რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭოში გაიმართა მოსმენა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის სტატუსის საკითხზე.
ამ თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა მოსკოვს, როგორც ცნობილია, მათი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ჩავიდნენ სამივე სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერები.
რუსეთის პარლამენტის დეპუტატებმა თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობის გაღრმავების ზომებზე იმსჯელეს. სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტმა პარლამენტარებს შესთავაზა რეკომენდაციები, რომლებიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის რეგიონებში რუსეთის დიპლომატიური მისიების გახსნას ითვალისწინებს.
აი, რა თქვა ამ კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი ოსტროვსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას:
[ალექსეი ოსტროვსკის ხმა] "რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დაჟინებით და თანმიმდევრულად უჭერს მხარს როგორც სერბიის, ისე საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიულ მთლიანობას. სხვა საკითხია, რომ არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს რუსეთის მოქალაქეების ბედი უწინარესად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოწმენი ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის სწრაფვისა, არაღიარებული ტერიტორიების პრობლემა ძალისმიერი გზით გადაჭრას. ეს კი ხიფათს უქმნის რუსეთის მოქალაქეებისა და აღნიშნული არაღიარებული რესპუბლიკების სხვა მცხოვრებთა უსაფრთხოებას."
აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრეზიდენტები სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი ჯერ კიდევ 12 მარტს შეხვდნენ ერთმანეთს და გამართეს მოლაპარაკება, რომელზეც ერთიანი სტრატეგიით მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 13-ში კი ჟურნალისტებს უხვად ურიგებდნენ ინტერვიუებს სოხუმის მთავრობის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა და ცხინვალის ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრი ბორის ჩოჩიევი. როგორც ამ უკანასკნელმა მოსმენაზე განაცხადა, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა იმის იმედით ცხოვრობს, რომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მალე აღიარებენ.
ჩოჩიევის მსგავსად, ნუგზარ აშუბამაც დამოუკიდებლობის უალტერნატივობა აირჩია თავისი გამოსვლის ლაიტმოტივად. მან ისიც თქვა, რომ აფხაზები ვერასოდეს იცხოვრებენ ერთ სახელმწიფოში ქართველებთან ერთად.
მიუხედავად სეპარატისტი ლიდერების ასეთი განცხადებებისა, რუსეთი ჯერჯერობით არ ჩქარობს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოფიციალურად ცნობას. და მართალია, სათათბიროს დეპუტატთა შორის მრავლად შეხვდებით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდელობის აღიარების მომხრეებს, საქართველოს ხელისუფლების წირმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი მაინც თავს შეიკავებს რადიკალური ნაბიჯებისგან. "იმედი მაქვს, რუს კოლეგებს ეყოფათ ელემენტარული პოლიტიკური კეთილგონიერება, არ გადადგენ ასეთ ნაბიჯებიო" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
საინტერესოა, რომ თავად რუს ექსპერტთა შორისაც ბევრია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში კრემლი მოერიდება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ასეთი მოსაზრება გამოთქვა მოსკოვში მოქმედი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის კავკასიის ექსპერტმა მიხაილ ალექსანდროვმა.
[მიხაილ ალექსანდროვის ხმა] "პირადად მე არა მგონია, საქმე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფორმალურ აღიარებამდე მივიდეს. უწინარეს ყოვლისა, ჩვენი მხრიდან არალოგიკური იქნებოდა კოსოვოს პრეცედენტის წინააღმდეგ გამოსვლა და, ამავე დროს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის აღიარება. ეს სრულიად მოკლებული იქნებოდა ლოგიკას და დიდად აზარალებდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს დიპლომატიურ პოზიციას."
კრემლის ასეთი პოზიცია სეპარატისტი ლიდერების მზარდ უკმაყოფილებას იწვევს. მაგალითად, გაზეთ "კომერსანტის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი იგორ სმირნოვი მკაცრად აკრიტიკებს მოსკოვს "სითამამის" ნაკლებობისთვის, იმისთვის, რომ იგი საკმარისად არ ეხმარება "დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ" სამ რეგიონს მიზნის მიღწევაში.
რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ იმაზე ისაუბრა, თუ რატომ ითრევს ფეხს მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში:
[ნიკოლოზ რურუას] ხმა "ეს შეიცავს რუსეთისთვისვე სერიოზულ საფრთხეს იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო არენაზე ის იქნება იზოლირებული ამ აღიარებაში, მას მარტო დატოვებენ. ეს მან კარგად იცის. ის იქნება დამცირებული, გამოჩნდება აგრესიულ, ულოგიკო მხარედ, რომელიც ხელების გრეხვით ცდილობს, დანარჩენ მსოფლიოს თავისი ნება მოახვიოს თავს."