საკითხი, იყო თუ არა სწორი ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება ქუჩის საპროტესტო აქციების შეწყვეტის შესახებ, ოპოზიციაში დღესაც ისევე საკამათოა, როგორც თავის დროზე,
გადაწყვეტილების მიღებისას, იყო. რესპუბლიკელები, რომელთა პოზიციამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გადაწყვეტილების მიღებისას, ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოს დღეს უკვე აღარ წარმოადგენენ. როგორ აფასებენ ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები დიალოგის პროცესს, რომელიც საპროტესტო აქციებზე უარის თქმის დღიდან განვითარდა? ვის რატომ მიაჩნია გამართლებულად ოპოზიციის ერთიანი საბჭოს გადაწყვეტილება ქუჩის საპროტესტო კამპანიის გადადების შესახებ და ვინ რატომ მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებზე უარი დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო?
ქუჩის აქციებზე უარი დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიაჩნია ოპოზიციის ერთიანი ერონული სანჭოს წევრს, კონსერვატორ კახა კუკავას. ”ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოების მომხრენი ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში რესპუბლიკელები იყვნენ. მათ გარდა, დიალოგს მხარი ლევან გაჩეჩილაძემაც დაუჭირა. შემდეგ მოხდა ისე, რომ რესპუბლიკელები საბჭოს გაემიჯნენ. გაჩეჩილაძეს ეს არ გაუკეთებია, თუმცა გაჩეჩილაძესაც ეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტიკურ შეცდომაზე”, - ამბობს კახა კუკავა. მისი აზრით, ოპოზიციის ერთიან საბჭოს მოუწევს შეცდომის გამოსწორება, რადგან ხელისუფლება არ ასრულებს იმ დაპირებებს, რომლებიც ოპოზიციის საპროტესტო კამპანიის შეწყვეტის საბაბი გახდა:
[კახა კუკავას ხმა] ”საერთო სახალხო მოძრაობა როცა შეიქმნა, მან რაღაც ფუნქცია იტვირთა და მერე თავისი თავი ამოწურა. ახლა ქვეყანა ახალი კრიზისის წინაშე დგას და ან საერთო სახალხო მოძრაობა და მისი ლიდერი აიღებს პასუხისმგებლობას აიძულოს სააკაშვილის ხელისუფლება გადახედოს საარჩევნო კანონმდებლობას და დათმოს ხელისუფლება, ან გაუხანგრძლივებს სააკაშვილს ხელისუფლებას რამდენიმე წლით. აქ არც რესპუბლიკელები და არც სხვა ძალები მოთამაშეები არ არიან. აქ მოთამაშეები არიან საერთო სახალხო მოძრაობა და ხელისუფლება და რამდენად შეძლებს საერთო სახალხო მოძრაობა ამ დანაკარგებით მისიის შესრულებას, ეს გამოჩნდება უახლოეს დღეებში. ”
აქ უკვე მოთამაშე ორიაო, აღნიშნა ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა კახა კუკავამ. საბჭოს უკვე ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი კი არ ფიქრობს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიციის ერთიანი ერონული საბჭო წარმართავენ... ”ჩვენ მივიღეთ საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, მაგრამ საბჭოსთან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია”, - ამბობს ის.
[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჩვენ არც ერთი წუთით ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. პირიქით. დარწმუნებული ვარ ასეთი მრავალპლანიანი ფლანგით უკეთეს შედეგებს მივიღებთ. ყველა ის საკითხი, რისთვისაც ერთიანი ეროვნული საბჭო იბრძოდა, დღის წესრიგშია და ჩვენ ამ პროცესის სრული თანამონაწილეები და წარმმართველები ვართ,ისევე როგორც მანამდე. ”
როგორია ურთიერთობა საბჭოსა და მის უკვე ყოფილ წევრებს შორის? კახა კუკავა ამბობს, რომ ურთიერთობა ძველ ფორმატში თავისთავად უკვე შეუძლებელია. ამ აზრს ეთანხმება ეროვნული საბჭოს სხვა წევრი, ეკა ბესელიაც.
ეკა ბესელიაც შეცდომად მიიჩნევს ქუჩის საპროტესტო აქციებზე უარის თქმას. ”მე არ მჯეროდა ხელისუფლების დაპირებების და დღეს ცხადია, რომ დაპირებები არ სრულდება”, - თქვა მან ჩვენთან საუბრისას. ბესელიაც და კუკავაც ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ გაგრძელებულა პატიმრების გათავისუფლების პროცესი ოპოზიციის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, არ გადამდგარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი დირექტორი დანიშნულა და, კიდევ, ხელისუფლება არ ასრულებს დანაპირებს, შეცვალოს არჩევნების მაჟორიტარული წესი. ხელისუფლების მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობაზე ლაპარაკობს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელიც.. ”ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმას, რასაც გააკეთებდა საპროტესტო აქციების განახლების შემთხვევაშიც. განსხვავება იმაშია, რომ ოპოზიციის მიერ დიალოგის გზის არჩევამ ხელისუფლების ლუსტრაცია მოახდინა ”, - ამბობს ის და, ამდენად, შეცდომად არ მიიჩნევს ერთიანი ეროვნული საბჭოს უარს ქუჩის აქციებზე:
[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჩვენი ქუჩაში გასვლა მაშინ და კარვების ქალაქი ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლება ზუსტად იმას გააკეთებდა, რასაც დღეს აკეთებს. აღარაფერს ვიტყვი, რა რეაქცია ექნებოდა კარვების გაშლაზე და თან, შესაძლოა, ვიღაცის თვალში გამოჩენილიყო მართალი.” (სტილი დაცულია)
თინა ხიდაშელს ვკითხეთ, როგორი იქნება რესპუბლიკური პარტიის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ქუჩის აქციების განახლების შესახებ.
[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე, ეროვნულ საბჭოსთან ერთად. ”
შეკითხვას, არსებობს თუ არა შეთანხმება საბჭოსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შენარჩუნების შესახებ, კახა კუკავა უპასუხებს, რომ ასეთი შეთანხმება არ არსებობს. ასეა თუ ისე, საბჭოს ყოფილ და მოქმედ წევრებს აერთიანებს მოსაზრება, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ცნობილ დაპირებებს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება, მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ითვალისწინებს საკითხის გადაწყვეტას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პარალელურად მარტის შუა რიცხვებში, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით კი გულისხმობს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლიდან დაკომპლექტებას, რაც უკვე მოხდა. ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე კი ასარჩევია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და გამოსაცხადებელია კონკურსი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პროცესი ჭიანურდება და, კიდევ, რომ ხელისუფლებამ გადაჭრით უარი თქვა მაჟორიტარული საარჩევნო წესის რეგიონალური პროპორციული სისტემით ჩანაცვლებაზე, რასაც ოპოზიცია მოითხოვდა. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, რომელიც სამშაბათს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მომავალ 150 კაციან პარლამენტში 75 დეპუტატი მაჟორიტარი უნდა იყოს, 75 კი - პროპორციული სისტემით არჩეული. სახელისუფლებო გუნდმა და მაჟორიტართა კორპუსმა ცვლილებისთვის საჭირო ხმები კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მოაგროვა.