მიმდინარე კვირის მთავარი თემები უკვე ორშაბათის პრესაში გამოჩნდა. ,,ან მეპში, ან ომში?! ” - ამგვარი იყო ”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე გამოტანილი სათაური.
,,4 აპრილს ბუქარესტში გაირკვევა საქართველოს უახლოესი მომავალი”, - წერდა გაზეთი. ”24 საათი” კი ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორის დევიდ სმიტის წერილს აქვეყნებს. ,,თუ ნატოელი მოკავშირეები მოიკრებენ სიმამაცეს რეალურად ჩასწვდნენ პრობლემის არსს, მაშინ საქართველოსთვის მეპის მიცემაზე დავა წარსულს ჩაბარდება. არიან ისინი მზად?” - წერდა ორშაბათს დევიდ სმიტი.
,,2 აპრილს ბუქარესტში გაიხსნება ნატოს სამიტი, რომელსაც ანალიტიკოსები "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ. ამგვარი შეფასების მთავარი მიზეზი ისაა, რომ სწორედ 2-4 აპრილს ბუქარესტში უნდა გადაწყდეს, მიიღებენ თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას – MAP-ს”, - წერდა ”რეზონანსი” ბუქარესტის სამიტამდე ერთი დღით ადრე.
”ახალ თაობას” კი მიხეილ სააკაშვილის სიტყვები მოჰყავდა: "თუ საქართველოს "MAP"-ის მიღებაზე უარი უთხრეს, ეს კრემლის გამარჯვება იქნება."
უქვე ბუქარესტის სამიტის შემდეგ კი პრესა ამ სამიტის შედეგების შეფასებებსა და მის შემდგომ გამოხმაურებებს აქვეყნებდა:
გაზეთი ”24 საათი” წერდა: ”საქართველოსთვის "MAP"-ის მინიჭების გადავადების შესახებ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. თუ ოპოზიცია ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების ვერდიქტის ძირითად მიზეზად შიდა პრობლემებს ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ბუქარესტში განვითარებულ მოვლენებს ახალი მიღწევების საწინდრად მიიჩნევენ.”
"თუ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების გზას არ დაადგება, ქვეყნისთვის ნატოს კარი საბოლოოდ დაიხურება. უარის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით არ ვითარდება", – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
გივი თარგამაძემ კი გაზეთს უთხრა, რომ "დამთავრდა სპეკულაციების ხანა იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა მოხდეს რაიმე გარიგება დასავლეთსა და რუსეთს შორის და ამ გარიგების შედეგად საქართველო რუსეთის ინტერესების სფეროში დარჩეს. ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური სივრცის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენენ. ეს ჩვენთვის არის გამარჯვება."
პარალელურად მთელი კვირის განმავლობაში პრესის მთავარი თემა კვლავ იყო მოახლოეული საპარლამენტო არჩევნები და ქართული პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო მზადება.
,,ეს არჩევნები კი არა, ომი იქნება” - ამგვარი იყო სათაური ორშაბათის გაზეთ ,,მთელი კვირის” მთავარი პუბლიკაციისა, რომელშიც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს: ,,ხელისუფლება მზად არის ისროლოს.”
იმავე ნომერში დაიბეჭდა გიგა ბოკერიასთან ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ვრცლად საუბრობს. გაზეთის მთავარ და ზოგად შეკითხვაზე, რომელიც გამოტანილია სათაურშიც - ,,რას აპირებს ხელისუფლება”, გიგა ბოკერიამ უპასუხა: ,,რაღაც განახლება იქნება,მაგრამ, კერძოდ, როგორი, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.”
იმავე დღეს ”ახალი თაობა” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ბერძენიშვილთან, ინტერვიუს ბეჭდავს. საპირველგვერდე ქუდად კი ამგვარი სათაური გამოაქვს: ,,ბურჯანაძეს პრეზიდენტობა უნდა”. აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,ბურჯანაძეს არა მარტო არჩევნების მოგება უნდა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეობაც, რათა სააკაშვილის შემდეგ კიდევ პრეზიდენტი იყოს. ბურჯანაძეს პრეზიდენტობა უნდა. რატომაც არ უნდა უნდოდეს? უბრალოდ, მას მერე, რაც გამოვლინდა, რომ არ იცის ეს საქმე, კიდევ რომ უნდა, ეს არის გასაოცარი.”
,,სახალხო დამცველმა საპრეზიდენტო არჩევნებში მომხდარი სერიოზული დარღვევების ვიდეომასალები ჟურნალისტებს წარუდგინა”, - წერს შაბათის ”რეზონანსი”. – ”24 საათის” პუბლიკაციაში კი - ,,ომბუდსმენის საარჩევნო ბრალდება” - ნათქვამია, რომ სოზარ სუბარმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.
შაბათს გაზეთი ”24 საათი” რადიო ”თავისუფალი ევროპა” / რადიო ”თავისუფლების” პრეზიდენტ ჯეფრი გედმინთან ინტერვიუს აქვეყნებს.
,, ჯეფრი გედმინი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული პროექტის, ,,წითელი ზონის”, პრეზენტაციას დაესწრო”, - წერს გაზეთი. რადიო ”თავისუფლების” პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, შეხვდა არასამთავრობო ორგანოზაციების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტს. გაზეთის შეკითხვაზე, რა თემებს შეეხო საუბარი, ჯეფრი გედმინმა ასე უპასუხა: ,,მე და ბატონმა პრეზიდენტმა ნატოს გაფართოებაზე ვისაუბრეთ. მას ძალიან კარგად ესმის დასავლურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების უდიდესი მნიშვნელობა. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ მის ურთიერთობებზე ევროპასა და შეერთებულ შტატებთან და, რასაკვირველია, თავისუფალ მედიაზე საქართველოში. ჩვენ, რასაკვირველია, გვერდი ვერ ავუარეთ გასული წლის მიწურულს საქართველოში განვითარებული მოვლენების განხილვას. ეს ძალიან პირდაპირი და გულახდილი საუბარი იყო და, სამწუხაროდ, დეტალების დაკონკრეტება არ შემიძლია. იგი აღიარებს, რომ დაშვებული იყო შეცდომებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, მას ნათლად ესმის ქვეყანაში თავისუფალი მასმედიის არსებობის აუცილებლობა, მეტიც, დამოუკიდებელი მედიის არსებობის სასიცოცხლო მნიშვნელობა. ”