რუსეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თბილისი დიპლომატიური რესურსის გააქტიურებას უპირისპირებს.
ამ დღეებში საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, სულ მალე კი სანკტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს მიხეილ სააკაშვილისა და დმიტრი მედვედევის შეხვედრა. რა ახალი ნიშნები, რა ტენდენციები იკვეთება საქართველოს მთავარი პრობლემისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაში და რამდენად სერიოზულია აფხაზეთში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის საფრთხე? ამ და სხვა საკითხებზე ეკა წამალაშვილი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას.
(იხ. აუდიოვერსია)
(იხ. აუდიოვერსია)