რა მიზნით ესტუმრა თბილისს უკრაინის თავდაცვის მინისტრი?

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ იური ეხანუროვის ხელმძღვანელობით.
საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გააქტიურებისა და სუამის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს მხარში უდგას უკლებლივ ყველა პრობლემის გადაწყვეტაში, და თან არცთუ ადვილ დროს.
კითხვას, რამდენად რეალურია უკრაინელი მშვიდობისდამცველების ჩართვა აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციაში, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა:
ეხანუროვი: "უკრაინას სამშვიდობო მისიებში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ამჟამად მრავალ ქვეყანაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ვმონაწილეობთ. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ იქ, სადაც უმაღლესი მთავარსარდალი გვიბრძანებს. დანარჩენი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია."
საქართველოში უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შეფასება ვთხოვეთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ რურუას.

(იხ. აუდიოვერსია)