ბოლო სატელეფონო კონსულტაციები 11 თებერვალს ღამით პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის შედგა.
უკვე 12 თებერვალს დილით ბურჯანაძემაც და უსუფაშვილმაც ერთგვარი ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. მხარეებმა თითქოს მიაგნეს მოლაპარაკების პროცესის ჩიხიდან გამოყვანის გზას და შეთანხმდნენ კიდეც ამის თაობაზე. მაგრამ ირკვევა, რომ, სინამდვილეში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციათა დაახლოება ვერ ხერხდება. რა მოხდა 11 თებერვალს ღამით და რას ცვლის ან არ ცვლის პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შორის გამართული კონსულტაციები?
კონსულტაციები - უფრო სწორად, სატელეფონო საუბარი - 11 თებერვალს ღამით შედგა, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ წყვეტს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას და აახლებს საპროტესტო კამპანიას. ნინო ბურჯანაძემ და ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, მოლაპარაკების პროცესის ჩიხიდან გამოყვანის გზები განიხილეს და, როგორც უსუფაშვილი 12 თებერვალს დილით განმარტავდა, მოლაპარაკების პროცესის განვითარების ახალი ფორმაც იპოვეს:
[დავით უსუფაშვილის ხმა] ”პოზიციების დაახლოება მოხდა პროცესთან დაკავშირებით, იმ აზრით, რომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება ჩამოაყალიბებს წერილობით პასუხებს ოპოზიციის წერილობით მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამ პასუხების მიხედვით გადაწყდება, როგორ გაგრძელდება პროცესი ან აზრი ექნება თუ არა პროცესის გაგრძელებას. ”(სტილი დაცულია)
პოზიციათა დაახლოებაში დავით უსუფაშვილი გულისხმობდა ურთიერთობის წერილობით ფორმაზე შეთანხმებას. ”თუ პოზიციები დაახლოვდება, შესაძლოა ვისაუბროთ ერთობლივ მემორანდუმზეც”, თქვა მან რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას. ერთობლივი მემორანდუმი ახსენა ნინო ბურჯანაძემაც, როცა პლენარულ სხდომაზე განმარტება გააკეთა დავით უსუფაშვილთან საუბრის თაობაზე:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”გააგრძელონ მუშაობა სამუშაო ჯგუფებმა, რათა საბოლოოდ დაახლოვდეს პოზიციები და იმისთვის, რომ პროცესი ჩიხში არ შევიდეს, შევიმუშაოთ ერთობლივი მემორანდუმი იმისათვის, რომ წერილობით დავადასტუროთ, რაზე ვართ შეთანხმებული კონსულტაციების დროს.”
(სტილი დაცულია)
განმარტებები დავით უსუფაშვილმაც და ნინო ბურჯანაძემაც დილით გააკეთეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შორის გამართული კონსულტაციების შესახებ პოსტფაქტუმ შეიტყვეს არა მარტო მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა - ” მრეწველებმა” და ”ახალმა მემარჯვენეებმა”, არამედ თავად ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრებმაც. საბჭო, რომელმაც დაიწყო საპროტესტო კამპანია და 15 თებერვლის დიდი საპროტესტო აქციისთვის ემზადება, სამშაბათს დღის მეორე ნეხევარში შეიკრიბა... განხილულ იქნა რესპუბლიკური პარტიის ლიდერისა და პარლამენტის თავმჯდომარის საუბრის დეტალები, რის შემდეგაც ითქვა, რომ არ გაფორმდება არავითარი ერთობლივი მემორანდუმი და არც სამუშაო ჯგუფები შეიქმნება მასზე სამუშაოდ. ”ასე რომ, 15 თებერვლის დიდი საპროტესტო აქცია ძალაშია”, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” კახა კუკავამ. იმის შესახებ, თუ რა არის ამის მიზეზი, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს კიდევ ერთ წევრს, თინა ხიდაშელს, მოვუსმინოთ:
[ თინა ხიდაშელის ხმა] ”დადასტურდა, რომ ისინი დროს წელავენ. გუშინ გვითხრეს, რომ დღეს, 2 საათისთვის, პასუხები ექნებოდათ; დღეს გვითხრეს, პასუხები 2 დღეში გვექნებაო. ”
ხიდაშელმა ნათქვამში იგულისხმა წერილობითი პასუხები ოპოზიციის ცნობილ მემორანდუმში ჩამოყალიბებულ 17 მოთხოვნასთან დაკავშირებით. უმრავლესობა ბურჯანაძის მიერ ხსენებული ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას 14 თებერვლისთვის გეგმავდა, მანამდე საკითხებზე სამუშაო ჯგუფებს უნდა ემუშავათ.
ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი კახა კუკავა აცხადებს, რომ ხელისუფლება არ არის მზად ოპოზიციის პირველი რიგის მოთხოვნების შესასრულებლად. პირველი რიგის მოთხოვნებში იგულისხმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ამასთან ერთად, პატიმრების გათავისუფლება იმ 44 კაციანი სიის მიხედვით, რომელიც ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა. ”მემორანდუმის დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით მუშაობა მხოლოდ ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში შეიძლება”, - ასეთია კახა კუკავას პოზიცია და, მისივე თქმით, ერთიანი ეროვნული საბჭოს პოზიციაც.
ოპოზიცია ხელისუფლებაზე ქუჩიდან ზეწოლის პოლიტიკის ერთგული რჩება.
ერთიან საბჭოში აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ხელისუფლების სხვა ნაწილი უშლის ხელს ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევაში, ხელისუფლებაში კი მიდიან დასკვნამდე, რომ ოპოზიციის ნაწილს არ სურს დიალოგი.