქნა, დაიწყეს საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის აქამდე დაფარული ნაწილის გაშიფვრაო.
”აშკარად გამოიღვიძეს, თუმცა ევროპელებმა - მხოლოდ ნახევრად...ამერიკელები გაცილებით მეტად ნერვიულობენ და ამის გამოხატულება იყო ამ დღეებში სოხუმში განხორციელებული ვიზიტიც”, - დასძინა ნათქვამს ალექსანდრე რონდელმა...კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნასა და რეკომენდაციებს ”ატლანტიკური საბჭო” შტატების ადმინისტრაციას სექტემებრში შესთავაზებს.