ირანმა პროტესტით მიმართა დანიის ელჩს იმის გამო, რომ დანიაში გამომავალმა გაზეთმა ხელახლა დაბეჭდა

წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა. ირანმა მოუწოდა დანიას ფრთხილად მოეკიდოს ამგვარ საკითხებს და აღარ დაუშვას მომხდარის გამეორება. საუბარია კარიკატურაზე, რომელიც თავდაპირველად 2005 წელს გამოქვეყნდა და არაერთ ქვეყანაში გამოიწვია მუსლიმანთა მღელვარება. ამჯერად კარიკატურა ხელახლა სოლიდარობის ნიშნად დაიბეჭდა მას შემდეგ, რაც დანიის პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილები, რომლებიც კარიკატურისტის მკვლელობას გეგმავდნენ.