აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შეხვედრებს ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია მართავს.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ფილიპს დევიდი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოცენტი მიტჩელ ლინკოლნი და სხვები, სოხუმში 16 ივნისს ჩავიდა. სეპარატისტულ აფხაზეთში ვიზიტი 2 დღიანია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეწვევიან... რა მიზანს ემსახურება ვიზიტი და რას უნდა ნიშნავდეს აფხაზეთში დასავლელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების გახშირებული ვიზიტები?
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ატლანტიკური საბჭო” პოლიტიკური კვლევების ერთ-ერთი სერიოზული ცენტრია. შტატების ადმინისტრაციას ის, სხვა მსგავს ცენტრებთან ერთად, 21-ე საუკუნის გამოწვევების გაანალიზებასა და მათთან გამკლავების გზების ძიებაში ეხმარება.. სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს .. აქ ისინი პირველად საქართველოს ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ, შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვით, ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონს, აფხაზეთს, ეწვივნენ. ”ატლანტიკური საბჭოს” დელეგაცია საქართველოში - კერძოდ, აფხაზეთში -აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის დეტალურად შესასწავლად ჩამოვიდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრედ კემპი საბჭოს პრეს-რელიზში განმარტავს: ” რუსეთი აქტიურად უპირისპირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას; სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მისი მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს. დროა ვითარება ღრმად გაანალიზდეს და კონფლიქტის გადაწყვეტისადმი ახლებური მიდგომა შემუშავდეს. ჩვენი მისიის ვიზიტი აფხაზეთში არის ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანი.”
ვიზიტი საქართველოშიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მნიშვნელოვნდ მიაჩნია ის ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” თანამშრომელს, პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძესაც:
[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ატლანტიკურ საბჭოს საკმაოდ უსმენენ შეერთებული შტატების მთავრობაში. ერთადერთი არ არის ატლანტიკური საბჭო, როგორც სააზროვნო ცენტრი - არის სხვა ცენტრები და ფონდები, რომლებიც ანალოგიურ საკითხებზე მუშაობენ და მთავრობას თავის მოსაზრებებს აწვდიან. ”ატლანტიკური საბჭო” ერთ-ერთი პრესტიჟულია მათ შორის.მას უსმენენ და მისი დელეგაციის ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში. ”
აფხაზეთში შეხვედრების ამოწურვის შემდეგ დელეგაცია თბილისში დაბრუნდება.. ”ატლანტიკური საბჭოს” წარმომადგენლები სწორედ თბილისში მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიაში, რომელიც კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის გაანალიზებას მიეძღვნება და რომელშიც მონაწილეობას რუსი ექსპერტებიც მიიღებენ. ამ ”მრგვალ მაგიდას” 19 ივნისს ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი” უმასპინძლებს.. საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ”ატლანტიკური საბჭო ”შტატების ადმინისტრაციას საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს სექტემბერში შესთავაზებს.. პრესტიჟული ამერიკული კვლევითი ცენტრის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - კერძოდ, სოხუმში - მოჰყვა აფხაზეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზას, შემდეგ ევროკავშირის ელჩებისა და თავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჰავიერ სოლანას, ჩასვლას... პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ვერ იხსენებს წარსულში ამ რანგის პირების ასეთ ინტენსიურ ვიზიტებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში:
[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”როგორც ჩანს, დადგა რაღაც მომენტი, როცა მეტად აცნობიერებს საერთაშორისო თანამეგობრობა, დასავლეთი, - ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები და მისი ინსტიტუტი, - რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები ხელს უშლის არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ დასავლური ინტერესების ფეხის მოკიდებას ჩვენს რეგიონში, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ზოგადად ევრაზიული სივრცისთვის. ”
”სამხრეთ კავკასია არის კარიბჭე, ენერგომატარებლების რუსეთის გვერდის ავლით ტრანზიტის დერეფანი და, ამას გარდა, დასავლური ფასეულობების გავრცელების კარიბჭეც”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე და დასძენს: ” საქართველოში თუ დემოკრატიული რეფორმები იქნება წარმატებული, ამან შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს მიმდებარე ქვეყნებზე.. ეს კი ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ინტერესებში შედის. გადაუჭრელი კონფლიქტები კი არის ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოში სიღრმისეული დემოკრატიული გარდაქმნებისთვის, საქართველოს მიერ დასავლეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის”, - ასე ხედავს ქართველი პოლიტოლოგი საქართველოს კონფლიქტების მოსაგვარებლად დასავლეთის თვალშისაცემი გააქტიურების მოტივაციას ... კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს სოხუმში შეერთებული შტატების ”ატლანტიკური საბჭოს” დელეგაცია ჩავიდა... დელეგაციის წევრები შეხვედრებს იქ 17 ივნისსაც გამართავენ.