ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო საპროტესტო კამპანიას განაახლებს

პარლამენტის თავმჯდომარესთან სამშაბათს, 12 თებერვალს, დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები არ მივლენ.

საბჭოში შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს მხოლოდ დროის გაჭიანურების მიზნით აწარმოებს, გადაწყვეტილებებს არ იღებს და, აქედან გამომდინარე, აზრი არა აქვს მოლაპარაკებას. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო, რომელშიც 9 პოლიტიკური ძალაა გაერთიანებული, საპროტესტო კამპანიას განაახლებს. მინდა ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებით გესაუბროთ.