აფხაზეთში სამშვიდობო ძალების სახით საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებით ახსნა. თანამეგობრობის მეთაურთა 1994 წლის 22 აგვისტოს დოკუმენტში კი მართლაც წერია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თანამეგობრობის დაინტერესებულ სახელმწიფოებს 2500-3000 სამხედრო მოსამსახურე უნდა განელაგებინათ. ამ ეტაპზე მშვიდობისდამცველთა რაოდენობა არ სცილდება შეთანხმებით დადგენილს, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ამასვე იმეორებენ სოხუმში. თბილისში კი მიაჩნიათ, რომ სამშვიდობო ძალების საფარქვეშ აფხაზეთში დამატებითი ძალების შეყვანით რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებიც დაარღვია და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებიც.
საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები თითქმის ყოველდღე განმარტავენ, რომ საქართველოს არ აძლევს ხელს ვითარების დესტაბილიზაცია და არ აპირებს ომს აფხაზეთში. ომი რომ არც აფხაზების ინტერესშია, ეს დაადასტურა ხუთშაბათს, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად ეთანხმება აზრს, რომ მორიგი დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის ამჯერადაც მესამე ძალას - რუსეთს - აძლევს ხელს; ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთი ცდილობს აფხაზები და ქართველები საკუთარ თამაშში ჩაითრიოს.
[სერგეი შამბას ხმა] ”რუსეთის თამაშში თუ კონფლიქტის პროვოცირებას გულისხმობთ, ამ თამაშს ყოველთვის საქართველო თამაშობდა. 92 წელს ომი საქართველომ დაიწყო, 1998 წელს და 2001 წელსაც, კოდორის ხეობაში, ომი დაიწყო საქართველომ... აფხაზეთს არასდროს დაუწყია ომი და არც ყოფილა დაინტერესებული ომით. ”
რა ხდება დღეს, როცა აფხაზეთში რუსეთმა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა და ამას მიესალმნენ სოხუმში? როცა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტს მოუწოდა თავი შეიკავოს ჟენევის ფორმატის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისგან? როცა უარყოფილია თბილისის ახალი სამშვიდობო ინიციატივები? შეკითხვას, გქონდათ თუ არა ამ ბოლო დღეეებში კონტაქტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთანო, შამბა უპასუხებს : ”ეს ჩვენი საიდუმლოებაა და მის აფიშირებას არ ვახდენთ”. რაც შეეხება მთავარს, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების საფარქვეშ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ სამშვიდობო ძალები 1000 კაცით გაიზარდა, 3000-იანი კვოტა შეივსო, ანუ თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებაში მითითებული ზედა ზღვარი არ დარღვეულა. ასე არ ფიქრობენ თბილისში. რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის გაზრდა საქართველოს მხარესთან შეუთანხმებლად არის უკანონო, - განაცხადა 1 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ.
სააგენტო ”რეიტერმა” გაავრცელა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის დამატებითი ძალების შესვლის ვიდეოკადრები. დაუზუსტებელი ცნობით, რასაც საქართველოს საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ, რუსებმა აფხაზეთში დამატებითი ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. რუსმა სამხედროებმა ტყვარჩელი და, გარდა ამისა, გალის რაიონში სათანჯოს მთა და ოქუმის მაღალი საცეცხლე წერტილები დაიკავეს. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების დამატებითი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საქართველოს მხარემ გაეროს დამკვირვებელთა მისიას მოსთხოვა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ინფორმაციით, გალის რაიონში დამატებით დაახლოებით 700-მდე რუსი ჯარისკაცია შეყვანილი.
”რისთვის გახდა საჭირო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდა, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი საქვეყნოდ აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს ომს და როცა რუსეთის ქმედებებს - მათ შორის, სამშვიდობო ძალების რიცხოვნების გაზრდის შესახებ ცალმხრივ გადაწყვეტილებას - არაგონივრულს უწოდებენ დასავლეთში? აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმში არ სჯერათ თბილისში გაკეთებული განცხადებებისა.. ” ჩვენ დასკვნებს საქმიდან გამომდინარე ვაკეთებთ”, - გვითხრა მან და დაიწყო შეკითხვების ჩამოთვლა : ” რატომ დახარჯა საქართველომ მილიარდები არმიის გაძლიერებისთვის? როცა მიმართავს არმიას მიხეილ სააკაშვილი, რატომ შეახსენებს ჯარისკაცებს, რომ აღსადგენია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა? რატომ გაიძლიერა საქართველომ პოზიცია კოდორის ხეობაში? რატომ დაფრინავენ საქართველოს მზვერავი თვითმფრინავები გალის რაიონის ტერიტორიაზე? ” ” მაქვს სხვა ბევრი შეკითხვაც”, - გვითხრა შამბამ და ჩვენს შეკითხვას, რატომ არის შეუძლებელი აფხაზეთიდან გამოდევნილი ადამიანების სახლში დაბრუნება, ასეთი პასუხი გასცა:
[სერგეი შამბას ხმა] ”იმიტომ, რომ აქ ომი იყო და არა ეთნიკური კონფლიქტი. სადაც შეიძლებოდა ამ ადამიანების დაბრუნება, გალის რაიონს ვგულისხმობ, იქ დავაბრუნეთ. სხვა რაიონებში დაბრუნება იქნება ახალი კონფლიქტი, ომი, სისხლისღვრა, ჩვენ კი არ ვართ ამით დაინტერესებულნი. დევნილები სხვა რაიონებში რომ დაბრუნებულიყვნენ, ამისთვის საქართველოს 15 წელი ჰქონდა და ამ ხნის მანძილზე უნდა გაეკეთებინა ყველაფერი, რომ შეეცვალა აფხაზების დამოკიდებულება საქართველოსადმი, ის მარტო მტრობის გაღვივებით იყო დაკავებული. ”
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა თავი შეიკავა რუსეთის როლსა და ინტერესებზე საუბრისგან. ამ დღეებში ის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მიესალმა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდას, რაც, სოხუმისა და მოსკოვის მტკიცებით, არ ეწინააღმდეგება შეთანხმებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი განმარტავს, რომ შეთანხმება, კერძოდ, მოსკოვის შეთანხმება, მკაფიოდ განსაზღვრავს ტერიტორიას, სადაც სამშვიდობოებს გადაადგილების უფლება აქვთ, ამ ტერიტორიის გარეთ გადაადგილებები კი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მხარესთან. საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, იკრძალება დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტების გახსნა.
” კონტინგენტის გაზრდის დასაბუთებისთვის მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს ქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვის შეთანხმების პირობებს”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველომ გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი ქმედებები აფხაზეთში შეფასებული იქნება როგორც აგრესიის ფაქტი.