თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა უარყვეს საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება ერთიანი სახელმწიფოს შენების თაობაზე...
ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი და გავაგრძელებთ გზას დამოუკიდებლობისკენ, - თქვეს მათ. ამას გარდა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოუწოდა დე ფაქტო პრეზიდენტს თავი შეიკავოს მოლაპარაკებათა ჟენევის პროცესში მონაწილეობისგან, სანამ გაერო და გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი სათანადო შეფასებას არ მისცემს საქართველოს ქმედებებს... სოხუმი, ისევე როგორც მოსკოვი, თბილისს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი აფხაზეთში ომისთვის არ ემზადება, ომისთვის ემზადება საქართველო. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს თანხმობის გარეშე აფხაზეთში სამშვიდობო ძალების გაზრდის გამო. აფხაზეთში და აფხაზეთის მიმართულებით მიმდინარე პროცესები უფრო და უფრო შემაშფოთებელ სახეს იღებს.
აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე პავლუჩკო დაინიშნა - რუსი პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში წლების მანძილზე მსახურობდა და რომელიც განმუხურის ცნობილი ინციდენტის ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება. პავლუჩკომ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში საბრძოლო მომზადების სფეროს უნდა უხელმძღვანელოს. დე ფაქტო ხელისუფლებისთვის რუსეთსა და რუსებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ აფხაზეთი მზადაა ხელი მოაწეროს რუსეთთან სამხედრო შეთანხმებას, რაც ოფიციალურ საფუძველს შექმნის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობისათვის. ”არ ვგულისხმობ გუდაუთის სამხედრო ბაზას, ვგულისხმობ სხვა ახალ ბაზებსაც”, - თქვა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში სერგეი შამბამ. შამბა მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას აფხაზეთი საქართველოს შესაძლო სამხედრო აგრესიისგან. შესაბამისად, ის მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს თანხმობის გარეშე გაეზარდა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალთა წარმომადგენლების რიცხვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებით, რომელიც მან ლუქსემბურგში გააკეთა, აფხაზეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდა რუსეთს საქართველოს პროვოკაციულმა ქმედებებმა უკარნახა. პროვოკაციულ ქმედებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოთვალა: ზემო აფხაზეთში სამხედროებისა და პოლიციელთა რიცხვის ზრდა, საქართველოს კუთვნილი მზვერავი თვითმფრინავის ფრენა, ლავროვმა საქართველოს, კერძოდ, გალის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ”პატრიოტთა ბანაკიც” ახსენა და რეზიუმეს სახით განმარტა, რომ აფხაზეთში მშვიდობისდამცველთა რაოდენობის ზრდით რუსეთი შეთანხმებებს არ არღვევს:
[სერგეი ლავროვის ხმა] ” მშვიდობისდამცველები აფხაზეთში იმყოფებიან კონფლიქტის მხარეთა მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ ხელშეკრულებებით იქ დაშვებულია მშვიდობისმყოფელთა მაქსიმალური რაოდენობა და ჩვენი მშვიდობისმყოფელები იქ იმყოფებიან იმ რაოდენობით, რომელიც დაშვებულია შეთანხმებებით. ”
სერგეი ლავროვის ამ განცხადებას იქვე, ლუქსემბურგში, გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა. ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან თქვა, რომ აფხაზეთში მშვიდობისდამცველთა კონტინგენტის ზრდა არ არის რუსეთის ბრძნული გადაწყვეტილება:
[ჰავიერ სოლანას ხმა] ” მაშინაც კი, თუ მშვიდობისდამცველთა რიცხვის გაზრდა ლიმიტის ჩარჩოებს არ სცდება, თუ გსურს დაძაბულობის განცდის შემცირება, არა მგონია, გონივრული იყოს მშვიდობისმდამცველთა რიცხვის ზრდა ახლა. და ეს მე ძალიან თავაზიანდ ვუთხარი რუს მინისტრს.”
რუსეთის გადაწყვეტილება გაზარდოს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების სახელით მოქმედი სამხედრო წარმომადგენლობა, უარყოფითად შეაფასეს ვაშინგტონშიც. ” სრულიად დასაშვებია რუსეთის ამ ქმედებას პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობა მოჰყვეს” ,- განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ.
საქართველოს მხარის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუზე რუსეთის ჯავშანტექნიკამ, მძიმე არტილერიამ და დამატებითმა სამხედრო შენაერთებმა გადმოლახეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მან აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, 15 ახალი საგუშაგო გახსნა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ქმედება სამშვიდობო ოპერაციად, შენიღბულ აგრესიად განიხილა და კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს, მიიღონ გადამჭრელი და დროული ზომები საქართველოს მიმართ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის აღსაკვეთად.