დღეს, წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ, აღდგება საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. საუბარია, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის განახლებაზე
ბათუმი-სოჭის ტრასაზე. გამორიცხული არ არის, რუსეთის ბაზარზე არცთუ შორეულ მომავალში კვლავ ვიხილოთ ქართული ღვინო და მინერალური წყალი, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. პარალელურად მოსკოვი სულ უფრო მკაცრ პოზიციას ამჟღავნებს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხში. ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ინტერვიუ, რომელიც ბრიტანეთის გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსს" მისცა რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. 25 მარტს გამოქვეყნებულ ამ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინის მემკვიდრე არაორაზროვნად ურჩევს ჩრდილოატლანტიკურ კავშირს, თავი შეიკავოს საქართველოსა და უკრაინასთან დაახლოებისგან.
ნატოს ბუქარესტის სამიტამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაბეჭდილ ინტერვიუში რუსეთის მომავალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში საქართველოსა და უკრაინის მიღება ძირს გამოუთხრის ევროპის უსაფრთხოებას. "ფაინენშლ ტაიმსის" კორესპონდენტთან საუბარში მედვედევი ამბობს, რომ მოსკოვი "სულაც არ არის ბედნიერი" იმის გამო, რომ თბილისი და კიევი სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან ნატოს; შემდეგ კი დასძენს: "არც ერთ ქვეყანას არ ესიამოვნება, რომ მის საზღვრებს მიუახლოვდეს სამხედრო ბლოკი, რომელსაც თავად ეს ქვეყანა არ მიეკუთვნება."
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დმიტრი მედვედევის ინტერვიუს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
[ბათუ ქუთელიას ხმა]: "ჩვენი ამოცანა არ არის, მედვედევი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ლიდერი იყოს ბედნიერი ან არ იყოს ბედნიერი. ჩვენი ამოცანა არის საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაქსიმალურად დიდი ხნით. ამის შესაძლებლობა და ამის ყველაზე კარგი საშუალება არის საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რაც გამოიხატა კიდევაც ჩატარებული რეფერენდუმით, როდესაც ქართველმა ხალხმა, 77-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი ამ იდეას."
რა მიმართებაშია ნატოს საკითხში კრემლის წარმომადგენელთა შეუწყნარებლობა მოსკოვის პოზიციის ერთგვარ შერბილებასთან, ვთქვათ, სატრანსპორტო კავშირის საკითხში? საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ყოველივე ამას მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას ადარებს.
[არჩილ გეგეშიძის ხმა]: "ასეთი მიდგომა - ერთის მხრივ სიმკაცრე და, მეორე მხრივ, თითქოს შერბილება საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების რეჟიმისა არის ჯოხისა და თაფლაკვერას ცნობილი პრინციპის გამოყენება, რომლის ძალითაც რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს და გაიხანგრძლივოს თავისი გავლენა საქართველოზე და ამდაგვარი პოლიტიკით ის ინარჩუნებს ან ზრდის საქართველოს დამოკიდებულებას თავის თავზე."
საქართველოს მიმართ რუსეთის არაკეთილმოსურნე ქცევა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც სერბიის პროვინცია კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მოვლენათა ასეთ განვითარებას რუსეთი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა და დასავლეთს აფრთხილებდა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა არაერთი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ე.წ. გაყინული კონფლიქტები არსებობს. ამ განცხადებებმა თუ გაფრთხილებებმა დასავლეთს ხელი ვერ ააღებინა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, და რუსეთის საპასუხო ნაბიჯმაც არ დაახანა.
საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისა და კრემლის სხვა წარმომადგენელთა განცხადებებს "კოსოვოსა და აფხაზეთს, კოსოვოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული მსგავსებების" შესახებ 21 მარტს მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ საგენგებო რეზოლუციის მიღება, რომელშიც დეპუტატები რუსეთის მთავრობას ურჩევენ, განიხილოს ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების საკითხი. არჩილ გეგეშიძეს მოსკოვის ასეთი ქმედება შანტაჟს აგონებს.
[არჩილ გეგეშიძის ხმა]: "რუსეთი უფრო შენიღბულად საქართველოს მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს და იმიტომ, რომ არ დაუშვას მან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შემდგომი დაახლოება, იგი შანტაჟის ენით, მუქარის ენით და, ამავე დროს, გარკვეული პრაქტიკული გადაწყვეტილებებითაც, ცდილობს, ეს პროცესი შეაფერხოს: დააშინოს - ერთი მხრივ - საქართველო და შეაშფოთოს - მეორე მხრივ - დასავლეთი."