ერაყის ჯარებსა და რადიკალი შიიტების ე.წ. “მაჰდის არმიას” შორის მწვავე შეტაკებებს ბოლო მოეღო.
რადიკალების ლიდერმა, გავლენიანმა შიიტმა მოღვაწე მოყტადა ალ-სადრმა თავის მიმდევრებს ბრძოლა შეაწყვეტინა. თუმცა, ამ ზავით, რომელსაც ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი მიესალმა, პრობლემა არ მოგვარებულა. მოყტადა ალ-სადრი არ აპირებს, იარაღი დააყრევინოს თავის მებრძოლებს და არც კონფლიქტის დანარჩენი მონაწილეები ავლენენ დათმობებზე წასვლის სურვილს.
მაინც რატომ მოხდა შეტაკებები ერაყის არმიას და მაჰდის მებრძოლებს შორის და რას მიაღწიეს მხარეებმა ბრძოლის შეწყვეტით?
ერთი კვირის წინ, როცა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალ-მალიკიმ არმიას დაავალა, მისი თქმით, კრიმინალური ელემენტებისაგან გაეწმინდათ ქალაქი ბასრა, ის მტკიცე, უკომპრომისო პოზიციაზე იდგა: აღნიშნავდა, რომ ცენტრალური მთავრობა მოვალეა, უსაფრთხოება უზრუნველყოს ერაყის მთავარ საპორტო, ნავთობის საექსპორტო ქალაქში, რის გამოც “საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, უკან არ დაიხევენ, არ იქნება მოლაპარაკება”.
ერაყის პრემიერ-მინისტრი თვითონაც ჩავიდა ბასრაში, პირობა დადო, რომ არსად წავიდოდა კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის დასრულებამდე. მაგრამ გავიდა 6 დღე - ამასთან, ბრძოლები მოედო არა მარტო თვით ბასრას, არამედ სამხრეთ ერაყის სხვა ქალაქებსა და თვით ბაღდადს - და პრემიერ-მინისტრი ალ მალიკი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რომლითაც შიიტი რადიკალების ლიდერი მოყტადა ალ-სადრი გამოვიდა. დღეისთვის ქუჩებში ბრძოლა შეწყვეტილი იყო.
[იოსტ ჰილტერმანის ხმა] “ვფიქრობ, ეს იყო კამპანია, რომელიც ორ მიზანს ემსახურებოდა - ერთი მხრივ, ერაყის მთავრობას სურდა კონტროლის აღდგენა ბასრაზე, რომელშიც კანონი აღარ კანონობს. და მეორე მხრივ, კამპანია, რომელსაც საფუძვლად ედო ერაყის მმართველი ერთ-ერთი შიიტური პარტიის, “უზენაესი საბჭოს” სურვილი (ამ პარტიას საკუთარი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს) დაასუსტოს მოყტადა ალ-სადრის მოძრაობა და მისი შეიარაღებული ჯგუფი, “მაჰდის არმია”. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შემოდგომისთვის დაიგეგმა პროვინციის საბჭოს არჩევნები, რომელშიც ალ-სადრის მოძრაობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტ წარმატებას მოიპოვებს, ვიდრე “უზენაესი საბჭო”, განმარტავს ერაყის საკითხთა ექსპერტი იოსტ ჰილტერმანი, რომლის თქმითაც ბრძოლის პოლიტიკური არსი შეტაკებების დაწყებისთანავე გამოჩნდა. ბრძოლაში ჩაერთნენ არმიის შენაერთები სამხრეთ ერაყიდან, უმეტესწილად დაკომპლექტებული მმართველი კოალიციის წევრი ზემოხსენებული პარტიის, “უზენაესი საბჭოს” შეიარაღებული ჯგუფის წევრებით. დიახ,” უზენაესი საბჭო” ამ შემთხვევაში პარტიის, კერძოდ შიიტური პარტიის სახელწოდებაა.
მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებებში მონაწილე ერაყელი ჯარისკაცების რიცხვმა 28 000-ს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ მათს ოპერაციებს ამერიკელების სამხედრო-საჰაერო მხარდაჭერა ახლდა, შიიტი ექსტრემისტების შევიწროვება ძალიან რთული ამოცანა აღმოჩნდა. ბრძოლები, როგორც უკვე ითქვა, სხვა ქალაქებსაც მოედო.
ერაყის საკითხთა ექსპერტ იოსტ ჰილტერმანის ვარაუდით, ის, რომ შეტაკებებს გუშინ უეცრად ბოლო მოეღო, ირანის შუამავლობის შედეგია. ირანს მჭიდრო კონტაქტები აქვს ორივე შიიტურ დაჯგუფებასთან, როგორც მოყტადა ალ-სადრის მიმდევრებთან, ისე პარტია “უზნაეს საბჭოსთან” და სურს, ხელი შეუწყოს შიიტების დომინირებას ერაყის ხელისუფლებაში, მათს წარმატებას სუნიტებთან და ქურთებთან კონკურენციაში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, დაასკვნის ჰილტერმანი, ბასრაში პოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა არც ერთი კვირა გააფთრებული ბრძოლების შემდეგ. ქალაქი სამ ჯგუფს შორის არის გაყოფილი: ესენია ცენტრალური მმართველი კოალიციის წევრი პარტია “უზენაესი საბჭო”, მოყტადა ალ-სადრის შეიარაღებული მიმდევრები და კიდევ - ამ მიმდევართა ერთი ჯგუფი, რომელსაც “ფადჰილას” უწოდებენ.
[იოსტ ჰილტერმანის ხმა] “ფადჰილამ” თავისი პოზიციები ძალიან გაიძლიერა: მას აქვს გუბერნატორის პოსტი და აკონტროლებს ნავთობის ბიზნესს - ამდენად დიდი წილი აქვს ნავთობით ვაჭრობაში და ნავთობის იქაურ კონტრაბანდაში. დანარჩენ ჯგუფებს მისგან თავ-თავიანთი წილის მოპოვება სურთ და თან, ცხადია, გავლენას ინაწილებენ: “უზენაესი საბჭოს” წევრები დომინირებენ უშიშროების უწყებებში, სადრის მიმდევრები კი პოლიციაში და თან ძალიან აქტიურობენ ქუჩებში”.
ამდენად, დაასკვნის ჰილტერმანი, გასული კვირის შეიარაღებული დაპირისპირება იყო ძალების გამოცდა შიიტების წამყვანი პოლიტიკური ფრაქციებისთვის. მისი გაუკრვეველი შედეგი, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა 359 ადამიანს, აჩვენებს, რამდენად რთული იქნება შეერთებული შტატებისთვის ერაყიდან ჯარების გაყვანა მიუხედავად წარმატებებისა ალ-ყაიდისა და სუნიტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.