სამშაბათს და ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესში მიმდინარეობს გენერალ დევიდ პეტრეუსის ანგარიშის მოსმენა ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის თაობაზე.
ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდალთან ერთად სენატორების შეკითხვებს უპასუხებს რაიან კროკერიც - ვაშინგტონის ელჩი ბაღდადში. პეტრეუსისა და კროკერის ამოცანაა, არა მხოლოდ ამჟამად არსებული ვითარება შეაფასონ, არამედ გააანალიზონ, რამდენად გაამართლა ამ ერთი წლის წინათ განხორციელებულმა ნაბიჯმა, რომლის შედეგად ოპერაციის მონაწილე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 140-დან 170 ათასამდე გაიზარდა.
თავდაპირველი გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისისთვის ერაყი უნდა დაეტოვებინა, სულ ცოტა, ხუთ ბრიგადას. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გენერალმა პეტრეუსმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ერაყში შექმნილი ვითარების შესაფასებლად მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო. მიმომხილველთა ვარაუდით, კონგრესში გამოსვლისას, გენერალი უკვე ოფიციალურად მოითხოვს თავდაპირველი გეგმის გადასინჯვას და ამერიკის ჯარის ამჟამინდელი რიცხობრივი შემადგენლობის შენარჩუნებას.
ამასთანავე, გენერალ პეტრეუსის ეს მოხსენება გაცილებით მეტია, ვიდრე სამხედრო ვითარების შესახებ უბრალო ანგარიში. საქმე ის არის, რომ მოსმენაში მონაწილეობს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი და, ცხადია, ყოველი მათგანი ეცდება, გენერლისთვის შეკითხვების დასმის გზით ამერიკის საზოგადოებას ერაყში საკუთარი პოლიტიკა გააცნოს და მოაწონოს.
ერთ-ერთი მათგანია სენატორი ჯონ მაკკეინი, პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკელთა პარტიიდან, რომელმაც ორშაბათს, ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე, ერაყის საკითხზეც ისაუბრა.
[ჯონ მაკკეინის ხმა] "ერაყში შექმნილი რეალობის თაობაზე ყოველგვარი ეჭვი გაფანტულია - ჩვენ წინაშე აღარ არის მარცხის უფსკრული; ახლა შეგვიძლია, წინ ვიყუროთ და წარმატების რეალური იმედიც გვქონდეს."
ჯონ მაკკეინი იმის მომხრეა, რომ ერაყში ჯერჯერობით შენარჩუნებულ იქნეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამჟამად არსებული რიცხობრივი შემადგენლობა. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამგვარ საკითხებზე გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ გენერლები და სარდლები. ამავე დროს, მაკკეინი არ უარყოფს, რომ ადრე თუ გვიან ამერიკელმა სამხედროებმა ერაყი უნდა დატოვონ.
[ჯონ მაკკეინის ხმა] "ჩვენი მიზანია ერაყი, რომელსაც აღარ სჭირდება ამერიკის ჯარი. მჯერა, რომ მიზნის მიღწევას იმაზე უფრო ადრე შევძლებთ, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მაგრამ არა მგონია, სწორი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან ისეთი დაპირებების კეთება, რომლებსაც ის - არჩევის შემთხვევაში - ვერ შეასრულებს."
ამ სიტყვებით ჯონ მაკკეინმა მიანიშნა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატების ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას განცხადებებზე, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი დააჩქარებენ ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესს. კლინტონიც და ობამაც ფიქრობენ, რომ ერაყიდან შეერთებული შტატების ჯარის გაყვანა ერაყელ პოლიტიკოსებს აიძულებს, დაივიწყონ პირადი ანგარიშსწორება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთმანეთთან ითანამშრომლონ.