მიმდინარე კვირის მთავარი შეკითხვები უკვე ორშაბათს გაჩნდა ქართულ პრესაში. ,,კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
რა იქნება შემდეგ?” - წერდა 18 თებერვალს გაზეთი ”24 საათი”. წინა დღით, ანუ 17 თებერვალს, როგორც გაზეთი წერს, ,,დასრულდა ხანგრძლივი და დროში უსასრულოდ გაწელილი პროცესი, რომელიც სერბეთის პროვინცია კოსოვოს დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა.” იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მთელი კვირის განმავლობაში აანალიზებდა ქართული პრესა.
გაზეთი ”მთელი კვირა” ამ პრობლემაზე კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილს ესაუბრება. რისკების ანალიზისას გოგი ხუციშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრობს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც ეხება.
იგი აღნიშნავს: ,, შესაძლოა ამოქმედებული იყოს რაღაც პროგრამები, რომლებიც უფრო დააახლოებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთთან, მაგრამ, ამავე დროს, არა მგონია, იურიდიულად გაფორმდეს რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.”
,,რას გვიმზადებს რუსეთი?” - ეს კი სათაურია ,,კვირის პალიტრის” პუბლიკაციისა, სადაც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების 21 თებერვლის, მაშინ ჯერ კიდევ მოსალოდნელი, შეხვედრის შესახებ წერდა: ,,შესაძლებელია, კოსოვოს აღიარებიდან სააკაშვილთან შეხვედრამდე ოფიციალურმა მოსკოვმა თავი შეიკავოს რაიმე გადამწყვეტი ქმედებისაგან, რათა სააკაშვილთან ვაჭრობის უფრო მეტი შანსი ჰქონდეს.”
ხუთშაბათს, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დღეს, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელი დავით დარჩიაშვილი ”24 საათში” აცხადებდა: ”ვფიქრობ, კოსოვოს პრეცედენტის მიუხედავად, რომელიც რუსეთს საკმაოდ აღიზიანებს, მოსკოვი თბილისის მიმართ გარკვეულ დათმობებზე წავა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ეს მის ინტერესებში შედის.”
პარასკევს კი პრესა უკვე ამ მოლაპარაკებების შედეგებს აანალიზებდა. გაზეთ ”24 საათში” დაიბეჭდა ვრცელი პუბლიკაცია, სათაურით ,,ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი”, რომელშიც ვკითხულობთ: ,,ქართულმა მხარემ რუსეთისაგან მიიღო დაპირება - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადება არ მოხდება.”
გაზეთმა ”ყველა სიახლე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ქვეყანა სისხლისღვრისაგან ხუთჯერ ვიხსენიო. ინტერვიუში ნინო ბურჯანაძეს არ დაუზუსტებია ხუთივე ეს შემთხვევა. ”ამის დროც მოვა...- განაცხადა მან. - ყველაფერი რომ ახლა ვთქვა, შემდეგი ინტერვიუ საინტერესო აღარ იქნება”...
მიმდინარე კვირას ”ალია” წერდა, რომ ექსკლუზიურად მოიპოვა ნაწილი სახალხო დამცველის მოხსენებისა, რომელიც სოზარ სუბარმა პარლამენტს ამ დღეებში უნდა წარუდგინოს. იგი ციხეებში შექმნილ მდგომარეობას, პატიმართა სიკვდილიანობას და ექიმების არაპროფესიონალიზმს ეხება, - წერს გაზეთი. ”ალიას” მოჰყავს მოხსენებაში აღნიშნული კონკრეტული მაგალითები, როდესაც პატიმრის გარდაცვალება, სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობამ ან გულგრილობამ გამოიწვია.
მიმდინარე კვირის მთავარი თემა ქართულ პრესაში ოპოზიციის ულტიმატუმი და, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, 22 თებერვლისათვის დაგეგმილი შიმშილობის აქცია იყო. ,,ოპოზიციამ კარავი უკვე გაშალა”, - წაიკითხავდით ჯერ კიდევ ორშაბათს გაზეთში ”24 საათი”. სამშაბათს ”რეზონანსი” წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების რწმუნებულებს დაავალა, არ დაუშვან რეგიონებში კარვების დადგმა.
”ეროვნული საბჭოს” წევრმა თინა ხიდაშელმა კი ”რეზონანსს” უთხრა: ”შიმშილობა იმ შემთხვევაში არ დაიწყება, თუ ვნახავთ, რომ მემორანდუმში ჩამოყალიბებული დებულებების შესრულებისაკენ ნაბიჯი იდგმება.”
,,პარლამენტთან 5 კარავი გაიშლება” - ასეთი იყო პარასკევის ”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაური. ,,დღეს, 14 საათზე, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქცია მაინც დაიწყება. გუშინ პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” ოფისში შეკრებილ 12 პარტიის წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე საათი და ცხარე კამათი დასჭირდათ”, - წერდა გაზეთი.
ეს ის დღე იყო, როცა საქართველომ უკვე შეიტყო, რომ კარვების აქცია და შიმშილობა აღარ შედგება. მაგრამ ამაზე დაწვრილებით უკვე შაბათის პრესა უამბობდა მკითხველს.
,,ოპოზიციამ შიმშილობა გადაიფიქრა” - ასეთია შაბათის ”ახალი თაობის” პუბლიკაციების საერთო ქუდი. ,,კარვები დაკეცილი დარჩა” - ეს კი ”24 საათის” პუბლიკაციის სათაურია. სტატიაში ოპოზიციის ლიდერები გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: ,,ჩვენ ვართ ის რეალური ძალა, რომელიც რეალურად არის პასუხისმგებელი ხალხის წინაშე. მზად ვართ, რამდენიმე კვირა დავიცადოთ და ხელისუფლებას ვურჩევთ, თავის ხალხს ყალბი დაპირებებით არ ეთამაშოს.”
შაბათის ”რეზონანსი” კი წერს, რომ ოპოზიციის ლიდერებს ხალხისათვის იმის ახსნა მოუხდათ, თუ რატომ არ გაიშალა მოშიმშილეთა კარვები რუსთაველზე. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ აქციები 14 მარტამდე აღარ გაიმართება, რადგან, ხელისუფლების მხრიდან მიღებული გარანტიების მიხედვით, 26 თებერვლამდე ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი, 15 მარტამდე კი ცესკოს თავმჯდომარე შეიცვლება. ,,ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემა გადაწყვიტოს”, - განაცხადა ერთიანი საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, გუშინ გამართულ აქციაზე და ხელისუფლებას დაპირებულის შესრულებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა”, - ვკითხულობთ გაზეთ ”რეზონანსის” შაბათის ნომერში.