26-27 თებერვალს საქართველოში შეხვედრებს მართავდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილკა კანერვა.
შეხვედრები გაიმართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა, რის შემდეგაც საკუთარი შეხედულებები საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. აქ ჟურნალისტების შეკითხვებს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძეც პასუხობდა. ილკა კანერვასთან შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა 5 იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნების თემა წამყვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკოფერენციაზეც.
[ილკა კანერვას ხმა] ”ეუთოში ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში სამხრეთ კავკასიას ჩემს დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რატომ არის ასე? საქმე ისაა, რომ ამ გეოგრაფიულ და პოლიტიკურ რეგიონს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არა მხოლოდ ეუთოს, არამედ ევროკავშირის დღის წესრიგშიც. თბილისში ჩამოსვლა ჩემი თავმჯდომარეობის საწყის პერიოდშივე გადავწყვიტე. მეორე მხრივ, ჩემი ვიზიტი მოჰყვა თქვენი პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის წარმატებულ ვიზიტს ფინეთში, ჰელსინკიში, გასული წლის ოქტომბერში. შეიძლება ითქვას, მე აქ ვიმყოფები გადამწყვეტ დროს. საქართველოსთვის ახლა სასიცოცხლო მომენტია მრავალი ასპექტით. ყველა პოლიტიკური ძალა კონცენტრირებულია არჩევნებზე. იანვარში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაისში კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.”
”ჩვენ ეუთოში ველით, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს ამ არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად”, - დასძინა ნათქვამს ილკა კანერვამ.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეუთო აქტიურად არის ჩართული საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაში. შესაბამისად, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს მასთან შეხვედრისას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ხელისუფლებასთან დიალოგი საარჩევნო კანონმდებლობასა თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით... ილკა კანერვას ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუმარტეს რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და სთხოვეს, დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, სცადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერს აკეთებს მომავალი არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად...” ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი ყველა მნიშვნელოვან თემაზე - მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე” ,- თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე:
[დავით ბაქრაძის ხმა] ” ქართული მხარე არის აბსოლუტურად გახსნილი. მე ღიად ვთქვი, რომ ეუთოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან ველით რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს საქართველოში. ჩვენ მოწოდებულნი ვართ საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ გახსნილად, გამჭვირვალედ - ისე, როგორც ეს ხდება ტრადიციულ, ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ”
ეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანადასწრებით ითქვა... პრესკონფერენციაზე წამოწეული იქნა სხვა თემებიც... ილკა კანერვამ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გამოკვეთილი პოზიტიური ძვრების მნიშვნელობას... ამას გარდა, სამშვიდობო დიალოგის განვითარების მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების საქმეში... და მაშინ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტის, მალხაზ ბასილაიას, დაკავების ფაქტს მძიმე კრიმინალური და ტერორისტული ქმედება უწოდა და განმარტა, თუ რას აკეთებს საქართველოს მხარე მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებისთვის და, ამასთან ერთად, იმის დასადგენად, მოიმოქმედეს თუ არა რამე რუსეთის სამშვიდობო ძალებმა მძიმე კრიმინალური შემთხვევის აღსაკვეთად, მან თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
[ილკა კანერვას ხმა] ”ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომელიც პლურალისტური დემოკრატიის გზას ადგას, თავისუფალი მედიის არსებობაა. თავისუფალი მედია არის ძირითადი ფენომენი, რომლის გარეშეც მიზანს ვერ მიაღწევ. თავისუფალი მედიის გარეშე ხორცს ვერ შეასხამ ღია საზოგადოების იდეას. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს კომენტარი არ უკავშირდება იმ სპეციფიკურ შემთხვევას. ეს ყოველგვარ წესს სცილდება, ჩემი აზრით. თავისუფალი მედია არის პრინციპული საკითხი. მე ასე მწამს და ვიმედოვნებ, ეს ასევე ნათელია ყველასთვის აქაც.”