დღეს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გამოსათხოვარი მატჩია:
მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები შოთას მეგობრების ნაკრებს ეთამაშება. მატჩამდე შოთას – ქართველ ფეხბურთელთა პირველი პოსტსაბჭოთა თაობის ამ უკანასკნელ მოჰიკანს – საქმეს რა გამოულევს: სხვა თუ არაფერი, სამ ათეულზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს მისახედი. ამიტომ მისთვის სტუდიაში მობრძანება არც გვითხოვია – შოთას ტელეფონით დაუკავშირდა დავით კაკაბაძე – ჩვენი კოლეგა და ფეხბურთში ძმები არველაძეების პირველი ნაბიჯების მომსწრე. გთავაზობთ მათი საუბრის ჩანაწერს.
(იხ. აუდიოვერსია)
(იხ. აუდიოვერსია)