2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობდნენ
მიხეილ სააკაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე. მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც სწორედ ადმინისტრაციული რესურსისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას ეხება. მინდა ამ ცვლილებების შესახებ გესაუბროთ.
საქართველოს ნებისმიერ რაიონში, სადაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, ამ კანდიდატის გვერდით თითქმის ყოველდღე ჩნდება რომელიმე ჩინოვნიკი. ტელევიზიების მეშვეობით, საქართველოს მთელი მოსახლეობა უყურებს, როგორ ხსნიან ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელები სხვადასხვა ობიექტს – სკოლას, ხიდს თუ სტადიონს – და ამ ღონისძიებების ერთ–ერთ შემოქმედად, როგორც წესი, სახელისუფლო პარტიის მაჟორიტარი კანდიდატიც სახელდება. საქართველოს არაერთ ქალაქში სახელისუფლო კანდიდატები სკოლებშიც გამგებლებსა და ადგილობრივი რესურსცენტრების უფროსებთან ერთად დადიან. ასეთი შეხვედრების გაშუქებისას გაზეთებსა და რადიოგადაცემებში ხშირად წააწყდებით განმარტებას, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
ეს სიმართლეა, ოღონდ საქმე კიდევ უფრო უარესადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის მარტში მიღებული ცვლილებებით, ბევრი რამ, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს და ზოგჯერ ჟურნალისტსაც კანონდარღვევა ჰგონია, სინამდვილეში, სრულიად მყარად ზის საკანონმდებლო ჩარჩოში. კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, გარდა რამდენიმე კატეგორიის მოხელისა. კერძოდ, კანონი აგიტაციას უკრძალავს საარჩევნო კომისიების წევრებს, მოსამართლეებს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების საჯარო მოხელეებს.
რაც შეეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებს, მათ ეკრძალებათ აგიტაცია მივლინების პერიოდში, აგრეთვე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას; რაც მთავარია, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ოღონდ კანონში არსებობს იმ პირების ჩამონათვალი, რომლებზეც ბოლო შეზღუდვა არ ვრცელდება. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრს, მინისტრის მოადგილეს, საკრებულოს წევრს და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს. მსმენელი რომ არ დაიბნეს, გავიმეორებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირს, ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, უფლება აქვს წინასაარჩევნო აგიტაცია გასწიოს არა მხოლოდ სამსახურისგან თავისუფალ დროს, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც. ამიტომ, როდესაც თბილისის რიგით მოქალაქეს უკვირს, რატომ მონაწილეობს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში, მისი გაკვირვება მხოლოდ კანონის უცოდინრობით არის განპირობებული. როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტის გამგებლებსაც ბოლომდე არ სჯერათ, რომ კანონი ყველაფრის უფლებას აძლევთ და ზოგიერთი გამგებელი ოფიციალურ განცხადებას უწერს საკრებულოს თავმჯდომარეს, ამა და ამ დღეს გამათავისუფლეთ და ხელფასიც დამიქვითეთო. ამის შემდეგ ვალმოხდილი გამგებელი მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად საჯარო შეხვედრებზე დადის.
გამოდის, კანონის მიხედვით, რესურსცენტრის უფროსსაც უფლება აქვს სკოლაში მივიდეს როგორც მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერი და თუ განცხადება ხელფასის დაქვითვაზე მასაც დაწერილი აქვს, ესე იგი, კანონს არ დაარღვევს.
ფორმალურად ყველაფერი რიგზეა: კანონია მეტისმეტად ლიბერალური. ფაქტობრივად კი, ის გამოდის, რომ სხვადასხვა პარტიის კანდიდატები სრულიად არათანაბარ პირობებში ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას. მაგალითად, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი თელავის რაიონში – ფიქრია ჩიხრაძე – თელავის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, მას პედაგოგები და მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ. მაგრამ, ქალბატონ ფიქრიას ინფორმაციით, ამ შეხვედრის გამო სკოლის ხელმძღვანელებს უსიამოვნო გასაუბრება მოუხდათ მავან ჩინოვნიკთან, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა კანდიდატმა გადაწყვიტა სკოლაში შესვლისგან საერთოდ თავი შეეკავებინა.
როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტი პარტიის თავმჯდომარეა, პარლამენტში მისი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და აღმასრულებელი ხელისუფლებაც მთლიანად ამ პარტიის წევრებისა ან მხარდამჭერებისგან არის დაკომპლექტებული, ცხადია, კანონიც, მედიაც და ფაქტობრივი ვითარებაც ამავე პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში. ასე იქმნება რეალობა, რომელშიც ერთი პარტიისთვის ყველაფერი დასაშვები და კანონიერია, დანარჩენებისთვის კი ყველაზე ეფექტურ კამპანიად უკიდურესი აგრესია რჩება.