პარიზის ქალაქის საბჭომ კენჭისყრით დაადგინა, რომ საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭოს ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს,

დევნილებაში მცხოვრებ დალაი ლამას. პარიზის მერმა, სოციალისტური პარტიის წევრმა, ბერტრან დელანომ განაცხადა, რომ საფრანგეთის დედაქალაქს სურს, პატივი მიაგოს მშვიდობისთვის მებრძოლს. პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც ცდილობს, შეარბილოს ორი კვირის წინათ პარიზში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი დაძაბულობა ჩინეთთან, წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაგმო საფრანგეთის მიერ დალაი ლამას დაჯილდოვება.