ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, უსაფუძვლოა გავრცელებული

ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, უსაფუძვლოა გავრცელებული ხმები, რომ, თითქოს, პრეზიდენტი
ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, უსაფუძვლოა გავრცელებული ხმები, რომ, თითქოს, პრეზიდენტი
ყურმანბეკ ბაკიევი სერიოზულად არის ავად. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და ის მომავალი კვირის ბოლოს დაბრუნდება გერმანიიდან. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიდეთ სადირყულოვმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსს" განუცხადა, ბაკიევი შესანიშნავად გრძნობს თავს. მისი თქმით, ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ ყურმანბეკ ბაკიევს აეროპორტში 28 მარტს, როდესაც გერმანიიდან დაბრუნდება. 58 წლის პრეზიდენტი მარტის დასაწყისიდან იმყოფება გერმანიაში.