გუშინ გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ექვსი თვით - 15 ოქტომბრამდე გაუგრძელა მანდატი საქართველოში თავის მეთვალყურეთა მისიას.
საგანგებოდ მიღებულ რეზოლუციაში უშიშროების საბჭო კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, ერთმანეთის პოზიციები გაითვალისწინონ და თავი შეიკავონ როგორც ძალადობის აქტების, ისე პოლიტიკური პროვოკაციებისგან.
გაეროში აშშ-ის ელჩი ზალმაი ხალილზადი მიესალმა გაეროს მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის გაგრძელების ფაქტს და ქებით მოიხსენია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი სამშვიდობო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარტის მიწურულს გააცნო ფართო საზოგადოებას. ხალილზადმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, თბილისის ახალი ინიციატივა სერიოზული განხილვის საგნად აქციოს - ისევე, როგორც წლეულსვე, ჟენევაში გამოთქმული წინადადებები ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
გაეროში აშშ-ის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები, კერძოდ კი მისი გადაწყვეტილება, გაეუქმებინა აფხაზეთის მიმართ ვაჭრობის სფეროში მოქმედი ემბარგო; და მოსკოვის სულ ბოლო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობების გახსნას უკავშირდება.
[ზალმაი ხალილზადის ხმა] "ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ცნობების გამო, რომლებიც მოსკოვიდან ვრცელდება და ეხება რუსეთის გეგმას, გახსნას ნახევრად ოფიციალური წარმომადგენლობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, ნუ აირჩევს ამ გზას, რომელიც გააბათილებდა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი რუსეთის გამოცხადებულ მხარდაჭერას."
თავისი ამერიკელი კოლეგის გამოსვლა აშკარად არ მოეწონა გაეროში რუსეთის ელჩს, ვიტალი ჩურკინს. მან ჯერ უარყო მოსკოვის მისამართით გამოთქმული კრიტიკა, შემდეგ კი თბილისს ბრალი დასდო კოდორის ხეობაში თავისი შეიარაღებული ძალების გაზრდაში.
[ჩურკინის ხმა] "შეშფოთება, რომელიც ელჩმა ხალილზადმა გამოთქვა, სრულიად არ ითვალისწინებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ჭეშმარიტ პრობლემას. ნამდვილი პრობლემა ის არის, რომ საქართველო ინარჩუნებს და ზრდის ზემო კოდორის ხეობაში თავისი შეიარაღებული ძალების რიცხვს. გაეროს გენერალური მდივნის რეკონმენდაციების მიუხედავად, კონფლიქტის რაიონში, გამყოფი ხაზიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, გრძელდება ეგრეთ წოდებული "ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკის" მოქმედება."
ვიტალი ჩურკინი ამით არ დაკმაყოფილებულა. მან თქვა, მიკვირს ჩვენს მიმართ კრიტიკული შენიშვნების მოსმენა იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელმაც სულ ახლახან სასწრაფოდ აღიარა კოსოვოს მიერ უკანონოდ და ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობაო. "ის, ვისაც საერთაშორისო კანონიერების საკითხი აღელვებს, პირველ რიგში საკუთარ ქმედებებს უნდა დაუფიქრდესო" - დასძინა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა.
რადიო "თავისუფლების" ნიუიორკელმა კორესპონდენტმა ნიკოლა კრასტევმა კომენტარი სთხოვა გაეროში საქართველოს ელჩს ირაკლი ალასანიას, რომელმაც გაეროს რეზოლუციის ტექსტიდან ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო.
[ირაკლი ალასანიას ხმა] "პირველი, ეს არის, რომ დაფიქსირდა რეზოლუციაში, რომ კოდორის ხეობაში სიტუაცია შეესაბამება უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ქართულმა მხარემ 94 წელს, ეგრეთ წოდებულ 'მოსკოვის შეთანხმებას'. და ნებისმიერი ინსინუაციები რუსეთის მხრიდან ამ კუთხით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. და მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი არის მეათე პუნქტი, სადაც პირველად გაჩნდა უკვე კონკრეტულ დროზე ლაპარაკი. საუბარია აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების გარემოს შექმნისთვის კონკრეტულ ვადებზე. ანუ, ჩვენი აზრით, ეს ორი მნიშვნელოვანი მომენტი გაჩნდა რეზოლუციაში და, ბუნებრივია, ის ტრადიციული სეგმენტები, რომლებიც ეხება უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დადასტურებას და ერთგულებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ. ეს, ბუნებრივია, ისევ არის რეზოლუციაში."